spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ქალბატონო სალომე უფრო გასაგებად აუხსენით პოლიტიკოსებსაც და საზოგადოებასაც,...

“ქალბატონო სალომე უფრო გასაგებად აუხსენით პოლიტიკოსებსაც და საზოგადოებასაც, რა მნიშვნელობა აქვს ამ პროცესს” – ბონდო მძინარაშვილი

საზოგადოებრივი არხის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის თაობაზე თავის პოზიციას აფიქსირებს და ამასთან, შეფასებებს აკეთებს შემდგარი შეხვედრის შემდეგ გამოთქმულ ცალკეულ შეფასებებთან დაკავშირებით:

პრეზიდენტთან დღევანდელი შეხვედრის ზოგიერთ მონაწილეს მოვუსმინე და სამწუხარო დასკვნა უნდა გაგიზიაროთ:

ზოგიერთ პოლიტიკოსს, უბრალოდ, არ ესმის, რას ნიშნავს პოლიტიკური პლურალიზმი და პოლიტიკური კულტურა!

არსი კი არა, მნიშვნელობაც კი არ იციან, რადგან პოლიტიკის შესახებ ზერელე წარმოდგენა აქვთ და შესაბამისი განათლება აკლიათ!

ამ “პერსონალით” და მისი სავალალო მდგომარეობის გათვალისწინებით კი, პლურალისტური გარემოს ჩამოყალიბება პრაქტიკულად შეუძლებელია!

ამიტომაც არ გვაქვს ჯანსაღი პოლიტიკური პროცესი!

მივესალმები საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივას და აქვე ერთი თხოვნითაც მივმართავ:

ქალბატონო სალომე, უფრო გასაგებად აუხსენით პოლიტიკოსებსაც და საზოგადოებასაც, რა მნიშვნელობა აქვს ამ პროცესს, რა გზა გამოიარა და როგორ დასძლია წინააღმდეგობები ევროპამ, როგორ დაიცხრეს ამბიციები ევროპელმა პოლიტიკურმა აქტორებმა და რა როლს ასრულებდნენ საზოგადოებრივი ინსტიტუტები.

ამ ცოდნის და გამოცდილების გასაზიარებლად კი აუცილებელია მედიასთან აქტიური კომუნიკაცია და საჯარო გამოსვლები, სატელევიზიო ინტერვიუები.

უფრო მეტიც, – ჩემი აზრით, კარგი იქნება, საქართველოს პრეზიდენტის პატრონატით გაიმართოს საერთაშორისო კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქართველი და უცხოელი მეცნიერები, ანალიტიკოსები და პოლიტიკოსები (ამჟამად აქტიურიც და პენსიაში გასულიც). განსაკუთრებით, აღმოსავლეთ ევროპიდან.

როგორც ვატყობ, ეს პროცესი საკმაოდ ხანგრძლივი იქნება და სასურველია, უმაღლეს სასწავლებლებში, სადაც სოციალურ და პოლიტიკის მეცნიერებებს ასწავლიან, ერთ სემესტრში მაინც დაუთმონ დრო საგანგებოდ მომზადებული სილაბუსით და შესაბამისი ლიტერატურით. ასევე სკოლებში, “სამოქალაქო განათლების” ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ამ საკითხს.

ვიმეორებ: კარგად მესმის ამ პროცესის მნიშვნელობა და აუცილებლობა და ისიც, რომ ისტორიაში “ზურაბიშვილის ინიციატივის” სახელით დარჩება, თუმცა, ამ ხანგრძლივი პროცესის შედეგიანად დასასრულებლად აუცილებელია კონკრეტულად პოლიტიკოსებში და მთლიანად საზოგადოებაში სამოქალაქო აზროვნების ჩამოყალიბება.

ეს მოკლედ. უფრო ვრცლადაც შეიძლება და გზადაგზა შემოგაშველებთ“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ბონდო მძინარაშვილი.

ინფორმაციისათვის: პრეზიდენტის მიერ ინიცირებული პროცესის ფარგლებში დღეს მორიგი შეხვედრა შედგა პოლიტიკოსებთან, არასამთავრობო ორგანიზაციების, უფლებადამცველებისა თუ სხვა სფეროს წარმომადგენლებთან

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ჩვენს ქვეყანაში დაუცველები ვართ მხოლოდ ჩვენ” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ხელისუფლების მხრიდან დამოკიდებულებაზე...

“რეჟიმს თავიდანვე უნდა უთხრა, რომ არ გეშინია მისი” – ვახო სანაია

ჟურნალისტ ვახო სანაიას მიერ დახატული არსებული და მოსალოდნელი მძიმე...

“ჩემი ტყვეობის მეხუთე წლისთავისთვის საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა” – მიხეილ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ირონიული შეფასება-მინიშნებები: "ჩემი ტყვეობის მეხუთე...

“ზოგ ხსენებულ ადამიანს ვერანაირი იუმორი ვერ შეულახავს რეპუტაციას, ზოგიერთი პოლიტიკოსის რეპუტაცია კი ისეთია, იმის...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია იუმორისტზე თავდასხმის ფაქტს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რა სირცხვილია იყო ისეთი სასოწარკვეთილი, რომ არანორმატიული ლექსიკის გამო ადამიანებს ციხეში უშვებდე” – არჩილ...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ჟურნალისტ ვახო სანაიასთვის...

“ჩემი ტყვეობის მეხუთე წლისთავისთვის საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა” – მიხეილ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ირონიული შეფასება-მინიშნებები: "ჩემი ტყვეობის მეხუთე...

“თუ მართლა ებრძვი ოკუპაციას, წადი ოკუპაციის ადგილთან, იქ აფრიალე დროშები და იქ იბღავლე “არა...

თბილისში გამართულ მორიგ "შაბათის მარშს" მძიმე შეფასებებით ეხმაურება ანალიტიკოსი...

“ზოგ ხსენებულ ადამიანს ვერანაირი იუმორი ვერ შეულახავს რეპუტაციას, ზოგიერთი პოლიტიკოსის რეპუტაცია კი ისეთია, იმის...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია იუმორისტზე თავდასხმის ფაქტს...