„ეს არის საუკეთესო მაგალითი, როდესაც ოპოზიცია აქცენტირებულია კონსტრუქციულად, თანმიმდევრულად საქმის გაკეთებაზე, მოსახლეობის დაკვეთის შესრულებაზე. მაშინ ყოველთვის შედეგი სახეზე იქნება და მადლობა ამისთვის ბატონ ალეკოს, ლევანს და გიორგის“, – განაცხადა პარლამენტის წევრმა, ირაკლი ზარქუამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპენსიო სესხების საკითხთან დაკავშირებით.
„რეალურად გამოწვევა და პრობლემაა, რომ პენსიონერებმა არ იციან პირობების შესახებ და ამიტომ ჩვენ ვთხოვეთ ეროვნულ ბანკს, რომ შექმნას კონკრეტულად პენსიონერების მომსახურების ცენტრი, ცხელი ხაზი, რომელიც აღჭურვილია ყველა ბერკეტით, რომ დააჯარიმოს ბანკი და შესაბამისად პასუხი მოთხოვოს.
ოპოზიციას მადლობა გადავუხადე, მაგრამ ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ეს იყო პრემიერ-მინისტრის ინიციატივა და ამისთვის ასევე მადლობა მინდა ვუთხრა სამთავრობო გუნდს. პენსიონერებისთვის საპენსიო სესხების ზედა ჭერი იქნება 26% და ეს არ შეიცვლება. შეიცვლება მხოლოდ უკეთესობისკენ ანუ შეიძლება დაიწიოს“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.
ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი პარლამენტის ავრცელებს