შაბათი, ივნისი 28, 2025
18.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიომი და კონფლიქტები"ჩვენი ერთიანობა უნდა ვაჩვენოთ აბსოლუტურად ყველას" - გიორგი...

“ჩვენი ერთიანობა უნდა ვაჩვენოთ აბსოლუტურად ყველას” – გიორგი ვაშაძე

,,სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე უკრაინიდან მორიგი “Live”-ჩართვისას შეფასებებს აკეთებს მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ოპოზიციონერი ლიდერი მიესალმება თბილისში გამართულ უკრაინის მხარდამჭერ აქციებს და აღნიშნავს, რომ ერთიანობის დემონსტრირება მნიშვნელოვანია:

,,გუშინდელი დღე ძალიან მნიშნელოვანი იყო. თქვენც ხედავთ, რომ ძალიან დიდი დანაკარგი აქვს რუსულ ჯარებს. უკრაინაში არის მაქსიმალური მობილიზება. რაც ყველაზე მნიშნელოვანია, უკრაინაში არის ძალიან მაგარი საბრძოლო განწყობა, მოხალისეთა რიგებია სამხედრო კომისარიატთან.

ყველამ იცის, რომ ძალიან ბევრი ადამიანი შეიკრიბა საქართველოში და მაგრები ხართ, დიდი მადლობა. ჩვენი ერთიანობა უნდა ვაჩვენოთ აბსოლუტურად ყველას.

აუცილებლად გავიმარჯვებთ! გუშინ ისეთი მაგარი დღე იყო და ისეთ კარგ შედეგებზე გავიდა უკრაინული ჯარი – დესანტი გაანადგურეს, ძალიან დიდი დანაკარგი აქვს რუსულ ჯარს.

ახლა ამბობენ, რომ ყველა ძალებს ისვრიან კიევისკენ იმისთვის, რომ როგორმე ზელენსკი ჩაიგდონ ტყვედ, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში არ მგონია, რომ გამოუვიდეთ!“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“შევქმნათ ერთიანი ფრონტი, რომლის შექმნის პირობებშიც ძალიან მყისიერად შეიცვლება რეჟიმი” – თინა ბოკუჩავა

“ეს ყველაფერი უნდა იყოს ბიძგი დემოკრატიული სპექტრისთვის, რომ ვკონსოლიდირდეთ,...

“ადამიანთა გარკვეული ჯგუფი ჯიუტად ებრძვის ქართულ სახელმწიფოებრიობას, არსებულ ხელისუფლებას, რადგან ვერ შეძლო თავისი აგენტურის...

„ადამიანთა გარკვეული ჯგუფი ჯიუტად ებრძვის ქართულ სახელმწიფოებრიობას, არსებულ ხელისუფლებას,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“უეჭველად წაგებულ არჩევნებში შესვლით ერთადერთი რასაც ვინმეს გამოგლიჯავთ, მხოლოდ საკუთარ თავს იმ დარჩენილ, შერყეულ...

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია ცალკეული პარტიების მხრიდან თვითმმართველობის...

“ამ ქოცებში, თუნდაც მის “განათლებულ” ნაწილში, ნუთუ ერთი ღირსეული, თუ არა ადეკვატური არსება არ...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია ოპოზიციონერი ლიდერების დაპატიმრების...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“მდიდარი ადამიანები განსაკუთრებით საშიშები არიან ხელისუფლებაში” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო სხდომაზე კლინიკა ,,ვივამედიდან"...