შაბათი, ივნისი 28, 2025
20.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიომი და კონფლიქტები"მივმართავ საქართველოს მოქალაქეებს, ხელი მოვაწეროთ პეტიციას, რომელიც ითხოვს...

“მივმართავ საქართველოს მოქალაქეებს, ხელი მოვაწეროთ პეტიციას, რომელიც ითხოვს ნატოს მხრიდან უკრაინის საჰაერო სივრცის ჩაკეტვას და უკრაინის ტერიტორიაზე ნატოს მშვიდობის მყოფელების განლაგებას” – გიორგი ვაშაძე

უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე იქმნება პეტიცია, რომელიც ითხოვს ნატოს მხრიდან უკრაინის საჰაერო სივრცის ჩაკეტვას. აღნიშნულთან დაკავშირებით კიევში მყოფი “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე საგანგებო მიმართვას ავრცელებს. ვაშაძე სააართველოს მოქალაქეებს პეტიციაზე ხელმოწერისკენ მოუწოდებს

მივმართავ საქართველოს მოქალაქეებს, ხელი მოვაწეროთ პეტიციას, რომელიც ითხოვს ნატოს მხრიდან უკრაინის საჰაერო სივრცის ჩაკეტვას და უკრაინის ტერიტორიაზე ნატოს მშვიდობის მყოფელების განლაგებას. ეს ნიშნავს, რომ პუტინის ვერც ერთი სამხედრო ხომალდი ვეღარ დაარღვევს უკრაინის საჰაერო სივრცეს, რომელიც დაცული იქნება ნატოს საჰაერო ძალების მიერ.

მსგავსი მხარდაჭერა არის მნიშვნელოვანი ერთ-ერთი ბერკეტი, რითაც ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ უკრაინას გაიმარჯვოს რუსულ ტოტალიტარიზმზე. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ და გთხოვთ, შეუერთდით პეტიციას ჩვენი მეგობარი ქვეყნის, ჩვენი უკრაინელი დებისა და ძმების მხარდასაჭერად” – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

გადასვლა პეტიციაზე – NATO-ს მხრიდან უკრაინის საჰაერო სივრცის ჩაკეტვა

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“აუ, რა ენერგია დახარჯეს ქოცებმა ამერიკის და დიფ სთეიტის ლანძღვაში” – ელისო კილაძე

მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის მიერ მზადყოფნაზე მინიშნებას, აშშ-სთან ურთიერთობის...

“შევქმნათ ერთიანი ფრონტი, რომლის შექმნის პირობებშიც ძალიან მყისიერად შეიცვლება რეჟიმი” – თინა ბოკუჩავა

“ეს ყველაფერი უნდა იყოს ბიძგი დემოკრატიული სპექტრისთვის, რომ ვკონსოლიდირდეთ,...

“ის გაიმარჯვებს, ვისაც უფრო მეტი გადაწყვეტილების უნარი გააჩნია…” – ბეჟან ჯავახია

ისტორიკოსი, ბეჟან ჯავახია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც რიტორიკული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“უეჭველად წაგებულ არჩევნებში შესვლით ერთადერთი რასაც ვინმეს გამოგლიჯავთ, მხოლოდ საკუთარ თავს იმ დარჩენილ, შერყეულ...

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია ცალკეული პარტიების მხრიდან თვითმმართველობის...

“ამ ქოცებში, თუნდაც მის “განათლებულ” ნაწილში, ნუთუ ერთი ღირსეული, თუ არა ადეკვატური არსება არ...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია ოპოზიციონერი ლიდერების დაპატიმრების...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“მდიდარი ადამიანები განსაკუთრებით საშიშები არიან ხელისუფლებაში” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო სხდომაზე კლინიკა ,,ვივამედიდან"...