spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"გამოვეხმაურები მხოლოდ მესიანისტ ქართველთა ჟივილ-ხივილს და სომხების გინებას"...

“გამოვეხმაურები მხოლოდ მესიანისტ ქართველთა ჟივილ-ხივილს და სომხების გინებას” – ნიკა გვარამია

ტელეკომპანია “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამიას სოციალურ ქსელში ეხმაურება სომხურ “მაცუნ”-თან დაკავშირებით შექმნილ სიტუაციას და ემოციური შეფასებებს აკეთებს კონკრეტულ განმარტებებთან ერთად:

საქართველოს სომხეთისთვის აუკრძალავს “მაცუნ”-ის სახელწოდებით რძის ნაწარმის პროდუქციის საქართველოს გავლით რუსეთში ექსპორტი. მე არ ვიცი როგორი პროდუქტია მაცუნი, ზუსტად იმეორებს თუ არა მაწონს. ამას არ განვიხილავ. არც იმას, სიტყვა “მაწონი” ქართული რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანია თუ არა და არც ამ აკრძალვის სისწორეს.

გამოვეხმაურები მხოლოდ მესიანისტ ქართველთა ჟივილ-ხივილს და სომხების გინებას: ძმანო და დანო ქართველნო, სიტყვა მაწონი ნასესხებია სომხურიდან. სწორედ რომ სიტყვა მაცუნიდან, “უ” დროთა განმავლობაში გადაიქცა “ო”-დ. მაწონს, ქართულში არანაირი ეტიმოლოგია არ აქვს, არც ზმნური წანამძღვარი. აი, სომხურში, მაწუნის შესატყვისი ზმნა, შედედებას და ამჟავებას ნიშნავს.

ps მესიანისტ სომხებსაც ვეხმაურები ხოლმე, რუსთაველის სომხობაზე ან მესროპ მაშთოცის მიერ ქართული ანბანის შექმნაზე რომ ბოდავენ, თქვენ არ იდარდოთ.

pps ხო მართლა, ხაშლამა და ხაშიც სომხურიდან ნასესხები სიტყვებია,” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ნიკა გვარამია.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“თბილისის სააპელაციო სასამართლომ საკუთარი გადაწყვეტილება ორ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში დაგვიმალა” – ტელე-რადიო კომპანია...

ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთი“ განცხადებას ავრცელებს თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან მიმართებით...

“მამაჩემის 7-წლიანი პატიმრობა არის პოლიტიკური განაჩენი. ადამიანის თავისუფლების შეზღუდვით თამაშის უფლება არავის აქვს” –...

“სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალური მდივნის, პაატა მანჯგალაძის შვილი, ნინი მანჯგალაძე...

“ყველა ქართველი რომ ისწავლის ასე ხელის შებრუნებას, სწორედ მაშინ შეწყდება ღორების შემოსევა” – მიხეილ...

კახეთში, სასტუმროში, გავრცელებული ინფორმაციით, რუს ტურისტებთან მიმართებით მომხდარ ფაქტს,...

“დაანონსებულია “ვარდების რევოლუცია 2″… და მერე???” – ლალი მოროშკინა

"სეზონი ჩავარდა და არა მხოლოდ წლევანდელი!" - ტურისტული სეზონის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რა სირცხვილია იყო ისეთი სასოწარკვეთილი, რომ არანორმატიული ლექსიკის გამო ადამიანებს ციხეში უშვებდე” – არჩილ...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ჟურნალისტ ვახო სანაიასთვის...

“ამ ზონდერ ხურცილავას ისეთი პიარი აუგორეს, ღირსების ორდენი რომ მიანიჭონ, არ გამიკვირდება” – დავით...

მწერალ ნოდარ დუმბაძის აუგად მოხსენიების მოტივით, სამოქალაქო აქტივისტსა და...

“ჩემი ტყვეობის მეხუთე წლისთავისთვის საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა” – მიხეილ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ირონიული შეფასება-მინიშნებები: "ჩემი ტყვეობის მეხუთე...

“თუ მართლა ებრძვი ოკუპაციას, წადი ოკუპაციის ადგილთან, იქ აფრიალე დროშები და იქ იბღავლე “არა...

თბილისში გამართულ მორიგ "შაბათის მარშს" მძიმე შეფასებებით ეხმაურება ანალიტიკოსი...