spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიგიორგი ვაშაძე - კალაძემ 100 000 ლარით დაგვაჯარიმა...

გიორგი ვაშაძე – კალაძემ 100 000 ლარით დაგვაჯარიმა ხელმოწერების შეგროვებისთვის, დღეს კი დადასტურდა, რომ ნამდვილად უსამართლოდ მაღალი ყოფილა სესხის პროცენტი

“კალაძემ 100 000 ლარით დააჯარიმა ჩვენი პოლიტიკური პარტია „სტრატეგია აღმაშენებელი“ იმისთვის, რომ ხელმოწერებს ვაგროვებდით, დღეს კი დადასტურდა, რომ ნამდვილად უსამართლოდ მაღალი ყოფილა სესხის პროცენტი”, – ამის შესახებ ოპოზიციური პარტიის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა, რითაც საპენსიო სესხის პროცენტის შემცირების საკითხს გამოეხმაურა.

ვაშაძის თქმით, მისმა გუნდმა ჩამოაყალიბა „პენსიონერთა სამართლებრივი დახმარების ცენტრი“, შექმნეს ცხელი ხაზი, სადაც დახმარების საჭიროების მსურველებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ – 558-262-845; 598-187-779

ოპოზიციონერმა ლიდერმა 2020 წელი გაიხსენა, როდესაც მერიამ „სტრატეგია აღმაშენებელი“ საპენსიო სესხის პროცენტის შემცირების მიზნით, ხელმოწერების შეგროვების გამო  100 000 ლარით დააჯარიმა.

მინიმუმ 10%-ით შემცირდება პენსიონრების, დევნილების, შეზღუდული შესაძლებლობის პირთა სესხის პროცენტი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა. აუცილებლად გამოვყოფ, რომ  ჩვენ “სტრატეგია აღმაშენებელი” სხვა ოპოზიციური პარტიები და უმრავლესობის დეპუტატები აქტიურად ვიყავით ჩართულნი მიმდინარე პროცესებში.  გვქონდა ცხარე დისკუსიებიც ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ეს ნამდვილად მიუთითებს იმას, რომ აქვს აზრი და შინაარსი კონკრეტულ თემებზე ბრძოლას.

ქვეყანაში კიდევ ძალიან ბევრი უსამართლობაა, როგორც პენსიონრების ასევე სოციალურად დაუცველების და უმუშევრად დარჩენილ ადამიანებთან მიმართებაში იმიტომ, რომ საშინელი გაჭირვებაა.

სწორედ ამიტომ ჩვენ „სტრატეგია აღმაშენებელმა“ ჩამოვაყალიბეთ „პენსიონერთა სამართლებრივი დახმარების ცენტრი“, შევქმენით ცხელი ხაზი 558-262-845; 598-187-779, სადაც ნებისმიერ პენსიონერს, დევნილს და სოციალურად დაუცველს შეუძლია დარეკოს.

ჩვენ დავიცავთ თქვენს უფლებებს იმიტომ, რომ რეალურად საქმეს, რომელსაც ვარკვევთ “ლიბერთი ბანკთან” და სხვა საფინანსო ინსტიტუტებთან ურთიერთობაში, ძალიან ბევრი უფლების დარღვევის ფაქტია. ჩვენ მზად ვართ, რომ ამას მივაქციოთ მაქსიმალურად ყურადღება და ვიმუშავოთ თქვენთვის ძვირფასო პენსიონრებო. იმიტომ, რომ ის, რაც გაკეთდა არის მხოლოდ ნაწილი იმ უამრავი პრობლემის, რომელიც თქვენ გაწუხებთ და მზად ვართ, რომ თითოეულ თქვენგანს დაგიდგეთ გვერდში.

2020 წელს წინასაარჩევნო კამპანიაში, როდესაც ჩვენ ეს საკითხი გვქონდა, ძალიან ბევრი ამბობდა, რომ ეს იყო უბრალოდ პოპულიზმი, მერიამ და კალაძემ 100 000 ლარით დააჯარიმა ჩვენი პოლიტიკური პარტია იმისთვის, რომ ხელმოწერებს ვაგროვებდით. 80 000 ხელმოწერა შევაგროვეთ სესხებთან დაკავშირებით, დღეს კი დადასტურდა, რომ ნამდვილად უსამართლოდ მაღალი ყოფილა პროცენტი.

გარდა “ლიბერთი ბანკისა“ მინდა მოვუწოდო სხვა საბანკო დაწესებულებებსაც, რომ კონკურსი გამოცხადდება, მიიღეთ ამ კონკურსში მონაწილეობა, რადგან კიდევ უფრო დაიწიოს სესხის პროცენტმა, ეს კი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის.

საბოლოოდ მართლაც ვფიქრობ, რომ ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის და ამ შემთხვევაში შემიძლია ვთქვა ჩვენი “სტრატეგია აღმაშენებლის”, რეფორმების ჯგუფის, “რესპუბლიკური პარტიის” ჩვენი პარტნიორი პარტიის მთავარი მიზანი პარლამენტში მუშაობის არის სწორედ ამ ტიპის ინიციატივები, რომელიც კონკრეტულად საქართველოს მოქალაქეებს შეუწყობს ხელს, რათა გაუმჯობესდეს მათი უფლებრივი მდგომარეობა, რომ ბევრი უსამართლობა, რომელიც ქვეყანაში არის იყოს დამარცხებული. უმნიშვნელოვანესია ვიზრუნოთ ხალხზე, ვიზრუნოთ ადამიანებზე“, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მამაჩემის 7-წლიანი პატიმრობა არის პოლიტიკური განაჩენი. ადამიანის თავისუფლების შეზღუდვით თამაშის უფლება არავის აქვს” –...

“სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალური მდივნის, პაატა მანჯგალაძის შვილი, ნინი მანჯგალაძე...

გიორგი კეპულაძე – არსებობს თუ არა რეალურად “შავი სია?”

"რა არის საკრედიტო ისტორია და ვინ ინახავს მას?" -...

“მაგ მსჯელობიდან ფაშიზმამდე ერთი ნაბიჯია, მეგობრებო” – მერაბ მეტრეველი

ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი კახეთში, სასტუმრო “Agarani Estate”-ში, მომხდარ ინციდენტთან...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რა სირცხვილია იყო ისეთი სასოწარკვეთილი, რომ არანორმატიული ლექსიკის გამო ადამიანებს ციხეში უშვებდე” – არჩილ...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ჟურნალისტ ვახო სანაიასთვის...

“ჩემი ტყვეობის მეხუთე წლისთავისთვის საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა” – მიხეილ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ირონიული შეფასება-მინიშნებები: "ჩემი ტყვეობის მეხუთე...

“თუ მართლა ებრძვი ოკუპაციას, წადი ოკუპაციის ადგილთან, იქ აფრიალე დროშები და იქ იბღავლე “არა...

თბილისში გამართულ მორიგ "შაბათის მარშს" მძიმე შეფასებებით ეხმაურება ანალიტიკოსი...

“ზოგ ხსენებულ ადამიანს ვერანაირი იუმორი ვერ შეულახავს რეპუტაციას, ზოგიერთი პოლიტიკოსის რეპუტაცია კი ისეთია, იმის...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია იუმორისტზე თავდასხმის ფაქტს...