spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ომის ხაზი არ გადის მხოლოდ საბრძოლო ველზე, ომის...

“ომის ხაზი არ გადის მხოლოდ საბრძოლო ველზე, ომის ხაზი გადის საინფორმაციო ველზე, დეზინფორმაციასთან ბრძოლაში!” – სერგო ჩიხლაძე

,,სტრატეგია აღმაშენებლის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი სერგო ჩიხლაძე პარტიის ინიციატივას აჟღერებს დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ იქმნება ტექნიკური ჯგუფი, რომელიც გამოავლენს სოციალურ სივრცეში რუსული დეზინფორმაციის გამავრცელებელ წყაროებს. ასევე, ოპოზიციონერი ლიდერი საქართველოს მოსახლეობას მოუწოდებს, რომ შეუერთდნენ პეტიციას, რომელიც ითხოვს ნატოს მხრიდან უკრაინის საჰაერო სივრცის ჩაკეტვას და უკრაინის ტერიტორიაზე ნატოს მშვიდობის მყოფელების განლაგებას:

,,პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ჩვენი გუნდი ,,სტრატეგია აღმაშენებელი“ და თვითონ გიორგი ვაშაძე, რომელიც ფრონტის ხაზზე იმყოფება კიევში, – ყოველწუთიერ კონტაქტზე ვართ ჩვენს უკრაინელ დებთან და ძმებთან.

ბოლო ინფორმაციით, ყველა დიდი ქალაქი კონტროლდება უკრაინული მხარის მიერ. რუსეთმა ვერ მიაღწია წარმატებას ვერცერთი მიმართულებით. ერთადერთი დიდი საფრთხე რჩება საჰაერო სივრცე, საჰაერო დარტყმები. ამასთან დაკავშირებით სულ რაღაც 15-16 საათის წინ შეიქმნა დიდი პეტიცია/მოთხოვნა, რომელიც ითვალისწინებს NATO-ს მხრიდან უკრაინის საჰაერო სივრცის ჩაკეტვას, რაც ნიშნავს უსაფრთხოებას, ასევე NATO-ს მშვიდობისმყოფელების განლაგებას უკრაინის ტერიტორიაზე.

სულ რაღაც 15-16 საათში 300 ათასზე მეტი ხელმოწერა შეგროვდა. აქაც ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენს თანამემამულეებს, ქართველებს, საქართველოს მოქალაქეებს – ვიაქტიუროთ, ვიყოჩაღოთ და რაც შეიძლება მეტი ხელმოწერა გავაკეთოთ ამ პეტიციაზე! ჩვენ გავავრცელებთ ამ პეტიციებს სხვადასხვა ჯგუფებში, ჩვენს გვერდებზე და კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, რომ ვიაქტიუროთ!

ჩვენ ვხედავთ, როგორ რეაგირებენ პოზიტიურად და როგორ უხარიათ ჩვენს უკრაინელ დებს და ძმებს ნებისმიერი ჩვენი განცხადება, აქტივობები, შეკრებები, მიტინგები. ომში მყოფმა ხალხმა, მათ შორის სამხედროებმა, მთავრობის წევრებმა, რიგითმა მოქალაქეებმა – ჩვენ ვნახეთ გუშინ/გუშინწინ, როგორ სიხარულით აზიარებდნენ ჩვენს მხარდაჭერას, ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერას, მიუხედავად მთავრობის და სახელისუფლებო ძალების პოზიციისა. ამიტომ აქაც მხარში დავუდგეთ და გავამხნევოთ ჩვენი უკრაინელი დები და ძმები!

მეორე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია: სამწუხაროდ, ბოლო დღეებში ჩვენ თვალს ვადევნებთ, რომ სოციალურ სივრცეში ხდება ბევრი გვერდის და ადამიანის გააქტიურება, რომლებიც ფაქტიურად ლუსტრირებული არიან უკვე, როგორც რუსეთის აგენტები. ისინი ავრცელებენ პრორუსულ, პროკრემლისტურ ინფორმაციას და ჩაბმული არიან რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში.

აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და ჩვენმა გუნდმა უკვე შევქმენით ტექნიკური ჯგუფი, რომელიც ყველა ასეთ გვერდს, პიროვნებას – მათ პოსტებს გამოავლენს და მოხდება შესაბამისი რეაგირება: ,,დარეპორტება“, პასუხისგაცემა კომენტარებით და ა.შ. ერთ ასეთ დეზინფორმაციაზე ასი სწორი ინფორმაცია უნდა გავავრცელოთ იმისთვის, რომ მათ არ დავუტოვოთ არანაირი მორალური, იდეოლოგიური შანსი, რომ მეორედ ეს გააკეთონ.

ესეც იქნება ძალიან მნიშნელოვანი – ჩვენი პატარა წვლილი ამ საქმეში. იმიტომ, რომ ომის ხაზი არ გადის მხოლოდ საბრძოლო ველზე! ომის ხაზი გადის საინფორმაციო ველზე, დეზინფორმაციასთან ბრძოლაში და ასევე, ჩვენი უკრაინელი დების და ძმების გამხნევებაში“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

პეტიცია: NATO-ს მხრიდან უკრაინის საჰაერო სივრცის ჩაკეტვა

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ბატონი პაატა ბურჭულაძე – გენიალური ადამიანი, კეთილშობილი სული, ლეგენდარული არტისტი, უდიდესი პიროვნება…” – ანიტა...

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მსოფლიო ბანის, პაატა ბურჭულაძისთვის 7-წლიანი...

“დავუბარე, რომ ეს მსუბუქად რომ ვთქვა – სირცხვილია და ალბათ მათთვის უფრო მძიმედ –...

თბილისში დაფიქსირებულ ერთ კონკრეტულ ფაქტს უკმაყოფილო შეფასებებით ეხმაურება ქართველი...

“კომისიამ აღიარა მიტროპოლიტ იობის მიერ მიღებული განათლება და მიანიჭა მას თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი”...

მიტროპოლიტ იობისთვის თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მინიჭების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით...

“ნომინალური დემოკრატიის შექმნა და დასავლური ორიენტირი პრაქტიკულად ხელახლაა დასაწყები” – არჩილ გამზარდია

სომხეთში გამართულ ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის (EPC) მე-8 სამიტზე მთავრობის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კიევში აღლუმის ჩატარებას აპირებდა და ახლა უკრაინის ნებართვის გარეშე მოსკოვში უჭირს პარადის მიღება” –...

მოსკოვში 9 მაისის ღონისძიების ჩატარების თემას, ირონიული მინიშნებებით ეხმაურება...

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

“გამძლეობის ტესტი ჩაბარებულია, ახლა სიმრავლეშია ჩვენი გამარჯვება!” – ნიკა გვარამია

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“სასწრაფოდ უნდა დაბრუნდეს ბიძინა ივანიშვილი” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...