spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"როდესაც საუბარია სანქციების დაწესებაზე, ანუ რას მთხოვენ, რომ...

“როდესაც საუბარია სანქციების დაწესებაზე, ანუ რას მთხოვენ, რომ საკუთარ ხალხს დავუწესოთ სანქციები?!” – ირაკლი ღარიბაშვილი

მთავრობის მეთაურმა მინისტრთა კაბინეტის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას კარგად აქვს გააზრებული ის საფრთხე და რისკები, რომელიც დღეს მთელი ევროპის უსაფრთხოების სისტემის მიმართ არსებობს.

დღეს ევროპაში მიმდინარეობს უზარმაზარი ომი, ევროპის ყველაზე დიდ სახელმწიფოში მიმდინარეობს ომი, უკრაინის დედაქალაქი იბომბება და ამის შემჩერებელი, დღეს ვხედავთ, რომ არავინ არის. ვთქვათ პირდაპირ, რომ სანქციები არ არის ეფექტური საშუალება და ისიც ვთქვათ, რომ დღეს უკრაინაში ვინ ომობს? – ომობს უკრაინელი ჯარისკაცი, უკრაინის ჯარი, ამიტომ, ჩვენ კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ ქვეყანა და მთელი მსოფლიო დღეს ძალიან დიდი გამოწვევების წინაშეა.

ამ სიტუაციაში ყოველგვარი ემოცია, ყოველგვარი გაუთვლელი ნაბიჯები, გაუთვლელი სიტყვა, ქმედება არის ძალიან დიდი რისკის შემცველი და ჩვენ, როგორც ხელისუფალნი, რომელიც პასუხისმგებელნი ვართ როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკაზე, რა თქმა უნდა, მოგვეთხოვება პასუხი და პასუხისმგებელნი ვართ ყველაფერზე.

ჩემს გამოსვლაში, მიმართვაში ვთქვი, რომ მე, როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, არაფერს გავაკეთებ, რომელიც შეეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის ინტერესებს, არაფერს!

კიდევ ვიმეორებ, რომ მე და ჩვენ ყველას, მთელ ხელისუფლებას გვაქვს პატივი, მაგრამ გვაქვს დიდი პასუხისმგებლობა და, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვიხელმძღვანელოთ მხოლოდ ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე და ბუნებრივია, მერე ვიფიქროთ სხვა ქვეყნის ინტერესებზე, ბუნებრივია. ჩვენ ყველას თანავუგრძნობთ, მაგრამ ჯერ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი უნდა დავიცვათ.

რაც შეეხება საკითხს, რომელზეც ძალიან ბევრი დეზინფორმაცია და უაზრო კამპანია წამოიწყეს – უნდა შეუერთდეს თუ არა საქართველო ეკონომიკურ სანქციებს, რუსეთის წინააღმდეგ. 

მე კითხვას ვსვამ: როდესაც საუბარია სანქციების დაწესებაზე, ანუ რას მთხოვენ, რომ საკუთარ ხალხს დავუწესოთ სანქციები?! ეს ვის მოაკლდება? – ეს შემოსავალი მოაკლდება ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს ეკონომიკას, დაიჩაგრება ჩვენი 1 მილიონი თანამოქალაქე, რომლებიც ვეღარ შეძლებენ, მაგალითად, ფულის გადმორიცხვას, თუ მათ ფინანსურ ოპერაციებს გავურთულებთ და ა.შ. ამიტომ, ზედმეტი ემოციები არაფრისმომცემია, პირიქით, ეს არის საზიანო ჩვენი ეროვნული ინტერესების, ჩვენი ხალხის ინტერესებისთვის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“კიევში აღლუმის ჩატარებას აპირებდა და ახლა უკრაინის ნებართვის გარეშე მოსკოვში უჭირს პარადის მიღება” –...

მოსკოვში 9 მაისის ღონისძიების ჩატარების თემას, ირონიული მინიშნებებით ეხმაურება...

“იქნებ ახლა მაინც მიხვდეთ, რომ ყველას შეგეხებათ და ყველას ჯიბეს გაანადგურებს ეს წყობა” –...

საქათველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 8.25%-მდე გაზარდა. ორგანიზაცია “საზოგადოება...

“შინაგანად ირაკლი ღარიბაშვილი თავისი პატიმრობით სჯის ბიძინა ივანიშვილს…” – ვახო სანაია

ჟურნალისტ ვახო სანაიას ირონია ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით: "შინაგანად ირაკლი...

“სასწრაფოდ უნდა დაბრუნდეს ბიძინა ივანიშვილი” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კიევში აღლუმის ჩატარებას აპირებდა და ახლა უკრაინის ნებართვის გარეშე მოსკოვში უჭირს პარადის მიღება” –...

მოსკოვში 9 მაისის ღონისძიების ჩატარების თემას, ირონიული მინიშნებებით ეხმაურება...

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

“გამძლეობის ტესტი ჩაბარებულია, ახლა სიმრავლეშია ჩვენი გამარჯვება!” – ნიკა გვარამია

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“სასწრაფოდ უნდა დაბრუნდეს ბიძინა ივანიშვილი” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...