spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიდავით მათიკაშვილი - "ფეიკ ნიუსს" იყენებს მიხეილ სააკაშვილი...

დავით მათიკაშვილი – “ფეიკ ნიუსს” იყენებს მიხეილ სააკაშვილი და “ნაციონალური მოძრაობა”, მაგრამ ვერ აღწევენ იმ მიზნებს, რაც “ფეიკს” გააჩნია

ადრე, როცა ზედმეტი კეკლუცობის გარეშე ადამიანები არქმევდნენ საგნებს თავის სახელს, ამ მოვლენას მარტივად ერქვა „აფერისტობა“. ამ ამბის ჩამდენ ადამიანებს ერქვათ – „აფერისტები“.

გართულდა ცხოვრება და ამ ბოროტებამაც სხვადასხვა ფორმა მიიღო და 21-ე საუკუნის ყველაზე ნათელი და ცალსახა გამოვლინება ამ ბოროტების გახლავთ „ფეიკ ნიუსი“, რომელსაც თავიდან ბოლომდე იყენებს მიხეილ სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა, მაგრამ რა თქმა უნდა ვერ ახერხებს და ვერ აღწევენ იმ მიზნებს რაც „ფეიკს“ გააჩნია – 5-10% სიმართლე. ამ 10% სიმართლეზე დაშენებული 90-95% ტყუილი. ამ ყველაფრის გატანა შენდამი კონტროლირებული მედია საშუალებების მეშვეობით და საზოგადოებისთვის ტვინების გამორეცხვა.

ეს არის ძირითადი მიზანი, რომელსაც ვერ აღწევენ და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საზოგადოება რამენაირად მოატყუონ“, – ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების“ დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, „ფეიკ ნიუსის“ ორი ყველაზე ნათელი მაგალითია უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის დაზარალებულად ცნობა და ე.წ. „უკანონო მოსმენების საქმე“.

პირველი თვალსაჩინო მაგალითია დაზარალებული სააკაშვილი, რომ თითქოს უკრაინაში სააკაშვილი დაზარალებულად ცნეს. უკრაინულ კანონმდებლობაში არის 55-ე მუხლი სადაც წერია, რომ თუკი ვინმე შეიტანს განცხადებას, თავად განცხადების შეტანის ფაქტია მისთვის დაზარალებული წოდების მომენტი და არა სტატუსი, რომელიც გამოძიების შედეგად დგინდება.

მეორე ე.წ. „უკანონო მოსმენების საქმე“. ნაციონალური მოძრაობის მეორე რუპორის მეშვეობით გაშვებული, სადაც ზვიად ქორიძის საქმეზე შავით თეთრზე ტყუილს კადრულობენ.

ძალიან კარგად იცოდნენ რომ 2017 წელს მიმდინარე სრულიად კანონიერი გამოძიების ფარგლებში ხდებოდა კანონიერი მოსმენა, მათ მაინც მოამზადეს სიუჟეტი, სადაც ჩირქი მისცხეს სახელმწიფო ინსტიტუციას და ტყუილით მიაწოდეს საზოგადოებას“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი პარლამენტის ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მიშა სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმართა სიაში არ შეყვანას გამართლება არ აქვს და ვერც ექნება” –...

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ გამოქვეყნებულ პოლიტპატიმრების სიაში...

“1 თვეზე მეტი გავიდა, რაც ეს ადამიანი უკანონო პატიმრობაში იმყოფება” – პედიატრი ძმები, გიორგი...

"4 ოქომბრის საქმეზე" პატიმრობაში მყოფი აკადემიკოსი, გიორგი (გოგა) ჩახუნაშვილის...

“ზოგ ხსენებულ ადამიანს ვერანაირი იუმორი ვერ შეულახავს რეპუტაციას, ზოგიერთი პოლიტიკოსის რეპუტაცია კი ისეთია, იმის...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია იუმორისტზე თავდასხმის ფაქტს...

“ივანიშვილმა ჩვენი ქვეყანა გადააქცია რუსების თავშესაფრად, სადაც ისინი შესანიშნავად მოშინაურდნენ და უკვე არა სტუმრად,...

რუსეთის მოქალაქეებთან მიმართებით კონკრეტული ინიციატივა-შეთავაზება აქვს “კოალიცია ცვლილებებისთვის”  და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რა სირცხვილია იყო ისეთი სასოწარკვეთილი, რომ არანორმატიული ლექსიკის გამო ადამიანებს ციხეში უშვებდე” – არჩილ...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ჟურნალისტ ვახო სანაიასთვის...

“ჩემი ტყვეობის მეხუთე წლისთავისთვის საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა” – მიხეილ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ირონიული შეფასება-მინიშნებები: "ჩემი ტყვეობის მეხუთე...

“თუ მართლა ებრძვი ოკუპაციას, წადი ოკუპაციის ადგილთან, იქ აფრიალე დროშები და იქ იბღავლე “არა...

თბილისში გამართულ მორიგ "შაბათის მარშს" მძიმე შეფასებებით ეხმაურება ანალიტიკოსი...

“ზოგ ხსენებულ ადამიანს ვერანაირი იუმორი ვერ შეულახავს რეპუტაციას, ზოგიერთი პოლიტიკოსის რეპუტაცია კი ისეთია, იმის...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია იუმორისტზე თავდასხმის ფაქტს...