spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"არაადამიანურად და ამორალურად ექცევიან მიხეილ სააკაშვილს, რაც ნამდვილად...

“არაადამიანურად და ამორალურად ექცევიან მიხეილ სააკაშვილს, რაც ნამდვილად წარმოადგენს ამ ქვეყნის სირცხვილს” – დიმიტრი საძაგლიშვილი

ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი მოითხოვს საქართველოს მე-3 პრეზიდენტთან დაკავშირებული ყველა იმ ვიდეომასალის გასაჯაროვებას, რომლებიც გადაცემული იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის. ადვოკატი ამტკიცებს, რომ აღნიშნულ ვიდეომასალაში აშკარად ჩანს მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში არაადამიანური მოპყრობა:

,,მე რომ გითხრათ, ჩვენ ცხადია, მოყოლით ეს ისტორია ვიცოდით და გვქონდა მოლოდინი, რომ იქნებოდა მძიმე, მაგრამ არ ველოდი თუ ასე მძიმე სანახავი იქნებოდა. ამ სიტუაციას და ძალადობას ამძიმებს თავად ამორალური ხასიათი ამ ძალადობის, როდესაც აშკარად იკვეთება, რომ სისტემა განზრახ ძალადობს საქართველოს მესამე პრეზიდენტზე და ამას აკეთებს პაციენტის საწოლში ვითომდა სამკურნალოდ გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ.

სინამდვილეში ფაქტია, რომ საქართველოს ხელისუფლების მიზანი არასოდეს არ ყოფილა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დაცვა. პირიქით, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სააკაშვილის პრობლემებზე, ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, ეს პრობლემები ზუსტად მის მიმართ წამების და არაადამიანური მოპყრობის შედეგია. როგორც გლდანის მე-18 დაწესებულებაში განხორციელებული ძალადობის და არადამიანური მოპყრობის, ისე გორის სამხედრო ჰოსპიტალში განხორციელებული ძალადობის.

შესაბამისად, სწორედ სახელმწიფოს მხრიდან ჩადენილი დანაშაულის გამო არის მიხეილ სააკაშვილი, ჯანმრთელობის თვალსაზრისით, იმ პრობლემების წინაშე, რაც არაერთ დასკვნაში იქნა ასახული.

ჩვენ კვლავ ვითხოვთ ამ ვიდეო-მასალის გასაჯაროებას იმიტომ, რომ იუსტიციის სამინისტრო და ხელისუფლება შერჩევითად დამონტაჟებულ ვიდეომასალას ასაჯაროებდნენ.

მართალია მათ მიერ გასაჯაროებულ მასალაშიც ნათლად დასტურდება წამების და არაადამიანური მოპყრობის ფაქტი, თუმცა სრულ ვიდეომასალაში, მათ შორის, გორის სამხედრო ჰოსპიტალის ეპიზოდში, რომელიც არ გასაჯაროებულა. აი ამ ვიდეო მასალებით შეგვიძლია დადასტურებულად ვთქვათ, რომ დადგენილი იქნება სააკაშვილის მიმართ წამების და არაადამიანური მოპყრობის ფაქტი.

საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა საკუთარი თვალით ნახოს, თუ როგორ არაადამიანურად და ამორალურად ექცევიან საქართველოს მესამე პრეზიდენტს, რაც ნამდვილად წარმოადგენს ამ ქვეყნის სირცხვილს“, – განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მე უარს ვამბობ მსხვერპლად ყოფნაზე და მინდა მოგიწოდოთ, რამდენადაც ძნელი არ უნდა იყოს, თქვენც...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა სასამართლო სხდომაზე,...

“ნაციონალურ მოძრაობას” პოლიტიკურ პარტიასაც ვერ ვუწოდებ – კარგად ვიცით, რომ ყველაფერს წყვეტს ერთი ადამიანი”...

„ნაციონალურ მოძრაობას“ რა მდგომარეობა ექნება შიგნით, ვინ რა განცხადებას...

“ბაჩო ახალაია რეჟიმის ახალი მძევალია და მისი გათავისუფლება, სხვა რეჟიმის ტყვეობაში მყოფებთან ერთად, ჩემთვის...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“2 კვირაა ციხეშია 72 წლის პროფესორი გიორგი ჩახუნაშვილი, უამრავი ბავშვის გადამრჩენი ცნობილი პედიატრი და...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“დადიხარ დაბოღმილი და იმაზე ნერვიულობ, ესენი კიდევ როგორ ახერხებენ, ასეთი ლაღები იყვნენო” – ანა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი ანა კობახიძე, მძიმე შეფასებებით და...

“მე არ ვჩუმდები და ვიყენებ ყველა ხელმისაწვდომ ტრიბუნას მსოფლიოშიც და საქართველოშიც, კიდევ კარგი, რომ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კონკრეტული ფაქტების გასაჯაროვებას აანონსებს...