ოთხშაბათი, მაისი 14, 2025
14.5 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ ცალკე მწვადის, ცალკე შამფურის...

ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ ცალკე მწვადის, ცალკე შამფურის გაფრთხილებაში, თეთრი ხელთათმანები არ გაგვემუროს – ნიკა მელია

ოთარ კახიძის განმარტებას, “რომ ნიკა მელიას არ უნდა გაეკეთებინა პროვოკაციული და სრულიად უპასუხისმგებლო განცხადება“, სოციალურ ქსელში, ფეისბუკის პირადი გვერდიდან ეხმიანება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, პარლამენტის წევრი ნიკა მელია:

საზოგადოებისთვის ცნობილია ოთო კახიძის განცხადება, სადაც ის წერს, რომ ნიკა მელიას არ უნდა გაეკეთებინა პროვოკაციული და სრულიად უპასუხისმგებლო განცხადება პარლამენტის ეზოში „მშვიდობიანად შესვლის“ თაობაზე. შემდეგ, ოთო კახიძის პათოსი სრულად გაიზიარა გიგა ბოკერიამ.

ოთო კახიძეს, რომელმაც პროვოკატორად გამომაცხადა უაპელაციოდ, პასუხი გუშინვე გავეცი ერთ-ერთ პოსტის კომენტარებში და ვინაიდან მეტს აღარ ვაპირებ პასუხი გავცე მათ განცხადებებს, თქვენის ნებართვით გავიმეორებ იმას, რაც გუშინვე მოვახსენე ბატონ კახიძეს.

დიახ, მე რა განცხადებებიც ვაკეთე იმ დღეებში, სრულიად მაქვს გააზრებულიც და გასიგრძეგანებულიც. მათი განცხადებები კი, როცა საარჩევნო პერიოდი არაა და ერთმანეთის პირდაპირ კონკურენტებს არ წარმოვადგენთ, როგორღაც პარტიულ კბენებზე უნდა ამაღლდეს და მეტიც, ბანს არ უნდა აძლევდეს და ექოსავით არ უნდა იმორებდეს იმას, რასაც ეს ხელისუფლება გაიძახის.

ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ ცალკე მწვადის, ცალკე შამფურის გაფრთხილებაში, თეთრი ხელთათმანები არ გაგვემუროს.

ვწერდი, რომ იმ პირველ დღეებში, ხშირად ვამბობდი იმას რომ 9 აპრილის შემდეგ კომპარტიის პროპაგანდა ევროვნული მოძრაოობის ლიდერებს აბრალებდა სწორედ უპასუხისმგებლო, პროვოკაციული განცხადებების კეთებას და შესაბამისად სისხლისღვრას – მეთქი. ოთო კახიძეს დავუწერე კიდეც „ცოტაც და შენზეც იგივეს მათქმევინებ. უბრალოდ ის კომპარტია იყო და შენ ოპოზიციაში ხარ“.დღეს ეს ოთოს გარდა, უკვე სხვებსაც ეხება, სამწუხაროდ.

დიახ, უწყვეტი კადრების გამოქვეყნების შემდეგ, ხელისუფლებას პროპაგანდა დაენგრა და ჩემს დასაჭერად სხვა საყრდენებს ეძებს და სამწუხაროა, რომ ჩემი კოლეგები, თავისი განცხადებებით ამ შემთხვევაში მაშველ რგოლებად (იმედია და მჯერა მართლაც უნებლიედ) ევლინებიან ბიძინას რეჟიმს.

მეტ კომენტარს მე ამ თემაზე არ გავაკეთებ! ისრების გადატანა არასწორია – დღეს მთავარი სამიზნე ივანიშვილია და ეს ყველას უნდა ესმოდეს!” – აღნიშნავს ნიკა მელია.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ამ ადამიანებს ახლა ჩვენი თანადგომა სჭირდებათ! ჩემი სოლიდარობა ყველა ღირსეულ ქართველ დიპლომატს!” – ზურაბ...

საგარეო საქმეთა სამინისტროში მიმდინარე პროცესებს მძიმე შეფასებებით და კონკრეტული განმარტებებით...

“აი ხომ გგონია, რომ ოკუპაცია ამ ღობესთან მთავრდება?…” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

“მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტპატიმარი, პუტინის ტყვე” – ბეჟან კავახია

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი, ბეჟან ჯავახია სოციალურ ქსელში სტატუსს...

“ჩვენ ყველა ერთად გადავარჩენთ დამოუკიდებლობას, გადავარჩენთ ქვეყანას 26 მაისს” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 26 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როდესაც პარტიას ერთი კაცის სახელს უწოდებს და ამბობს გახარიას საქართველო გინდა და სხვისკენ იშვერს...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია მწვავე შეფასებებით ეხმაურება...

“მათ არ იციან რა არის სამშობლოსთვის ნამდვილი გმირების თავდადება” – მიხეილ სააკაშვილი მმართველ პარტიაზე

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გმირობასთან დაკავშირებით თავის პოზიციას...