spot_img
მთავარიომი და კონფლიქტები"ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ არის ომი...

“ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ არის ომი მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ, ეს ეხება საქართველოს და მთელ ცივილიზებულ სამყაროს” – გიორგი ვაშაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე უკრაინელი ხალხისთვის სოლიდარობისა და მხარდაჭერის გამოხატვის მიზნით კიევში იმყოფება. ოპოზიციონერმა ლიდერმა “Live”-ჩართვისას მწვავე შეფასებები მისცა რუსეთის აგრესიას სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ:

,,ვიმყოფები კიევში. სიტუაცია საკმაოდ მძიმეა. სამწუხაროდ რუსეთმა გადაწყვიტა ფართომასშტაბიანი აგრესიული ომის წამოწყება უკრაინის წინააღმდეგ. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ არის ომი მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ, ეს ეხება საქართველოს და მთელ ცივილიზებულ სამყაროს. ფაქტობრივად უნდათ რომ დაარღვიონ ყველა ის უსაფრთხოების სტანდარტის სისტემა.

უკრაინული ჯარი მაქსიმუმს აკეთებს იმისთვის, რომ დაიცვას თავისი ქვეყნის სუვერენიტეტი. ჩვენი ინფორმაციით, დონბასის მიმართულებით საკმაოდ დიდი წინააღმდეგობა დახვდა რუსეთს, მაგრამ ბელორუსის მხრიდან უფრო აქტიურად მოიწევს რუსული ჯარი. აბსოლუტური მობილიზაციაა გამოცხადებული უკრაინაში. იმედი მაქვს, რომ ჩვენი საერთო ძალისხმევით სწრაფად შეჩერდება ეს აგრესია, ეს ომი.

საგანგებო სესიის გამართვის თაობაზე გავიგე და გულწრფელად მოვუწოდებ ჩემს კოლეგებს პარლამენტში, რომ აუცილებელია საქართველომ ერთიანობა ვაჩვენოთ, მშვიდობისკენ მოვუწოდოთ აბსოლუტურად ყველას.

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი დასავლელი მეგობრებიც ძალიან სწრაფად აამოქმედებენ ბევრ მექანიზმს.

დღეს ერთხელ და სამუდამოდ დაინახა მსოფლიომ, რომ ასეთი რუსეთი ეს არის მთავარი საფრთხე მსოფლიოსი. მასთან საუბარი, როგორც ჩანს, შეუძლებელია. ისინი ყველა შეთანხმებას თავისებურად განმარტავენ.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიყოთ ერთიანები. მოვუწოდოთ მშვიდობისკენ. ნებისმიერი ადამიანის სიცოცხლე არის ძალიან ძვირფასი.

მე იმედი მაქვს, რომ ეს სიგიჟე, რა სიგიჟეშიც ახლა ვიმყოფებით ვერავის წარმოგვედგინა ასეთი რამ, რაც შეიძლება სწრაფად შეწყდება და დამთავრდება.

მე იმედი მაქვს, რომ უკრაინა ძალიან მალე დაიბრუნებს კონტროლს მთელს ტერიტორიაზე. ძალიან მალე ამოქმედდება ყველა ის მექანიზმი, რომელიც დაიცავს მშვიდობისთვის და თავისუფალი მისთვის მებრძოლ ყველა ადამიანს, გმირს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“როდესაც ნავთობიმპორტიორები კარტელური გარიგების პირობებში მოქმედებენ, ბაზრის რეალური მდგომარეობა მათთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია” – რომან...

საქართველოში საწვავზე არსებულ ფასებთან დაკავშირებით შეფასება-განმარტებებს და მძიმე მინიშნებებს...

“მე უარს ვამბობ მსხვერპლად ყოფნაზე და მინდა მოგიწოდოთ, რამდენადაც ძნელი არ უნდა იყოს, თქვენც...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა სასამართლო სხდომაზე,...

“ნაციონალურ მოძრაობას” პოლიტიკურ პარტიასაც ვერ ვუწოდებ – კარგად ვიცით, რომ ყველაფერს წყვეტს ერთი ადამიანი”...

„ნაციონალურ მოძრაობას“ რა მდგომარეობა ექნება შიგნით, ვინ რა განცხადებას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“2 კვირაა ციხეშია 72 წლის პროფესორი გიორგი ჩახუნაშვილი, უამრავი ბავშვის გადამრჩენი ცნობილი პედიატრი და...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“დადიხარ დაბოღმილი და იმაზე ნერვიულობ, ესენი კიდევ როგორ ახერხებენ, ასეთი ლაღები იყვნენო” – ანა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი ანა კობახიძე, მძიმე შეფასებებით და...

“მე არ ვჩუმდები და ვიყენებ ყველა ხელმისაწვდომ ტრიბუნას მსოფლიოშიც და საქართველოშიც, კიდევ კარგი, რომ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კონკრეტული ფაქტების გასაჯაროვებას აანონსებს...