საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა კომენტარს აკეთებს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ კონსულტაციები გაგრძელდება გუნდში, რის შემდეგაც მიიღებენ გადაწყვეტილებას:
,,საკონსტიტუციო ცვლილებების რაღაც ნაწილი უკვე გაკეთებულია, მათ შორის, მიშელის შეთანხმების საფუძველზე, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გამოვედით ამ შეთანხმებიდან.
რაც შეეხება პროცენტის დაწევას ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვექნება კონსულტაცია ჯგუფში, გუნდში და შესაბამისად 2024 წლამდე დიდი პერიოდია.
ახლა, მაინც და მაინც დღეს და ხვალ გინდათ?! – არა! როცა ჩავთვლით საჭიროდ, რომ უნდა ვიმსჯელოთ ამაზე და ავწევთ-დავწევთ თუ იგივეს დავტოვებთ, ამას ჟურნალისტებიც გაიგებთ და საზოგადოებაც”, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე