ხუთშაბათი, ივნისი 26, 2025
24.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"არჩევანი მარტივია - ან რუსეთის ჩექმის ქვეშ მოქცეული,...

“არჩევანი მარტივია – ან რუსეთის ჩექმის ქვეშ მოქცეული, დამონებული ქვეყანა ან თავისუფალი, განვითარებული, დასავლური უსაფრთხოების სისტემაში ინტეგრირებული საქართველო” – პარტია “სტრატეგია აღმაშენებელი”

რუსეთის აგრესიულ პოლიტიკასთან და ვლადიმერ პუტინის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით პარტია “სტრატეგია აღმაშენებელი” სპეციალურ განცხადებას ავრცელებს:

სამწუხაროა, რომ რუსეთის ფედერაცია ვერ ელევა თავის იმპერიულ ამბიციებს, ვერ ეგუება მის მეზობლად სუვერენული სახელმწიფოებისა და თავისუფალი ერების არსებობას, თავს ესხმის მათ, უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს, ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს ისევე, როგორც ამას აკეთებდა 2008 წლის აგრესიის დროს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში.

საჭიროა ეფექტური და სწრაფი რეაგირება დასავლელი პარტნიორების მხრიდან. ამასთან, ჩვენ არ უნდა ვიყოთ მხოლოდ დასავლეთის იმედად და აუცილებელია ეროვნული ერთიანობა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, რადგან მტერმა იცოდეს, რომ როგორც უკრაინაში, ისე საქართველოში, შესაბამის პასუხს გასცემენ და მოუწევს დიდი ფასის გადახდა!

არჩევანი მარტივია – ან რუსეთის ჩექმის ქვეშ მოქცეული, დამონებული ქვეყანა ან თავისუფალი, განვითარებული, დასავლური უსაფრთხოების სისტემაში ინტეგრირებული საქართველო.

უკრაინა და საქართველო არავის ესხმის თავს, რადგან ჩვენს ქვეყნებს ახლა ყველაზე მეტად სჭირდება მშვიდობა, თავისუფლება და განვითარება!“ – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“გაზრდილი ბიუჯეტის თანხები მიმართული იქნება ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და სოციალურ პროგრამებზე” – კახა კალაძე

თბილისის მერის დედაქალაქის გაზრდილი ბიუჯეტის თანხები ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და...

“საქართველოს და ქართველ ერს დაუდგა მის ისტორიაში ერთერთი ყველაზე რთული მომენტი” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სამოქალაქო პასუხისმგებლობის გრძნობის ცვლილებების აუცილებლობაზე აკეთებს...

“ბიძინამ შექმნა “ამოღების ბიურო” და აბსოლუტური უფლებამოსილება გადასცა ქუჩის კრიმინალებს” – ლევან ხაბეიშვილი

“ბიძინამ შექმნა "ამოღების ბიურო" და აბსოლუტური უფლებამოსილება გადასცა ქუჩის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

პაატა მანჯგალაძე: “ჩვენი ამოცანაა ერთობა, წინააღმდეგობა და ბრძოლა”

და კონკრეტულ მოთხოვნებს უყენებს ხელისუფლებას და ოპოზიციურ პარტიებს, საზოგადოებას...

“კი შენ დარჩები ისტორიაში ხვაშაქ ცოქალივით…” – გიგი უგულავა

მმართველი პარტიის დეპუტატების განცხადებებთან დაკავშირებით, ოპოზიცონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა...

“განსაკუთრებით ვამაყობ ჩემი ნიკუშათი, გარდა იმისა, რომ ბევრ რამეში გაჭრილი ვაშლივით მგავს, კიდევ უფრო...

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თინა ბოკუჩავას, პეტრე ცისკარიშვილის...