შაბათი, მაისი 17, 2025
13.1 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მეგობრებო, როგორ ფიქრობთ, რატომ არ გატყუებთ და რატომ...

“მეგობრებო, როგორ ფიქრობთ, რატომ არ გატყუებთ და რატომ ვიძახი ბევრ უხერხულ სიმართლეს, რის გამოც მუდამ შარში ვარ?” – თამარ ჩერგოლეიშვილი

ინტერნეტგამოცემა “ტაბულას” დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში განმარტავს, თუ რატომ ეუბნება ხალხს სიმართლეს, რატომ არ ჰგონია მას ხალხი ბნელი და კონკრეტულად ვის ჰგონია ასეთი:

პარადოქსია, მაგრამ წლებია (მეც და გიგასაც) გვბრალდება რომ ხალხი ბნელი გვგონია.

მეგობრებო, როგორ ფიქრობთ, რატომ არ გატყუებთ და რატომ ვიძახი ბევრ უხერხულ სიმართლეს, რის გამოც მუდამ შარში ვარ?

იმიტომ, რომ ხალხი ბნელი არ მგონია და არ მგონია, რომ მათ მოტყუებას შევძლებ დიდი ხნით. (გარდა იმისა, რომ თავმოყვარეობას მილახავს, როცა იძულებული ვარ ის არ ვთქვა, რასაც ვფიქრობ).

ხალხი ბნელი ჰგონია იმას, ვინც თვლის რომ თავის სიგრძე ხის ჯვარს დაიკიდებს და ხალხი დაუჯერებს, რომ ქრისტიანული მორალი აქვს.

ხალხი ბნელი იმას ჰგონია, ვისაც მიაჩნია რომ ხალხი ვერ გაიგებს იმას, რომ ადამიანებს აქვთ სიცოცხლის და ბედნიერებისკენ სწრაფვის თანასწორი უფლება.

ხალხი ბნელი იმას ჰგონია, ვინც დღეს ერთს ამბობს, ხვალ საწინააღმდეგოს, ზეგ მესამეს – და ფიქრობს რომ ხალხი ამას ვერ მიხვდება.

ხალხი ბნელი იმას ჰგონია, ვინც ყველასთან იმას იტყვის, რაც ამ ყველას ესიამოვნება და ფიქრობს, რომ ხალხს “აჭმევს”.

მე ხალხი ბრძენი რომ მგონია – ამიტომ(აც) არ ვიტყუები და ამიტომ მაქვს რწმენა, რომ ლიბერალური დემოკრატიის კონსოლიდაციას და სამშვიდობოს გაღწევას შევძლებთ“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე თამარ ჩერგოლეიშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მიშას ჯინაზე ქოცებო – დამწყებო პოლიტიკოსებო… პატიმარ კაცთან ბრძოლა ვინ გასწავლათ?” – ელისო კილაძე

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსით კონკრეტულ პიროვნებებს, პირდაპირი მინიშნებით მიმართავს...

გია ჯაფარიძე: “ვის აბოლებთ თქვენ, “ბრატცი”?🙂”

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” წევრ გია ჯაფარიძის კონკრეტული შეხსენება-მინიშნებები: "ყველაზე მეტად...

“ვერა და ვერ გამოვიდა კოლექტიური დასავლეთი, განსაკუთრებით აშშ, “ვარდების რევოლუციის” ნირვანიდან” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის კონკრეტული პრეტენზიები დასავლეთის მიმართ: "ვერა და ვერ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როცა სახელმწიფო მკვდარია, მდინარე მოქმედებს!” – შორენა ლობჟანიძე აითაჯ მამედოვასთან დაკავშირებულ ფაქტებზე

14 მაისს მდინარე მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მგზავრების საძიებო სამუშაოების...

“ეჭვი არ მეპარება, რომ ის ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტია” – შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი მწვავე პოზიციას აფიქსირებს "ქართული...

“მიშას ჯინაზე ქოცებო – დამწყებო პოლიტიკოსებო… პატიმარ კაცთან ბრძოლა ვინ გასწავლათ?” – ელისო კილაძე

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსით კონკრეტულ პიროვნებებს, პირდაპირი მინიშნებით მიმართავს...