spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიაკაკი მინაშვილი: "მინისტრებს უნდა ჰქონდეთ კომერციული ატაშეების ფუნქცია"

აკაკი მინაშვილი: “მინისტრებს უნდა ჰქონდეთ კომერციული ატაშეების ფუნქცია”

დღეს საქართველოს მოქალაქეები კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ, რომ საქართველოს მთავრობას არ აქვს არანაირი ხედვა თუ როგორ უნდა გამოიყვანოს ქვეყანა ამ რთული ვითარებიდან. არადა გამოსავალი ძალიან მარტივია, უბრალოდ პოლიტიკური ნება არ არსებობს“, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ ფრაქციის წევრმა აკაკი მინაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

სიტყვით გამოსვლისას, დეპუტატმა, ეკონომიკის გაძლიერების მიმართულებით საკუთარ ხედვაზე ისაუბრა.

პირველი ეს არის სასამართლოს დამოუკიდებლობა და მიუკერძოებელი მართლმსაჯულება. ამ ქვეყანაში არავითარი ინვესტიციები არ შემოვა რადგან ბიზნესს არანაირი განვითარების პერსპექტივა არ აქვს. უნდა გავუშვათ კლანის ყველა წარმომადგენელი მოსამართლე და მოვიყვანოთ უცხოელი მოსამართლეები, ვინც განიხილავს ბიზნეს საქმეებს და კერძო საკუთრების უფლების დაცვის საკითხებს.

ასევე, მნიშვნელოვანია შევამციროთ ის ხარჯები, რომელიც სახელმწიფოს აქვს. ბიუჯეტში 350 მლნ-ზე მეტი პრემიებზე და დანამატებზე იხარჯება, მაშინ როდესაც პანდემიის პერიოდში ძალიან ბევრმა მოქალაქემ სამსახურები დაკარგა ან შემოსავალი შეუმცირდა კერძო სექტორში. ეს ძალიან მძიმე დარტყმაა ჩვენი ბიუჯეტისთვის“, – განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

მისი თქმით, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია შემცირდეს აქციზის გადასახადი, რაც საწვავის ფასის შემცირებასაც განაპირობებს.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა სიტყვით გამოსვლისას, გარე ვაჭრობასა და თვითდასაქმებულ მოვაჭრეებზეც გაამახვილა ყურადღება.

იქ სადაც ტურისტული ადგილები არ არის და შესაძლოა ეკონომიკურ ინტერესს ზიანი არ მიადგეს, უნდა მივცეთ საშუალება ადამიანებს (ვგულისხმობ გარე მოვაჭრეებს) თვითონ შექმნან დასაქმების ადგილები და მიიღონ შემოსავალი“, – განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

ოპოზიციონერ დეპუტატს მიაჩნია, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურებს, მინისტრებს ერთგვარად კომერციული ატაშეების ფუნქცია უნდა ჰქონდეთ.

მინისტრებს უნდა ჰქონდეთ კომერციული ატაშეების ფუნქცია. მათი ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება უნდა იყოს ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვა. მაგალითად, კულტურის მინისტრმა განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს კი არ უნდა შეუტიოს არამედ, მოიტანოს გარკვეული პროექტები, დაფინანსება კულტურისა და სპორტის სფეროში. განათლების მინისტრმა რაღაც ახალი უნდა შექმნას განათლებაში, ახალი ინვესტიცია უნდა შემოიტანოს ამ სფეროში“, – განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

მისი თქმით, უნდა გაუქმდეს ფინანსური პოლიცია და ფინანსურ დარღვევებზე უნდა მოხდეს დეკრიმინალიზაცია. „ეს არის აუცილებელი წინაპირობა იმისთვის, რომ კერძო სექტორს ჰქონდეს სუნთქვის საშუალება“, – განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“თბილისის სააპელაციო სასამართლომ საკუთარი გადაწყვეტილება ორ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში დაგვიმალა” – ტელე-რადიო კომპანია...

ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთი“ განცხადებას ავრცელებს თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან მიმართებით...

“ქალაქის მართვა ნიშნავს არა იმის მტკიცებას, რომ პრობლემა არ არსებობს, არამედ იმას, რომ ყოველწლიურად...

„წუხელ მოსული ნალექის რაოდენობამ ვარაზისხევში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე...

“1 თვეზე მეტი გავიდა, რაც ეს ადამიანი უკანონო პატიმრობაში იმყოფება” – პედიატრი ძმები, გიორგი...

"4 ოქომბრის საქმეზე" პატიმრობაში მყოფი აკადემიკოსი, გიორგი (გოგა) ჩახუნაშვილის...

“მადლობელი ვარ ჩემი და ჩემი ძმაკაცის ირაკლი ნადირაძისადმი გამოხატული ძმური სოლიდარობისთვის” – ლევან ხაბეიშვილი

საპატიმროდან “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის წერილი, ემოციური...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რა სირცხვილია იყო ისეთი სასოწარკვეთილი, რომ არანორმატიული ლექსიკის გამო ადამიანებს ციხეში უშვებდე” – არჩილ...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ჟურნალისტ ვახო სანაიასთვის...

“ზოგ ხსენებულ ადამიანს ვერანაირი იუმორი ვერ შეულახავს რეპუტაციას, ზოგიერთი პოლიტიკოსის რეპუტაცია კი ისეთია, იმის...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია იუმორისტზე თავდასხმის ფაქტს...

“ჩემი ტყვეობის მეხუთე წლისთავისთვის საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა” – მიხეილ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ირონიული შეფასება-მინიშნებები: "ჩემი ტყვეობის მეხუთე...

“თუ მართლა ებრძვი ოკუპაციას, წადი ოკუპაციის ადგილთან, იქ აფრიალე დროშები და იქ იბღავლე “არა...

თბილისში გამართულ მორიგ "შაბათის მარშს" მძიმე შეფასებებით ეხმაურება ანალიტიკოსი...