შაბათი, ივნისი 28, 2025
18.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიმიმდინარეობდა პარლამენტის შტურმი და პოლიცია იძულებული იყო გამოეყენებინა...

მიმდინარეობდა პარლამენტის შტურმი და პოლიცია იძულებული იყო გამოეყენებინა ლეგიტიმური ძალა – მამუკა ბახტაძე

“ნაციონალურ მოძრაობას” სურს, საკითხი წარმოაჩინოს შემდეგნაირად – პარლამენტის შტურმი თურმე პატრიოტიზმის გამოვლინებაა და კონსტიტუციის და ინსტიტუტების დაცვა – ბოროტება, ეს არავის გამოუვა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ვარიანში ჟურნალისტებს, 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, სამართლებრივ სახელმწიფოში მსგავსი ქმედებები, რაც 20-21 ივნისს საზოგადოებამ იხილა, დაუშვებელია და მას სამართლებრივი შეფასება მიეცემა.

მიმდინარეობდა პარლამენტის შტურმი და პოლიცია იძულებული იყო გამოეყენებინა ლეგიტიმური ძალა. ეს არის შეფასება 20 ივნისის მოვლენების. ამასთან ერთად, სამწუხაროდ, ჩვენ გვყავს დაშავებულები და იყო შემთხვევები, როდესაც ზოგიერთმა სამართალდამცავმა გადააჭარბა უფლებამოსილებას და გამოიყენა ზედმეტი ძალა, ესეც არის ერთმნიშვნელოვანი. ეს ყველაფერი უნდა დაადგინოს გამოძიებამ, რათა მოხდეს თითოეული ადამიანის იდენტიფიცირება, რომელმაც საკუთარი უფლებამოსილება არ გამოიყენა ისე, როგორც კანონი მოითხოვდა, მოახდინა ძალის ზედმეტი დემონსტრირება და ამის შედეგად ჩვენ,სამწუხაროდ, გვყავს დაზარალებული ადამიანები – ჩვენი ახალგაზრდები, ისევე, როგორც ჩვენი პოლიციელები. ამ ყველაფერს მიეცემა თავისი სამართლებრივი შეფასებები. არავინ არ დარჩება დაუსჯელი და ის პროცესი, რომელიც მიმდინარეობს 21 ივნისიდან, არის ამის მკაფიო დემონსტრირებაა. ისევე, როგორც ე.წ. პოლიტიკოსები, უპასუხისმგებლო ადამიანები ვერ აცდებიან პასუხისმგებლობას, რომ გამოიყენეს ჩვენი ახალგაზრდების და მოქალაქეების გულწრფელი პროტესტი თავისი პროვოკაციული მიზნებისთვის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ეს არის არა მხოლოდ მთავრობისა და მმართველი პოლიტიკური გუნდის წევრების, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებაც.

სადმე არის კითხვის ნიშნები იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიციამ ლეგიტიმური ძალა გამოიყენა?! რა თქმა უნდა, არა. ძალიან მძიმეა და მტკივნეულია, რომ დაშავდნენ ჩვენი მოქალაქეები და სოლიდარული ვარ ამ ნაწილში. ჩვენ აუცილებლად უნდა მივცეთ სამართლებრივი შეფასება ყველა იმ შემთხვევას, სადაც შესაძლოა, ადგილი ჰქონდა გადაცდომას“,- აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ეს არის ბრძოლა საქართველოსთვის, შვილების უკეთესი და დაცული მომავლისთვის” – გიორგი ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე საპატიმროდან გამოგზავნილ პირველ წერილში,...

“ქალების და თითქმის ბავშვების პატიმრობაც ჯერ აპეტაიზერადაა ჩამორიგებული” – ნათია ფანჯიკიძე

ამ ბოლო პერიოდში დაპატიმრებების სერიას, ასევე, პედაგოგ ნინო დათაშვილისთვის...

ანა წითლიძე: “ჩემთვის მხოლოდ პატივია, რომ რუსები მებრძვიან”

“ჩემთვის მხოლოდ პატივია, რომ რუსები მებრძვიან, ამიტომ რუსულ კომისიაზე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“უეჭველად წაგებულ არჩევნებში შესვლით ერთადერთი რასაც ვინმეს გამოგლიჯავთ, მხოლოდ საკუთარ თავს იმ დარჩენილ, შერყეულ...

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია ცალკეული პარტიების მხრიდან თვითმმართველობის...

“ამ ქოცებში, თუნდაც მის “განათლებულ” ნაწილში, ნუთუ ერთი ღირსეული, თუ არა ადეკვატური არსება არ...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია ოპოზიციონერი ლიდერების დაპატიმრების...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“მდიდარი ადამიანები განსაკუთრებით საშიშები არიან ხელისუფლებაში” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო სხდომაზე კლინიკა ,,ვივამედიდან"...