პარასკევი, ივნისი 27, 2025
22.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიომი და კონფლიქტები"ბიძინა ივანიშვილო და ირაკლი ღარიბაშვილო, ქართველი ერის სახელით...

“ბიძინა ივანიშვილო და ირაკლი ღარიბაშვილო, ქართველი ერის სახელით უნდა შეუერთდეთ იმ სანქციებს, რომელიც დაუწესა ევროკავშირმა საჰაერო სივრცესთან დაკავშირებით” – ნიკა მელია

უკრაინაში მიმდინარე ომსა და საერთაშორისო რეაქციის შესახებ ისაუბრა საგანგებო ბრიფინგზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ. ამასთან ერთად ოპოზიციონერი ლიდერი სპეციალურ მიმართვას ავრცელებს ბიძინა ივანიშვილისა და საქართველოს მთავრობისადმი, რომ მიღებული იქნას გადაწყვეტილება რუსეთის მიმართ კონკრეტულ სანქციებთან დაკავშირებით:

სამი დღეა, ჩვენი მეგობარი გმირი ერის შვილები – ბავშვები, ქალები, მამაკაცები, ბებიები და ბაბუები ებრძვიან ბოროტებას, იგერიებენ მტერს და არ უშვებენ საკუთარ კარ-მიდამოში, ეზოებში, სკვერებში და სადარბაზოებში.

ამ უპრეცენდენტო სამდღიანმა გმირულმა ბრძოლამ ჩვენი უკრაინელი მეგობრებისა, გამოიწვია მთელი მსოფლიოს კონსოლიდაცია გმირი უკრაინელების გარშემო.

ევროკავშირმა პირველად ისტორიაში, უკანასკნელი 70 წლის მანძილზე, მიიღო გადაწყვეტილება, რომ იარაღი მიაწოდოს ომში ჩართულ სახელმწიფოს, იმიტომ რომ ისინი არიან მართლები როგორც არასდროს.

დიდი ბრიტანეთი და პოლონეთი ომში მყოფ სახელმწიფოს და ჩვენს მეგობარ უკრაინელებთან ალიანსს ქმნიან.

შვედეთი პირველად ისტორიაში იღებს გადაწყვეტილებას სამხედრო დახმარების აღმოსაჩენად .
კანადა ასევე აწვდის იარაღს უკრაინელებს.

ყველა ცივილიზებული სახელმწიფო დღეს დგას სიმართლის გვერდით.

და ამ დროს, სად არის ქართველი ხალხის ხელისუფლება.

მაშინ როდესაც, ლიეტუვა, ესტონეთი, ლატვია გვერდში უდგანან ჩვენს ძმებს უკრაინელებს.
მაშინ როდესაც, ჩვენზე ღარიბი ქვეყნის, მოლდოვას პრეზიდენტი უკრაინა-მოლდოვას საზღვართან ჩადის და საკუთარი პატრონაჟის ქვეშ აქცევს იქიდან დევნილ ქალებსა და ბავშვებს – ამ დროს სად არის ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება.

მე დარწმუნებული ვარ, ომის დაწყებამდე ნებისმიერი უკრაინელისთვის რომ ეკითხათ, ომის დაწყების შემთხვევაში პირველი რომელი სახელმწიფო დაუდგებოდა გვერდში, ასიდან ასი უკრაინელი იტყოდა, რომ საქართველოს ხელისუფლება.

მაგრამ ჩვენდა სამარცხვინოდ, ეს ყველაფერი საპირისპიროდ მოხდა – არც ხმა, არც ჩამიჩუმი ჩვენი ხელისუფლების მხრიდან.

მიმაჩნია, მაშინ როცა, ევროკავშირმა მიიღო უპრეცენდენტო გადაწყვეტილება და მთელი საჰაერო სივრცე ჩაუკეტა რუსეთს და ამითაც იცავს უკრაინელ ძმებსა და დებს, როდესაც აზერბაიჯანიც კი საწვავს აწვდის უკრაინას, როდესაც თურქეთი, ისტორიაში მეორედ ბოსფორის სრუტეს სამხედრო გემებისთვის კეტავს და ამითაც ეხმარება უკრაინას რუსეთთან ომში, ამ დროს ჩვენმა ხელისუფლებამ არაფერი უნდა გააკეთოს?

ხვალ სამუშაო დღე იწყება ბიძინა ივანიშვილო და ირაკლი ღარიბაშვილო და თქვენ, ქართველი ერის სახელით უნდა შეუერთდეთ იმ სანქციებს, რომელიც დაუწესა ევროკავშირმა საჰაერო სივრცესთან დაკავშირებით – ეს ერთი მოთხოვნა.

და ასევე მეორე მოთხოვნა – უნდა აიკრძალოს სწრაფადვე პუტინის რუსეთის პროპაგანდისტული მედია საშუალებების ოპერირება ქვეყანაში.

ეს არ არის ის პლატფორმა, საიდანაც ტირაჟირდება ახალი ამბები. ეს არის ის პლატფორმა, სადაც ჩვენი ქვეყნის თავისუფლება და ღირსება ილახება.

რატომ უდგანან გვერდში ჩვენს უკრაინელ დებსა და ძმებს, იმიტომ რომ იცავენ მთელს მსოფლიოში ღირსებას, თავისუფლებას და თავმოყვარეობას და ჩვენ არ ვჩანვართ.

ამიტომ, ეს ორი მოთხოვნა – ქართული საჰაერო სივრცე უნდა ჩაიკეტოს პუტინის რუსეთისთვის და ამით დავიცვათ უკრაინა და მთელი ეს პროპაგანდისტული არხები პუტინის რუსეთისა, საქართველოში აღარ უნდა მაუწყებლობდნენ“, – აცხადებს ნიკა მელია.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“დიქტატურებში, სადაც მოსამართლეებს დიქტატორი ავალებს და კანონის უზენაესობა არ არსებობს, ადამიანებს არ აპატიმრებენ, მათ...

დიქტატურებში არსებულ რეალობაზე საუბრობს საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე, ბიზნესმენი...

“ვერასოდეს ვერაფრით ვერ დაგვაშინებენ, ვერ გაგვტეხენ” – სოფო ჯაფარიძე

პროდასავლური პარტიების ლიდერების პატიმრობის მისჯას და დაპატიმრების გადაწყვეტილებებს ეხმაურება...

“ახლა ინიციატივა საკუთარ ხელში უნდა აიღონ პარტიების ლიდერების მეორე ეშელონმა” – რომან გოცირიძე

ოპოზიციური პარტიების ლიდერების დაკავების ფაქტს კონკრეტული შეთავაზებებით ეხმაურება პარლამენტის...

“ჩვენ გვაკავებენ არა დანაშაულისთვის, არამედ სიმართლისთვის, სამშობლოს სიყვარულისთვის” – გიორგი ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ დაპატიმრების წინ საზოგადოებას ემოციური...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ვაიმე ქოცო, ვაიმე. რაღაც იმნაირს გამოგიქანებთ და გთხლიშავთ ტრამპი, ბაიდენი და დიფსთეითი მოგენატრებათ😅” –...

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში გაკეთებულ...

ნანუკა ჟორჟოლიანი: “თათიას ერთი არ დაუწუწუნია…”

,,ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი,...

“მე რომ დღეს მერი ვარ, მთელი ცხოვრება მერი უნდა ვიყო?” – კახა კალაძე

თბილისის მერი, კახა კალაძე ეხმიანება გენერალური პროკურორის გენერალურ აუდიტორად...

“ეს ბრძოლაა ხალხსა და რეჟიმს შორის და აქ მარცხდება ივანიშვილი!” – გიორგი ვაშაძე

"ქართული ოცნება" ტელეკომპანიებს კომუნიკაციების კომისიაში უჩივის. აღნიშნულთან დაკავშირებით მწვავე...