პარლამენტის ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია”-ს თავმჯდომარე, ხატია დეკანოიძე იურიდიულ კომიტეტზე წარმოდგენილი 2 ახალი სამსახურის ხელმძღვანელების კანდიდატების განხილვასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ისინი გენერალური პროკურორისთვის მისაღები პირები არიან:
“ხვალ, 10 საათზე იურიდულ კომიტეტზე გავა პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურების უფროსების კანდიდატურები.
სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმების შემდეგ შოთაძის რეალური მსახურები წარმოგვიდგინა “ოცნებამ” – კაციტაძე და გაგნიძე.
ყველა კითხვაზე საჯაროდ მოუწევთ პასუხის გაცემა“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ხატია დეკანოიძე