„სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე, საპენსიო სესხების პროცენტის დაწევის შესახებ, რომან გოცირიძის კომენტარს ეხმიანება. ამასთან გიორგი ვაშაძე აღნიშნავს, რომ პენსიის დარიგების ფულს პენსიონერი არ უნდა იხდიდეს საბანკო პროცენტიდან – პენსიის დარიგება სახელმწიფოს ვალდებულებაა:
„ბატონო რომან, არასწორია ჩასაფრებულის პოზიცია, ამ საკითხთან დაკავშირებით. რაც მთავარია თქვენც გესმით რომ პენსიის დარიგების ფულს პენსიონერი არ უნდა იხდიდეს საბანკო პროცენტიდან და პენსიის დარიგება სახელმწიფოს ვალდებულებაა!
სამუშაო კიდევ ბევრია და ჩვენი მეორე მოთხოვნა, რომ საბანკო მომსახურების თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა ჰქონდეს პენსიონერს არ არის დაკმაყოფილებული. ამიტომ შემოგვიერთდით და მოგვეხმარეთ, რომ მეტ შედეგზე გავიდეთ.
ამჯერად ფაქტია რომ პენსიონერი 10%-ით ნაკლებს გადაიხდის რაც ვფიქრობ კარგია. ეგ 30 ლარი, რაც თქვენ თქვით ცოტაა, მაგრამ ბევრს ეგეც არ აქვს ამ გაჭირვებულ ქვეყანაში. 3000 ლარიან სესხზე კი (საშუალოდ ამ მოცულობის სესხებია გაცემული) 300 ლარიანი შეღავათია“, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.
ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს
ინფორმაციისთვის: “ნაციონალური მოძრაობის” წევრს, დეპუტატ რომან გოცირიძეს, საპენსიო საკითხთან მიმართებაში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით, კონკრეტული მაგალითი მოჰყავს და აცხადებს, რომ თუ პენსიონერი 300 ლარს აიღებს სესხად, დღეს არსებული პირობებით წელიწადში 108 ლარის ოდენობის პროცენტის გადახდა მოუწევს, ხოლო ახალი პირობებით 78-ის, ანუ 30 ლარით ნაკლები, რაც მისი აზრით, ცოტაა.