კვირა, აგვისტო 3, 2025
28.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიეს საინტერესოასაქართველო ევროპის 2021 წლის კალათბურთის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს...

საქართველო ევროპის 2021 წლის კალათბურთის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს უმასპინძლებს!

გერმანიის ქალაქ მიუნხენში გამართულ ფიბა-ევროპის აღმასრულებელი საბჭოს სხდომაზე პრეზიდენტმა, თურგაი დემირელმა ევროპული კალათბურთის მმართველი ორგანოს გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომლის თანახმადაც გერმანიასთან, იტალიასთან და ჩეხეთთან ერთად საქართველო იქნება მომავალი ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი. ამ 4 ქვეყანაში ევრობასკეტის თითო ჯგუფის თამაშები ჩატარდება, ხოლო ფინალურ ეტაპს, ჯგუფებიდან გასული გუნდების შემადგენლობით გერმანია უმასპინძლებს.

მიუნხენში გამართულ ევრობასკეტ 2021-ის მასპინძელთა დასახელების ცერემონიალს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, შალვა გოგოლაძე, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი პაატა გურასპაული, ფიბა-ევროპის აღმასრულებელი საბჭოს წევრი და საქართველოს კალათბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი გიორგი ქართველიშვილი, კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ვლადიმერ ბოისა და ეროვნული ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია ესწრებოდნენ.

გერმანიისა და ჩეხეთის შემდეგ ფიბა-ევროპის პრეზიდენტმა საქართველო დაასახელა, რასაც ქართული დელეგაცია დიდი ემოციებით შეხვდა. თურგაი დემირელმა  ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს და მთლიანად საქართველოს ევრობასკეტის მასპინძლობა მიულოცა:

“ქალბატონო პრეზიდენტო, მსურს, მადლობა გადაგიხადოთ ჩამობრძანებისთვის და სრულიად საქართველოს მივულოცო ეს დიდი მიღწევა. წარმატებებს გისურვებთ ტურნირის მიმდინარეობისას, დარწმუნებული ვარ, ყველა პირობას შეასრულებთ. ასე რომ, მთელი ფიბა-ევროპის სახელით გილოცავთ!”

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“აი ამას ამბობს აბსოლუტური და შეუვალი უწიგნური” – გიგი უგულავა კახა კალაძეზე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გიგი უგულავა თბილისის მერის, კახა...

“ეს უკვე მილიციაც აღარ არის… უცოდინარ, უზრდელ, დამშეულ და აგრესიულ ბრბოდ აქცია პატრონმა” –...

სამართალდამცვი ორგანოს თანამშრომლებთან დაკავშირებით გავრცელებულ კონკრეტულ ფაქტებზე მძიმე შეფასებებს...

ნინო ჯანგირაშვილი: “ივანიშვილის კიდევ ერთი კრახი”

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკურ...

“ღარიბაშვილის გარემოცვა ციხეში წავიდა!” – ელისო კილაძე

კორუფციის ბრალდებით გახმაურებული დაჭერების ფაქტებს ეხმაურება "ქრონიკა +"-ის მთავარი...