16 ივლისს მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სოციალურად დაუცველ პირებთან ერთად, ყველა ჯგუფს, პენსიონერებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს და სხვა ჯგუფებს 35 დასახელების მედიკამენტების შეძენა 1 ლარად შეეძლებათ. აღნიშნულთან დაკავშირებით დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და და სოციალური დაცვის სამინისტრო განმარტებებს აკეთებს და აკონკრეტებს შეღავათების პირობებს:
- რა არის ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამა?
- პროგრამის მიზანია ზოგიერთი ქრონიკული დაავადების მქონე პირთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით.
- ვინ არის ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის მოსარგებლე?
- პირი, რომელიც დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და რომლის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000;
- მოქალაქე, რომელსაც შეუსრულდა საპენსიო ასაკი;
- • შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი (შშმ ბავშვები, მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები).
- • პარკინსონით დაავადებული საქართველოს მოქალაქეები;
- • ეპილეფსიით დაავედებული საქართველოს მოქალაქეები.
პროგრამა ვრცელდება შემდეგ დაავადებებზე:
-
- • გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებები;
- • ფილტვის ქრონიკული დაავადებები;
- • დიაბეტი (ტიპი II);
- • ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებები.
- • ეპილეფსია;
- •პარკინსონის დაავადება.
- როგორ ფინანსდება პრეპარატები?
- – სოციალურად დაუცველი პირები (100 000 ქულაზე ნაკლები), საპენსიო ასაკის მოქალაქეები (ქალი – 60 წლიდან, მამაკაცი – 65 წლიდან) და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები, აგრეთვე მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები მედიკამენტებს იღებენ სიმბოლურ ფასად – 1 ლარად.- პარკინსონით დაავადებული საქართველოს მოქალაქეები და ეპილეფსიით დაავადებული საქართველოს მოქალაქეები მედიკამენტების შეძენისას სარგებლობენ მინიმუმ 75%-იანი ფასდაკლებით.
- როგორ უნდა მიიღოს მოსარგებლემ მედიკამენტი აღნიშნული პროგრამის ფარგლებში?
- • მოსარგებლემ უნდა მიმართოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ერთეულს და გაიაროს რეგისტრაცია ერთჯერადად;• ბენეფიციარმა ან მისმა ნდობით აღჭურვილმა პირმა რეგისტრაციისთვის, თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N IV-100/ა). ნდობით აღჭურვილი პირი დამატებით უნდა ფლობდეს საკუთარ პირადობის დამადასტურებელ მოწმობას. ყველა წარმოდგენილი დოკუმენტი უნდა იყოს ორიგინალი;
• ფორმა N IV-100/ა-ში მითითებული უნდა იყოს ქრონიკული დაავადების დადასტურებული დიაგნოზი, შესაბამისი ICD-10 კოდის მითითებით, მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტ(ებ)ის სახეობა და დღიური დოზა (დღიური დოზის მითითება სავალდებულოა, წინააღმდეგ შემთხვევაში სააგენტო ვერ დაარეგისტრირებს ბენეფიციარს);
• რეგისტრაციის შემდეგ, მედიკამენტის მისაღებად, პირი მიმართავს აფთიაქს, სადაც პირადობის დამადასტურებელი მოწმობის და ექიმის (ოჯახის ექიმი, სოფლის ექიმი, ექიმი – სპეციალისტი) მიერ გამოწერილი რეცეპტის საფუძველზე, მიიღებს კუთვნილ მედიკამენტ(ებ)ს;
• მომხმარებელს შეუძლია ერთ ჯერზე მიიღოს მხოლოდ 3 (სამი) თვის სამყოფი მედიკამენტი;
• დიაგნოზის და/ან მედიკამენტის და/ან დოზის ცვლილების შემთხვევაში, მოსარგებლემ სააგენტოში უნდა წარმოადგინოს განახლებული ფორმა N IV-100/ა, რომლის საფუძველზეც განახლდება რეგისტრაცია.
დამატებითი ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ:
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე (1505) ან/და სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებში.