spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი მაძლევს საშუალებას, რომ უარი...

“სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი მაძლევს საშუალებას, რომ უარი განვაცხადო ჩვენებაზე სასამართლოს წინაშე” – ანზორ ჩუბინიძე

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის სასამართლო პროცესზე მოწმედ გამოძახებულმა სახელმწიფო დაცვის სამსახურის ხელმძღვანელმა ანზორ ჩუბინიძემ უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე. მისი განცხადებით, მას არანაირი კავშირი არ აქვს მიხეილ სააკაშვილისა და თემურ ჯანაშიას საქმეზე – თანხების უკანონოდ გახარჯვასთან დაკავშირებით:

,,მე ვმუშაობ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელძღვანელის თანამდებობდაზე 2013 წლის თებერვლიდან. საჯარო წყაროებიდან ჩემთვის ცნობილი არის მიხეილ სააკაშვილისა და თეიმურაზ ჯანაშიას მიერ მილიონობით ქონების გაფლანგვასთან დაკავშირებით. ეს ბრალდება ეხება 2013 წლამდე პერიოდს. ამ დროის განმავლობაში მე არ ვიყავი სამსახურის ხელმძღვანელი და არანაირი შეხება არ მქონდა.

მე აქ გამოძახებული ვარ, როგორც დაცვის მხარის მოწმე. მართალი გითხრათ, ჩემთვის ცოტა გაუგებარი არის დაცვის მხარის პოზიციების გასამყარებლად გამოძახებული ანზორ ჩუბინიძე…

მე ვფიქრობ, რომ ბრალდებულები და მისი ადვოკატები გაცილებით კომპეტენტურები არიან და გაცილებით კარგად წარმოადგენენ, თუ რატომ და რისთვის იხარჯებოდა ეს თანხები.

ასე, რომ მე უნდა დავადასტურო, 2009-დან 2013 წლამდე არანაირი შეხება ამასთან დაკავშირებით მე არ მქონია და არ მაქვს. მინდა განვმარტო, რომ გენერალურ პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება 2013 წლის პერიოდთან დაკავშირებით, როდესაც უკვე მე ვიყავი სამსახურის ხელმძღვანელი. მიმდინარეობს გამოძიება მიხეილ სააკაშვილის სასარგებლოდ გახარჯული თანხების კანონიერებასთან დაკავშირებით.

კიდევ ერთხელ განვმეორდები და ვიტყვი, რომ ბრალდების ეპიზოდთან, რომელიც დღეს იხილება არანაირი შეხება არ მაქვს. შესაბამისად, ჩემს მიერ ნათქვამი ნებისმიერი სიტყვა, ფრაზა და დაფიქსირებული პოზიცია შესაძლოა ისე იყოს ინტერპრირებული, გამოყენებული იქნას ჩემს საწინააღმდეგოდ მომავალში. ამასთან დაკავშირებით მსურს განვაცხადო, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, რომელიც მაძლევს საშუალებას, რომ უარი განვაცხადო ჩვენებაზე სასამართლოს წინაშე“, – განაცხადა ანზორ ჩუბინიძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“გორში მომხდარ ძალადობაზე თავად “ოცნების” რეაქცია ამჟღავნებს მათი ძალაუფლების რეალურ ბუნებას – კრიმინალური, სისტემური,...

ელენე ხოშტარიას 4-პუნქტიანი განმარტებები გორში მომხდარ ძალადობასთან დაკავშირებით: "გორში მომხდარ...

მერაბ მეტრეველი: “ოცნება” აშკარად ომში გვითრევს🙂”

სუს-ის მიერ ჯაშუშების დაკავებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ირონიული შეფასებებით...

“წარმატებას ვუსურვებ ცოტნე ივანიშვილის კარგ წამოწყებას და იმედი მაქვს, რომ ეს პროცესი მომავალში კიდევ...

ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი პოზიტიური შეფასებებით ეხმიანება და მხარდაჭერას გამოხატავს...

“უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ მეორედ მოვიგე ჩემპიონთა ლიგა” – ხვიჩა კვარაცხელია

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ,,პსჟ”-ს ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია პირველ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თქვენ გენაცვალეთ “თავისუფალი სუნთქვის” ბრძოლაში გამარჯვებულებო” – ეკა ხერხეულიძე

"ქართული ოცნების" ყოფილ ლიდერებს, წევრებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს ყოფილი...

“პაპუნა ლოცულაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს ამბავი არ არის მასზე, ისევ როგორც ლუკა სირაძის...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მიმართვა გორში, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის მსხვერპლ...

“სიკეთის და ბოროტების გამიჯვნის ეპიცენტრია ახლა უკრაინა…” – ნიკოლოზ რაჭველი

უკრაინაში გასტროლებით მყოფი ქართველი მუსიკოსი, კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი, სოციალურ...