spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ქართული ოცნება" და ბიძინა ივანიშვილი მოსვლის დღიდან საზოგადოებაში...

“ქართული ოცნება” და ბიძინა ივანიშვილი მოსვლის დღიდან საზოგადოებაში მიზანმიმართულად თესავს ნიჰილიზმსა და უიმედობას – პაატა მანჯგალაძე

,,სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალური მდივანი, საქართველოს პარლამენტის წევრი პაატა მანჯგალაძე ტელეკომპანია ,,პირველის” გადაცემაში ,,დღის ამბებში” პოლიტიკურ შეფასებას ახდენს ქვეყანაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით და საუბრობს გამოსავლის გზებზე:

,,ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი მოსვლის დღიდან მიზანმიმართულად  ნერგავს ისეთ აზრს საზოგადოებაში, რომ ოპოზიცია და პოლიტიკოსები, ზოგადად, უარგისია. მათ შორის, ჩემებიც უარგისები არიან, მაგრამ განსაკუთრებით უარგისია ოპოზიცია.

ეს არის მათი მთავარი სტრატეგია იმიტომ, რომ საზოგადოებაში ნიჰილიზმი დათესოს, უიმედობა – რომ მაინც არაფერი არ გვეშველება, არ შეიცვლება. გამოსავალი რა არის! არჩევნები მოდის, თუ არაფერი არ იცვლება მაინც და ამის რწმენა მაქვს დაკარგული – მოდი ავიღებ იმ სიკეთეს, რასაც მთავაზობს ,,ქართული ოცნება“ მოსყიდვის, თანამდებობაზე დანიშვნის სახით. ანუ გააუფასურა ეს ყველაფერი ბიძინა ივანიშვილმა.

ვის სჯერა დღეს, რომ პრემიერ-მინისტრი ნამდვილად არის პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი – პირველი პირი და ის იღებს გადაწყვეტილებებს?! ან პარლამენტის თავმჯდომარე?!

ყველა შეგუებული ვართ თითქოს ნორმა არის, რომ ძალაუფლების ცენტრი კონსტიტუციაში კი არ არის, არამედ მის მიღმა არის ეს ყველაფერი გატანილი. ამას შევეგუეთ ჩვენ პოლიტიკოსები, ჟურნალისტები – ეს არის რეალობა!

თუ შეთანხმებას აზრი არ აქვს ,,ქართულ ოცნებასთან“, თუ ყველაფერში გვაგდებენ, აქციაზეც ხალხი ყოველთვის ვერ გამოვა – გადარჩენის ამოცანა აქვს და100 ათასი ადამიანი ვერ დადგება ყოველდღიურად ქუჩაში. რა უნდა იყოს გამოსავალი?

გამოსავალი არის! პოლიტიკოსებმა რაც უნდა გავაკეთოთ, ხალხს რაც აქვს პრობელმა – ხომ არსებობს კონკრეტული ჯგუფები, მაგალითად – პენსიონრები. მათ პრობლემა აქვთ ბევრი – ამ პრობლემის აქტუალიზება უნდა მოვახერხოთ, შეთანხმება და ამაზე ერთიანად უნდა დავათმობინოთ ეს საკითხი ოპოზიციამ ხელისუფლებას. რწმენა გაიზრდება, რომ ნახავს ზრუნავ ადამიანზე და მარტო პოლიტიკური დღის წესრიგით არ ხარ.

ჩვენ ვაკეთებთ ამას, მაგრამ თუ უფრო დიდი კონსესუსი იქნება ოპოზიციურ პარტიებს შორის, მაშინ ხალხის თანამდგომა იქნება ადეკვატური. პოლიტიკოსი ხალხის გარეშე არის უჯარო გენერალი – ვერაფერს ვერ შეცვლი. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებენ მიზანმიმართულად, რომ ნდობა დაიკარგოს საზოგადოებაში. ასევე არის პრობლემა წამალზე. ეს უნდა გახდეს ყოველდღიურობა ოპოზიციური ცხოვრების. ხალხი შემოვა ნდობაში და ასე შევცვლით“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“დადიხარ დაბოღმილი და იმაზე ნერვიულობ, ესენი კიდევ როგორ ახერხებენ, ასეთი ლაღები იყვნენო” – ანა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი ანა კობახიძე, მძიმე შეფასებებით და...

“კარგი შვილი ხარ! მარტო მშობლებისთვის არა… საქართველოს კარგი შვილი ხარ!” – ხათუნა ხოფერია ცოტნე...

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია განსაკუთრებით პოზიტიურ...

“ერთი რამე, რაზეც არის აქ საუბარი, რა ქმედითი ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას ევროპის მხრიდან, რომ...

ავსტრიის დედაქალაქ ვენაში პოლიტიკური ჯგუფის ALDE-ს ყრილობა მიმდინარეობს, სადაც...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“2 კვირაა ციხეშია 72 წლის პროფესორი გიორგი ჩახუნაშვილი, უამრავი ბავშვის გადამრჩენი ცნობილი პედიატრი და...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“დადიხარ დაბოღმილი და იმაზე ნერვიულობ, ესენი კიდევ როგორ ახერხებენ, ასეთი ლაღები იყვნენო” – ანა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი ანა კობახიძე, მძიმე შეფასებებით და...

“მე არ ვჩუმდები და ვიყენებ ყველა ხელმისაწვდომ ტრიბუნას მსოფლიოშიც და საქართველოშიც, კიდევ კარგი, რომ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კონკრეტული ფაქტების გასაჯაროვებას აანონსებს...