პარასკევი, ივნისი 27, 2025
22.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიომი და კონფლიქტები"პანიკის გარეშე, ჩვენ ძლიერები ვართ, ყველაფრისთვის მზად ვართ...

“პანიკის გარეშე, ჩვენ ძლიერები ვართ, ყველაფრისთვის მზად ვართ და ყველას დავამარცხებთ, ჩვენ უკრაინა ვართ!” – ვოლოდიმირ ზელენსკი

დღეს დილით, გამთენიისას რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და დაიწყო ფართომასშტაბიანი ომი. თავდასხმა ხორციელდება სხვადასხვა ტიპის შეიარაღების გამოყენებით, ისმის აფეთქებების ხმა. ქვეყნის მასშტაბით საომარი მდგომარეობა გამოცხადდა.

რუსეთის უკრაინაში შეჭრისთანავე ვიდეომიმართვა გაავრცელა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და მოქალაქეებს სახლში დარჩენისა და სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა:

რუსეთის პრეზიდენტმა, პუტინმა დონბასში სპეციალური სამხედრო ოპერაციის ჩატარების შესახებ გამოაცხადა. რუსეთი თავს დაესხა ჩვენს ინფრასტრუქტურას, მესაზღვრეებს. ქვეყნის ბევრ ქალაქში ისმის აფეთქების ხმა.

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობას ვაცხადებ.

დღეს თქვენგან, თითოეული თქვენგანისგან გვჭირდება სიმშვიდე. შეძლებისდაგვარად, დარჩით სახლში. ჩვენ ვმუშაობთ, არმია მუშაობს, მთელი უსაფრთხოების და თავდაცვის სექტორი მუშაობს. თქვენთან მუდმივად კავშირზე ვიქნებით – მე, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭო, მინისტრთა კაბინეტი.

პანიკის გარეშე, ჩვენ ძლიერები ვართ, ყველაფრისთვის მზად ვართ და ყველას დავამარცხებთ, ჩვენ უკრაინა ვართ!

დიდება უკრაინას!” — განაცადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მიზანმიმართულად ცირკს აწყობენ სასამართლო დარბაზებში, შესაბამისად, გვინდა, მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, როგორიც ევროპასა და აშშ-შია”...

თბილისის მერის განცხადებით, დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც მედიისთვის დაუშვებელს...

“გავაგრძელებთ მუშაობას სამი წევრის ფორმატში პირების გამოკითხვასთან დაკავშირებით” – თეა წულუკიანი

საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა ერთგვარი შემაჯამებელი განმარტებები გააკეთა...

პაატა მანჯგალაძე “ქართულ ოცნებას”: “ლუკაშენკომაც კი იგრძნო საით უბერავს ქარი და უკვე ათავისუფლებს ოპოზიციის...

მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე, საქართველოში შემნილ რეალობასთან დაკავშირებით,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ვაიმე ქოცო, ვაიმე. რაღაც იმნაირს გამოგიქანებთ და გთხლიშავთ ტრამპი, ბაიდენი და დიფსთეითი მოგენატრებათ😅” –...

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში გაკეთებულ...

ნანუკა ჟორჟოლიანი: “თათიას ერთი არ დაუწუწუნია…”

,,ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი,...

“მე რომ დღეს მერი ვარ, მთელი ცხოვრება მერი უნდა ვიყო?” – კახა კალაძე

თბილისის მერი, კახა კალაძე ეხმიანება გენერალური პროკურორის გენერალურ აუდიტორად...

“ეს ბრძოლაა ხალხსა და რეჟიმს შორის და აქ მარცხდება ივანიშვილი!” – გიორგი ვაშაძე

"ქართული ოცნება" ტელეკომპანიებს კომუნიკაციების კომისიაში უჩივის. აღნიშნულთან დაკავშირებით მწვავე...