შაბათი, მაისი 4, 2024

“როდემდე უნდა იცხოვროს საქართველომ ვალებში, როდემდე უნდა აფინანსოთ თქვენი კოორდინატორები ბიუჯეტიდან?!” – გიორგი ვაშაძე

პარლამენტმა “მინისტრის საათის” ფორმატში ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილს მოუსმინა, რა დროსაც ,,სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ კონკრეტული, მწვავე შეკითხვებით მიმართა და ქვეყანაში არსებულ მძიმე ფინანსურ და ეკონომიურ მდგომარეობას გაუსვა ხაზი:

,,მე ახლა დაგისვამთ ორ კონკრეტულ კითხვას, რომელიც მოქალაქეებს აწუხებთ და პასუხი აინტერესებთ ქვეყნის მთავარი ფინანსისტისგან:

პირველი – რა უბედურება სჭირს ლარს?! რატომ ხდება ძალიან მოკლე ვადაში მისი სწრაფი გამყარება და შემდეგ გაუფასურება?! ვინ ჩაგვიყო ჯიბეში ხელი?!

მაინტერესებს და რა მოხდა, რომ ქართული ბიზნესი უმძიმეს დღეში ჩააგდეთ?! ელემენტარული დანაზოგი, რომელიც ხალხს ჰქონდა ისიც კი წაართვით ფაქტობრივად. ამ ლარის კურსის მანიპულაციით, ფაქტობრივად, კიდევ უზარმაზარი დარტყმა მიაყენეთ ქვეყნის ეკონომიკას!

ახლა არ მითხრათ ეროვნული ბანკის საქმეაო! თქვენ ხართ ქვეყნის მთავარი ფინანსისტი და თქვენგან საქართველოს მოქალაქეებს აინტერესებთ პასუხი, რა სჭირს ლარს?! რატომ ხდება ასე მოკლე ვადაში მანიპულაციური ცვლა ლარის კურსის?!

მეორე ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა, რომელზეც თქვენ არ ისაუბრეთ – როდემდე უნდა გვეშინოდეს მაღაზიაში შესვლის, ბაზარში წასვლის, კომუნალური გადასახადების?! ძვირდება და ძვირდება ყოველდღიურად ყველაფერი!

რომ ამბობთ ბიუჯეტი რეკორდულ მაჩვენებლებს მიდისო, ამას ვაკეთებთ, იმას ვაკეთებთ – თვენგან, როგორც ქვეყნის მთავარი ფინანსისტისგან, გვაინტერესებს ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს რას აპირებთ რომ გააკეთოთ იმისთვის, რომ დასტაბილურდეს ფასები ქვეყანაში? ამ უმძიმესი მიმართულებით – პროდუქციის ფასების ზრდის კუთხით, სად არის თქვენი ხედვა? რა კონკრეტული ნაბიჯები გაქვთ?

და ბოლოს, ძალიან კარგია, რომ უმრავლესობის წევრები დაინტერესდნენ ვალით, ოღონდ მაშინ ის ციფრები მარტო საგარეო ვალზე კი არ იყო. მინდა, ჩემს კოლეგებს ვუთხრა, ეს არის სახელმწიფო ვალი, ხომ?! – შესაბამისად, მე მთავარი რაც მაინტერესებს – წელს თქვენ კიდევ 4 მლრდ ლარზე მეტს იღებთ ვალად. გეკითხებით, როდემდე უნდა იცხოვროს საქართველომ ვალებში და როდემდე უნდა აფინანსოთ თქვენი კოორდინატორები ბიუჯეტიდან?!” , – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული