spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"აგვიხსნას კობახიძემ - რატომ აგრძელებდა "ქართული ოცნება" იგივე...

“აგვიხსნას კობახიძემ – რატომ აგრძელებდა “ქართული ოცნება” იგივე ხარჯებით, იგივე მექანიზმით პრეზიდენტ სააკაშვილზე დახარჯულს, რასაც მედავებიან მე და მიხეილ სააკაშვილს?!” – თემურ ჯანაშია

პარლამენტის ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას” წევრი თემურ ჯანაშია პოლიტიკურ შეფასებას აკეთებს ,, ქართული ოცნების” თავმჯდომარის , ირაკლი კობახიძის განცხადებაზე, კერძოდ როდესაც მასთან მიმართებაში აღნიშნა, რომ ,,პარლამენტში რეალურად არიან დამნაშავეები, რომელთა მიმართაც, სამწუხაროდ, ჯერ არ არის სასჯელი შეფარდებული“:

,,მე მინდა გითხრათ, რომ ამ 9 წლის განმავლობაში, რაც ჩემს მიმართ დევნას ახორციელებს ხელისუფლება – ასეთი სახის განცხადებები ბევრი მსმენია როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან.

ერთი მინდა ვთხოვო საქართველოს პრეზიდენტს, რომ აი ეს სპეკულაციები რომ დამთავრდეს ერთხელ და სამუდამოდ. მოხსნას პრეზიდენტ საიდუმლოების გრიფი სააკაშვილის მიერ 2013 წელს გამოცემულ განკარგულებებს, რომლებზეც ანზორ ჩუბინიძე, საბოლოოო ჯამში, აპირებდა საუბარს სასამართლოზე, მაგრამ რაღაც ზემოქმედების შემდეგ იგი აიძულეს, არ ელაპარაკა ამ თემაზე.

ვნახოთ რატომ იყო, ვთქვათ, 2013 წლის თებერვლამდე ეს დანაშაული და შემდეგ არ იყო?! ცხადია, არც მანამდე იყო ეს დანაშაული და არც მერე.

ამის მერე გველაპარაკოს კობახიძე და აგვიხსნას რატომ აგრძელებდა ,,ქართული ოცნები” ხელისუფლება იგივე ხარჯებით, იგივე მექანიზმით პრეზიდენტ სააკაშვილზე დახარჯულს, რასაც მედავებიან მე და მიხეილ სააკაშვილს?!“, – განაცხადა თემურ ჯანაშიამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“2 კვირაა ციხეშია 72 წლის პროფესორი გიორგი ჩახუნაშვილი, უამრავი ბავშვის გადამრჩენი ცნობილი პედიატრი და...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“ბაჩო ახალაია რეჟიმის ახალი მძევალია და მისი გათავისუფლება, სხვა რეჟიმის ტყვეობაში მყოფებთან ერთად, ჩემთვის...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“2 კვირაა ციხეშია 72 წლის პროფესორი გიორგი ჩახუნაშვილი, უამრავი ბავშვის გადამრჩენი ცნობილი პედიატრი და...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“დადიხარ დაბოღმილი და იმაზე ნერვიულობ, ესენი კიდევ როგორ ახერხებენ, ასეთი ლაღები იყვნენო” – ანა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი ანა კობახიძე, მძიმე შეფასებებით და...

“მე არ ვჩუმდები და ვიყენებ ყველა ხელმისაწვდომ ტრიბუნას მსოფლიოშიც და საქართველოშიც, კიდევ კარგი, რომ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კონკრეტული ფაქტების გასაჯაროვებას აანონსებს...