პარასკევი, მაისი 16, 2025
19.7 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მინდა სწორად გამიგო, ბაჩანა, მეც ბევრი კითხვა მაქვს...

“მინდა სწორად გამიგო, ბაჩანა, მეც ბევრი კითხვა მაქვს გუშინდელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით” – მიხეილ სააკაშვილი

ზუგდიდში საკრებულოს თავმჯდომარის არჩევნებთან დაკავშირებით ია კერზაიას შვილის, ბაჩანა შენგელიას პოზიციას კონკრეტული განმარტებებით ეხმაურება მიხეილ სააკაშვილი:

მინდა მივმართო ბაჩანა შენგელიას რუსთავის საპყრობილის საკნიდან, სადაც ყოველდღე, მთელი სისტემა პუტინ-ივანიშვილის დახმარებით, ჩემი ფიზიკური განადგურების ოპერაციას ახორციელებს. არ ვიცი, რამდენი ხნის სიცოცხლე დამრჩა. ჩემო ბაჩანა, მე ბოლომდე მესმის შენი. ია კერზაია არის თითოეული ჩვენგანის ხატება. მას არასდროს დავივიწყებთ, ვინაიდან ის არის კეთილშობილების, არაკონფორმიზმის, პატრიოტიზმის სიმბოლო.

მინდა სწორად გამიგო, ბაჩანა. მეც ბევრი კითხვა მაქვს გუშინდელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ამავე დროს, ის ხალხი, რომლის ხელითაც მე უკვე ერთხელ მკვდარი ვიყავი გლდანის კონცლაგერში, ხვალ რომ ჩაერთოს პუტინისა და მისი მოციქულის, ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში, უნდა გავაერთიანოთ მათთან ძალები თუ არა?

მსოფლიოში ყველგან, ასეთი რეჟიმები მარცხდება არა ბევრი დაქუცმაცებული პარტიით, არამედ ერთიანი ფრონტით. სხვა რეცეპტს თანამედროვე ისტორია ასე იცნობს. ასე რომ, ყველა ერთის წინააღმდეგ არის რიგგარეშე არჩევნებისა და ხალხის გამარჯვების ფორმულა… და როცა საქართველოში აღდგება დემოკრატია, მაშინ ჩვენ უნდა შევქმნათ რამე სამხრეთ აფრიკის სიმართლის კომისიის მსგავსი და მთელი სიმართლე დავადგინოთ.

აბა ძვირფასებო, მოდი დავფიქრდეთ ყველა, თუკი “იმედი” ზუგდიდის თემაზე ჭკუიდანაა გადასული, “ოცნებამ” რამდენიმე საგანგებო სხდომა მოიწვია. ეს ხომ ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნის მთავარ მტერს ძალიან ეტკინა. ვინ არის დღეს მთავარი ბოროტება. ის, ვინც გააღატაკა და გააქცია ქვეყნიდან ჩვენი ხალხი, აბარებს ქვეყანას რუსეთს ივანიშვილი და მისი მოქმედი პოლიტიკური ჩაფრები. მოდი, ჯერ ამ მოქმედი ბოროტმოქმედებისგან ვიხსნათ ქვეყანა და დანარჩენებს მერე მივხედავთ.

მე ჩემს ფასეულობებზე უარს არასდროს ვიტყვი, მათ გამო ვიმყოფები იქ, სადაც ვიმყოფები და სიცოცხლე მაქვს გადადებული“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

 

ინფორმაციისთვის: 10 დღის წინ “ნაციონალურ მოძრაობას” მიმართა, ია კერზაიას შვილმა, ბაჩანა შენგელიამ, სადაც თავის პოზიციას აფიქსირებდა ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებით, რაც ეწინააღმდეგებოდა გუშინდელ შედეგს. ამასთან დაკავშირებით ბაჩანა შენგელიამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა:

უკიდურესად მცდარი გადაწყვეტილება. რაც მთავარია, ეს საზიანო იქნება ქალაქისთვის და ამ ქალაქის ყველა გულშემატკივრისთვის.

არ შეიძლება კრიმინალთან შეთანხმება, არ შეიძლება მორალთან კომპრომისი!

ამ გადაწყვეტილების შედეგს ისევ ჩვენ მოვიმკით და თან მალე. ძალიან გულდასაწყვეტია ☹️” – აცხადებს ბაჩანა შენგელია.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“დგებუაძე მონაა, რომელიც ძალაუფლების შემადგენელი ნაწილია; მზია თავისუფალი ადამიანია, ჩაგვრის ობიექტი” – ვახო სანაია

ჟურნალისტი, ტელეწამყვანი ვახო სანაია მხარდამჭერ ემოციურ შეფასებებს აკეთებს მედიამენეჯერ...

“‼️‼️‼️ იმედი მაქვს ვიღაცას მაინც ექნება ადეკვატური რეაქცია ამ აღვირახსნილებაზე!!!” – ნუკა არველაძე

ჟურნალისტი, ბლოგერი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში, დიდი...

“ივანიშვილი-კობახიძის წერილი არის ღია დეკლარაცია, რომ მათ უნდათ საქართველო დატოვონ მარტო და დაუცველი” –...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როცა სახელმწიფო მკვდარია, მდინარე მოქმედებს!” – შორენა ლობჟანიძე აითაჯ მამედოვასთან დაკავშირებულ ფაქტებზე

14 მაისს მდინარე მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მგზავრების საძიებო სამუშაოების...

“ეეჰ, მიშა… რამდენ უმადურობას და უბადრუკობას უძლებდი და უძლებ…” – ქეთევან ენუქიძე

არასამთავრობო ორგანიზაცია "შეაჩერე კორუფციის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ფილოლოგი ქეთევან ენუქიძე სოციალურ...

“ეჰ, სად ბანაობენ ეს ბიჭ-ბუჭები, წარმოდგენაც არა აქვთ…” – გია ხუხაშვილი

"ქართული ოცნების" შიგნით მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით კონკრეტულ ვარაუდებს გამოთქვამს...