spot_img
მთავარიგარემოს დაცვა და ეკოლოგია"გზის პირზე ნაპოვნი დათვის ბელები ცხვარიჭამიაში არსებულ დათვების...

“გზის პირზე ნაპოვნი დათვის ბელები ცხვარიჭამიაში არსებულ დათვების თავშესაფარს გადასცეს” – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მოქალაქის მიერ შუახევის მუნიციპალიტეტში, გზის პირზე ნაპოვნი დათვის ბელები ცხვარიჭამიაში არსებულ დათვების თავშესაფარს გადასცეს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა რეაგირება სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსული ინფორმაციის საფუძველზე მოახდინეს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, არ წამოიყვანონ ველურ ბუნებაში ნაპოვნი ცხოველები. ადამიანებთან შეჩვევის შემდეგ, მათი უკან, ველურ ბუნებაში დაბრუნება რთული პროცესია, რადგან ტყვეობაში მყოფ ცხოველს ეკარგება საკვების მოპოვების და თვითგადარჩენის ინსტიქტი.

მიტოვებული, დროებით მიტოვებული და უკანონო ნადირობის შედეგად მშობლების გარეშე დარჩენილი გარეული ცხოველების ნაშიერების ტყიდან გამოყვანით, ეს ცხოველები, ძირითადად, სასიკვდილოდ, ან სამუდამო ტყვეობისთვისაა განწირული. ამასთანავე, გარეული ცხოველები ადამიანებთან ერთად ცხოვრების დროს მუდმივად წარმოადგენენ საფრთხეს, ისინი პოტენციური თავდამსხმელები არიან; მათი ადგილი ველურ ბუნებაშია.

მოქმედი კანონმდებლობით, გარეული ცხოველის უკანონოდ დატყვევება და უკანონოდ მოპოვებული გარეული ცხოველის ყიდვა-გაყიდვა დაუშვებელია. მსგავსი ქმედება, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 85-ე პრიმა 4 მუხლის შესაბამისად, 1000 ლარის ოდენობის ჯარიმით ისჯება. გარდა ამისა, პირს უკანონოდ მოპოვებული გარეული ცხოველი ჩამოერთმევა და ის, შემდგომში, სასამართლოს დადგენილების მიხედვით, საკუთრებაში სახელმწიფოს გადაეცემა.

კერძო საკუთრებაში გარეული ცხოველის ყოლა დაშვებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მფლობელმა ის მოიპოვა კანონიერი გზით, ან ქვეყანაში კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით შემოიყვანა. ასეთ შემთხვევაში, პირი ვალდებულია ჰქონდეს უცხო ქვეყანაში გარეული ცხოველის კანონიერად შეძენის/ფლობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი, საბაჟო დეკლარაციები, ვეტერინარული მოწმობა, სიტესის კონვენციით დაცული ცხოველის შეძენის შემთხვევაში – შესაბამისი სერტიფიკატი და ნებართვა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი გარეული ცხოველების/ფრინველების უკანონო ყიდვა-გაყიდვისა და დატყვევების ფაქტების გამოვლენის მიზნით კონტროლს ახორციელებს და თითოეულ სამართალდარღვევაზე შესაბამის რეაგირებას ახდენს.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“სიძულვილს რომ მინიტორინგი შველოდეს, ქვეყნად უკეთურება არ იქნებოდა” – ლელა ჯეჯელავა

შსს-ში შექმნილი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი სამმართველო საქმიანობის...

“გორში მომხდარ ძალადობაზე თავად “ოცნების” რეაქცია ამჟღავნებს მათი ძალაუფლების რეალურ ბუნებას – კრიმინალური, სისტემური,...

ელენე ხოშტარიას 4-პუნქტიანი განმარტებები გორში მომხდარ ძალადობასთან დაკავშირებით: "გორში მომხდარ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...