spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ჭარბი ემოციები და ირაციონალიზმი სახელმწიფოებრიობისათვის ზუსტად ისეთივე საფრთხეა,...

“ჭარბი ემოციები და ირაციონალიზმი სახელმწიფოებრიობისათვის ზუსტად ისეთივე საფრთხეა, როგორც სამშობლოს მტრობა და ღალატი” – ირაკლი კობახიძე

ქვეყნის დამოუკიდებლობის 30-წლიან ისტორიას მიმოიხილავს და მწვავე შეფასებებს აკეთებს კონკრეტულ ფაქტებთან მიმართებაში, სოლიალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის მეშვეობით, პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე:

25 თებერვალი, საბჭოთა ოკუპაციის დღე – დღე, რომელიც ბევრ რამეს შეგვახსენებს და რომელმაც ბევრ რამეზე უნდა დაგვაფიქროს.

პირველ რიგში, ეს დღე შეგვახსენებს ქვეყნის თავისუფლებისა და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მნიშვნელობას. ეს დღე შეგვახსენებს, რომ ჩვენი ყოველი რაციონალური ძალისხმევა ამ სიკეთის დაცვისა და შენარჩუნებისკენ უნდა იყოს მიმართული. ამასთან, ძალისხმევა უნდა იყოს რაციონალური, რადგან გასული 30 წლის ისტორიამ გვასწავლა, რომ ჭარბი ემოციები და ირაციონალიზმი სახელმწიფოებრიობისათვის ზუსტად ისეთივე საფრთხეა, როგორც სამშობლოს მტრობა და ღალატი.

ეს დღე შეგვახსენებს, რომ ჩვენს ქვეყანას ჰყავდა სასახელო გმირები, რომლებიც მოღვაწეობდნენ, შრომობდნენ, იბრძოდნენ, სიცოცხლეს სწირავდნენ სამშობლოსთვის, სწორედ ასეთმა ადამიანებმა შეგვინარჩუნეს ეროვნული ღირსება, თავისუფლება და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა.

ეს დღე ასევე შეგვახსენებს, რომ ჩვენს ქვეყანას ჰყავდა მოღალატეებიც, რომლებიც 1921 წელს შემოუძღვნენ საბჭოთა არმიას საქართველოში. სამწუხაროა, რომ ასეთი მოღალატეები დღესაც მრავლად გვახვევია თავს. ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც 2006 წელს ცხინვალის რეგიონში ჩაატარეს ალტერნატიული არაფორმალური არჩევნები, 2007 წელს აღადგინეს 1990 წელს გაუქმებული სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საზღვრები, კოდორის ხეობას უწოდეს ზემო აფხაზეთი, დააანონსეს ცხინვალის რეგიონში სამხედრო გზით კონსტიტუციური წესრიგის დამყარება, ყველა ამ ნაბიჯით რუსეთს შეუმზადეს ნიადაგი ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის სრული ოკუპაციისთვის, რის შემდეგაც, ევროსაბჭოს რეზოლუციის მხარდაჭერით, საკუთარი ქვეყანა და სამხედრო ძალები ომის დაწყებასა და კასეტური იარაღით დაბომბვაში დაადანაშაულეს.

იგივე ადამიანები დღეს ყველაფერს აკეთებენ, რომ საქართველოში 2008 წლის მოვლენები განმეორდეს. სწორედ ამისთვის ითხოვენ ისინი სამხედრო მოქმედებებში საქართველოს ჩართვას. სწორედ ამისთვის ითხოვენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღებას, როცა თავადვე იციან, რომ ამ სანქციების თუნდაც ეკონომიკური შედეგები რუსეთისთვის პრაქტიკულად ნულოვანი იქნება, საქართველოსთვის და ჩვენი მოსახლეობისთვის კი – ძალიან მძიმე. სწორედ ამიტომ გვთავაზობენ ყოველდღიურად ახალ პროვოკაციებს, რომელთა ნამდვილი მიზანი არა ჩვენი ქვეყნის პოზიციების გამაგრება ან უკრაინის დახმარება, არამედ საკუთარი ქვეყნისა და ხალხისთვის ზიანის მოტანაა.

მათ უნდა იკმარონ ის ზიანი, რომელიც ქვეყანას მოუტანეს. ჩვენი პასუხისმგებლობაა ვაწარმოოთ რაციონალური პოლიტიკა და მივიღოთ რაციონალური გადაწყვეტილებები ჩვენი ქვეყნისა და ხალხის სასიკეთოდ.

ირაციონალიზმმა და ჭარბმა თუ ყალბმა ემოციებმა, რომლითაც დატვირთული იყო ჩვენი ისტორია დამოუკიდებლობის აღდგენიდან პირველი ოცი წლის მანძილზე, საქართველოს მოუტანა ოთხი ომი, რამაც, თავის მხრივ, მემკვიდრეობით დაგვიტოვა ოკუპირებული ტერიტორიები, სუსტი ეკონომიკა, მოსახლეობის გადინება, სიღარიბე და უამრავი სხვა პრობლემა. ჩვენი დროის ორჯონიკიძეებს ვერ მივცემთ ქვეყნის მძიმე წარსულში, ჩაკეტილ წრეზე დაბრუნების შესაძლებლობას.

ამ მძიმე წუთებში, კიდევ ერთხელ სოლიდარობას ვუცხადებ ჩვენს მეგობარ უკრაინელ ხალხს.

ვიბრძოლებთ, ვიშრომებთ საქართველოს თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის, ტერიტორიული მთლიანობისთვის, ხალხის კეთილდღეობისთვის, საქართველოში 1921, 1991-93 და 2008 წლების არგანმეორებისთვის.

საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვა და შენარჩუნება არის ჩვენი პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, საქართველოსთვის თავდადებული ჩვენი გმირების წინაშე“, – აცხადებს ირაკლი კობახიძე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

გიორგი კეკელიძე: “ჩვენზე დიდსულოვანი მასპინძელი არავინაა, ჩვენზე სტუმართმოყვარე ერი”

ქართველი პოეტის, პროზაიკოსის, წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის, ბიბლუსის შემოქმედებითი...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“ივანიშვილმა ჯერ დახურა ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ბათუმში, რომელსაც AI-ს სფეროში ქართველები უნდა მოემზადებინა და...

ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებზე ამახვილებს ყურადღებას საქართველოს მე-3...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რა სირცხვილია იყო ისეთი სასოწარკვეთილი, რომ არანორმატიული ლექსიკის გამო ადამიანებს ციხეში უშვებდე” – არჩილ...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ჟურნალისტ ვახო სანაიასთვის...

“ზოგ ხსენებულ ადამიანს ვერანაირი იუმორი ვერ შეულახავს რეპუტაციას, ზოგიერთი პოლიტიკოსის რეპუტაცია კი ისეთია, იმის...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია იუმორისტზე თავდასხმის ფაქტს...

“ჩემი ტყვეობის მეხუთე წლისთავისთვის საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა” – მიხეილ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ირონიული შეფასება-მინიშნებები: "ჩემი ტყვეობის მეხუთე...

“ამ ზონდერ ხურცილავას ისეთი პიარი აუგორეს, ღირსების ორდენი რომ მიანიჭონ, არ გამიკვირდება” – დავით...

მწერალ ნოდარ დუმბაძის აუგად მოხსენიების მოტივით, სამოქალაქო აქტივისტსა და...