ტელეკომპანია “პირველის” ჟურნალისტი არხზე გასულ ერთ-ერთ ჩართვასთან დაკავშირებით ემოციურ პოსტს აქვეყნებს, სადაც ამერიკაში წასულ, აუდიტის სამსახურის ყოფილ უფროსზე, ლაშა თორდიაზე საუბრობს:
“ვუყურებ დიანას, აუდიტის სამსახურის ყოფილი უფროსი, ლაშა თორდია ჰყავს ჩართვით ამერიკიდან. აი, ფარცხალაძის სკანდალი ხომ გახსოვთ🤮🤮 ხოდა, “ტრაილერის” მძღოლად ვმუშაობო…
მძღოლობა კი არაა ტრაგედია, ტრაგედიაა ამბავი, რის გამოც აუდიტის სამსახურის უფროსს ქვეყნის დატოვება სჭირდება, ამ ქვეყნის გავლენიან გვამთა გამო და მერე, პურის ფულის საშოვნელად,ტრაილერზე მძღოლად დაჯდომა…“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ინგა გრიგოლია.