spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ჩვენმა ერთობლივმა ბრძოლამ შედეგი გამოიღო და საპენსიო სესხის...

“ჩვენმა ერთობლივმა ბრძოლამ შედეგი გამოიღო და საპენსიო სესხის პროცენტი 25-26%-მდე დაიწევს” – გიორგი ვაშაძე

საპენსიო სესხის პროცენტის საკითხთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრა გაიმართა. კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ საპენსიო სესხის პროცენტის ზედა ზღვარი 25%-მდე დაიწევს.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ის დაპირება, რაც მისმა პარტიამ წინასაარჩევნო პერიოდში ამომრჩეველს მისცა ეტაპობრივად სრულდება. ვაშაძის თქმით ხელისუფლებამ, ამ ეტაპზე, არ გაიზიარა შეხედულება, რომ პენსიონერს ჰქონდეს თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა საბანკო სექტორში საპენსიო მომსახურების არჩევის კუთხით:

ჩვენმა ერთობლივმა ბრძოლამ შედეგი გამოიღო, საპენსიო სესხის პროცენტი 25-26%-მდე დაიწევს. მართალია ხელისუფლებამ არ გაიზიარა ჩვენი მეორე შეთავაზება, პენსიონერისთვის მომსახურე ბანკის თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობას, თუმცა ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, „სტრატეგია აღმაშენებელი“ აგრძელებს ბრძოლას და იმედი გვაქვს თქვენთან ერთად ამ სამართლიანი მოთხოვნის შესრულებასაც მივაღწევთ.

პენსიონერების სესხის საკითხი ჩვენი გუნდისთვის არის ის ერთ-ერთი მთავარი დაპირება, რომელსაც წინასაარჩევნო პერიოდში „სტრატეგია აღმაშენებელი“ ამომრჩეველს პირდებოდა.

კარგია, რომ სხვა ოპოზიციონერმა კოლეგებმაც გაიზიარეს ეს პრობლემა და მისი მნიშვნელობა. „სტრატეგია აღმაშენებელი“ არის ის პასუხისმგებლიანი ძალა, რომელიც სიფრთხილით ეკიდება ყველა დაპირებას, მაგრამ დაპირების შემდეგ ყველაფერს აკეთებს მისი შესრულებისთვის. იმედი მაქვს ჩვენი ძალისხმევით ხალხისთვის მნიშვნელოვანი სხვა პრობლემური საკითხების მოგვარებასაც შევძლებთ“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

ცნობისთვის, „სტრატეგია აღმაშენებელმა“ პარლამენტში პირველმა დაარეგისტრირა კანონპროექტი საპენსიო სესხების საპროცენტო განაკვეთის დაწევის შესახებ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ქოცების საქმე ახლა ასეა: მაგრამ ხანგრძლივ ეს ბიძინა გაახარებს ვინმეს განა?” – ლელა ჯეჯელავა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის უფროსის, წარსულში "ქართუ ჯგუფის"...

“ვარდების რევოლუციის შემდეგ ჩვენ ეს მზაკვრული გეგმა ჩავშალეთ, რაც დღემდე ვერ უპატიებია პუტინს” –...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 22 წლის წინანდელ კონკრეტულ...

“ბატონი პაატა ბურჭულაძე – გენიალური ადამიანი, კეთილშობილი სული, ლეგენდარული არტისტი, უდიდესი პიროვნება…” – ანიტა...

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მსოფლიო ბანის, პაატა ბურჭულაძისთვის 7-წლიანი...

“კიევში აღლუმის ჩატარებას აპირებდა და ახლა უკრაინის ნებართვის გარეშე მოსკოვში უჭირს პარადის მიღება” –...

მოსკოვში 9 მაისის ღონისძიების ჩატარების თემას, ირონიული მინიშნებებით ეხმაურება...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კიევში აღლუმის ჩატარებას აპირებდა და ახლა უკრაინის ნებართვის გარეშე მოსკოვში უჭირს პარადის მიღება” –...

მოსკოვში 9 მაისის ღონისძიების ჩატარების თემას, ირონიული მინიშნებებით ეხმაურება...

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

“ყველაზე დიდი საცოდაობა ის არის, რომ ივანიშვილი ცდილობს კობახიძის გაგდება დასავლეთში გაყიდოს” – ნინო...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის ირონიულ-სკანდალური ვარაუდები მმართველ...

“შინაგანად ირაკლი ღარიბაშვილი თავისი პატიმრობით სჯის ბიძინა ივანიშვილს…” – ვახო სანაია

ჟურნალისტ ვახო სანაიას ირონია ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით: "შინაგანად ირაკლი...

“არ გამკვირვებია, რომ ასეთი მკაფიო პრიორიტეტების მქონე ადამიანი ბიძინას გვერდზე აღმოჩნდა” – გია ნოდია

განათლების ყოფილი მინისტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტოლოგი გია ნოდია...