შაბათი, მაისი 10, 2025
19.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიდავით უსუფაშვილი: ნუ ვიქცევით პოლიტიკური "ფეიკ" მართლმსაჯულების აღმასრულებლებად

დავით უსუფაშვილი: ნუ ვიქცევით პოლიტიკური “ფეიკ” მართლმსაჯულების აღმასრულებლებად

სამი წლის განმავლობაში, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ფულის გათეთრებას ედავებოდნენ „ფეიკი“ ბრალდებით, იმიტომ რომ სხვა ვერაფერში ბრალს ვერ დასდებდნენ და პროკურორმა უარი თქვა სხვა მუხლებში ბრალის დადებაზე, რაზეც სასამართლომ დააფუძნა განაჩენი, სადაც წერია, რომ ბადრი ჯაფარიძე დამნაშავეა იმაში, რაც დანაშაული არ არის“,- ამის შესახებ ფრაქცია „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა, დავით უსუფაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

დეპუტატი ბადრი ჯაფარიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს გამოეხმაურა.

იმედი მქონდა, რომ ამ საპარლამენტო მოწვევის საქმიანობის განვლილ წელიწადნახევარში ყველა გავიაზრებდით და დავინახავდით, რომ პარლამენტში საჭიროა მუშაობა და არა ხელების გადაგრეხვა, არა ვიწროპარტიული ინტერესების მიღწევა. მაგრამ, დღეს, როგორც ჩანს, ამ დარბაზში კვლავ ამ ამის მანიფესტაცია შედგება.

მინდა, რამდენიმე მნიშვნელოვანი კომპონენტი შევახსენო ჩემს კოლეგებს უმრავლესობიდან. განსაკუთრებით, მათ, ვისაც არ ჯერა, რომ ბადრი ჯაფარიძის მანდატის მსხვერპლად შეწირვა სამშობლოსთვისაა აუცილებელი – ვხედავ მე აქ ხალხს, ვინც ასე უყურებს საქმეს და ასე წარმოუდგენია, რომ ქვეყნისთვისაა საჭირო. იმ ხალხს მივმართავ, ვინც კარგად იცის, რომ სამი წლის განმავლობაში საქართველოში საზოგადოება იყო მოწმე სწორედ „ფეიკ“ სასამართლო პროცესის.

სამი წლის განმავლობაში, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ფულის გათეთრებას ედავებოდნენ. სწორედ „ფეიკი“ ბრალდებით. რატომ? იმიტომ რომ სხვა ვერაფერში ბრალს ვერ დასდებდნენ და პროკურორმა უარი თქვა სხვა მუხლებში ბრალის დადებაზე, რომელშიც მერე სასამართლომ დააფუძნა განაჩენი. ვინც შემძლე ბრძანდებით, რომ დაინახოთ სწორედ ეს „ფეიკ“ მართლმსაჯულება, რომელმაც შვა ის ქაღალდი, რომელსაც ახლა ჰქვია განაჩენი და რომელშიც წერია, რომ ბადრი ჯაფარიძე დამნაშავეა იმაში, რაც დანაშაული არ არის. მგონი ეს დოკუმენტი ბევრმა წაიკითხეთ, ვისაც არ ჰქონდა წაკითხული, გამოგიგზავნეთ.

პროკურორმა ბრალი ვერ აღძრა, იმიტომ, რომ ხანდაზმულიაო. ანუ, დანაშაული არ არისო. მოსამართლემ თავის განაჩენში ჩაწერა, რომ ეს დანაშაული არ არის, იმიტომ, რომ ხანდაზმულიაო. მაგრამ, ამასობაში, ჯაფარიძე დამნაშავეაო. და ის რომ დანაშაული არ არის, ამიტომ ვერანაირ სასჯელს ვერ დავადებო, ვერც ნასამართლეობას და ასე შემდეგ. აქ კოლეგები მეუბნებიან, რომ იურისტებმა ვერანაირი დასკვნა ვერ წარმოადგინეს. დასკვნები ამ კონკრეტულ საქმეზე არის ხუთი, სხვადასხვა მხრიდან. ყველა მაგიდაზე გიდევთ. ვინც უმრავლესობაში, ჩემი ღრმა რწმენით, უმრავლესობის უმრავლესობას, არწმუნებს იმაში, რომ კონსტიტუციის ეს პუნქტი ასე რომ წერია, რომ თუ გამამტყუნებელ განაჩენში წერია, რომ ვინმე დამნაშავეა, პარლამენტიდან უნდა გავაძევოთო, მეგობრებო, ამ კონსტიტუციაში, მგონი, სხვასაც გაეგება რამე. კონსტიტუციაში ამ ფრაზის გარდა, სხვა ფრაზა წერია კიდევ – წერია, რომ არ შეიძლება ადამიანისთვის სასჯელის დადება იმისთვის, რაც დანაშაული არ არის. პოლიტიკური „ფეიკ“ მართლმსაჯულების აღმასრულებლებად ნუ ვიქცევით. ნუ ამოვეფარებით ვინმეს ზურგს, რომ მე ეს არ ვიცოდიო. ყველამ ყველაფერი კარგად ვიცით.

იმ ღილაკამდე, რომელსაც დღეს ყველამ ხელი უნდა დავაჭიროთ. დაახლოებით, ოციოდე მილიმეტრია, ისევე, როგორც სიკეთესა და ბოროტებას შორის, ტყუილს და სიმართლეს შორის, სიბნელეს და სინათლეს შორის 20 მილიმეტრია, 20 კილომეტრიანი დისტანცია არ არსებობს. ამ ოცი მილიმეტრის სწორად გავლაა დღეს ძალიან მნიშვნელოვანი და მე ვხედავ ოცზე მეტ ადამიანს ამ დარბაზში, უმრავლესობის მხრიდან, ვიცი, რომ იცით, რომ არასწორია ეს გადაწყვეტილება“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი პარლამენტის ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ტლუ ქოცებო, ახლა მაინც მიხვდით რატომ გაიპარა ღარიბაშვილი?” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი "ქართული ოცნების" ლიდერებს...

“ყოველთვის ვიყავი მისი გულშემატკივარი და ეს იმ დროიდან, როცა ჯერ არავინ იცოდა და იცნობდა”...

ირაკლი კობახიძის არჩევას "ქართული ოცნების" თავმჯდომარედ, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული...

“ბიჭოო, ცოტა ხნით გააჩუმეთ კახი კალაძე🙈 დღეს აღიარებითი ჩვენება მისცა” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ს მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე თბილისის მერის, კახა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 9-13 მაისის პერიოდისთვის

2 მაისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი...

“ირაკლი კობახიძეს ვეტყოდი – ნუ იჭაჭები ტელევიზიის მიღმა, პოლიციელებს ზურგს უკან ამოფარებული და იმ...

,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, 26 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით,...