კვირა, ივნისი 29, 2025
18.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"არავის პირადი ფოტო ან სახელი არასდროს გამომიდია იმისთვის,...

“არავის პირადი ფოტო ან სახელი არასდროს გამომიდია იმისთვის, რომ ადამიანს საყოველთაო დაცინვა, ბულინგი და ჯოჯოხეთი განეცადა” – ნათია ფანჯიკიძე

სოციალური ქსელების თავისებურებებზე, უხერხული თუ არასასურველი მომენტების შესახებ საუბრობს ფსიქოლოგი, არტთერაპევტი, ფსიქოთერაპიის ცენტრ “კამარა”-ს დამფუძნებელი ნათია ფანჯიკიძე

მოკლედ მეგობრებო, ვინც ჩემ კედელზე ხშირად ხართ, იცით, არავის პირადი ფოტო ან სახელი არასდროს გამომიდია იმისთვის, რომ ადამიანს საყოველთაო დაცინვა, ბულინგი და ჯოჯოხეთი განეცადა. ეს კი არა, კომენტარების ჩატში რომ ვინმე ჩხუბობს, მაქსიმალურად ვცდილობ განმუხტვას.

ზოგჯერ ფრენდის ნააზრევი რომ მომწონებია და გამიზიარებია, მის მიმართ კომენტარებში თუ ვერ ვმართავ აგრესიას, აუცილებლად ვშლი პოსტს. მირჩევნია შეველიო სტატუსს, ვიდრე ჩემ კედელზე ფეხქვეშ თელონ ვინმე.

მიუხედავად ამისა, გადაცდომა მეც ხშირად მომდის ჩემი ხასიათის ფარგლებში. ხან მხიარულების ჭარბი დოზა მაშვებინებს შეცდომას, როგორც ნიკო მეტყოდა, “ვერ ვღადაობ” საკმარისად წარმატებით ყოველთვის, ხან საკუთარი ფიქრის, რის გამოც სტატუსი დაიწერა, არასაკმარისი განმარტება, რომელიც სხვა განწყობის შექმნას ისახავდა მიზნად, ან სხვა აზრის გამოხატვას და სხვა რამ გამოდის, რადგან სადღაც კონტექსტი ვერ დავაზუსტე, რის პასუხადაც, ცხადია, მეც ვიღებ ბულინგს და ცემა-ტყეპას, მაგრამ არ ვწუხვარ, რადგან შეცდომაზე, რა თქმა უნდა, უნდა მოგხვდეს, სამართლიანია.

არც მაშინ ვწუხვარ, როცა სრულიად დაუმსახურებლად ვიღებ ცემა-ტყეპას, რადგან სამართლიანი თუ უსამართლო, ჭეშმარიტად გეტყვით თქვენ, ბულერი, მჩაგვრელი, მაწყევარი და მაგინებელი, აგრესორია ცუდი ტიპი და არა მსხვერპლი.

ხოდა გავატავტოლოგიურებ სტატუსის დასკვნით ნაწილს: როცა ვიმსახურებ, ძალიანაც კარგიმეთქი, ვამბობ, როცა არ ვიმსახურებ, აიდარდიმეთქი. ხოდა ასე გირჩევთ შეხვდეთ ყოველგვარ ბულინგს. გაიმსხვერპლეთ? – დამნაშავე მოძალადეა, თქვენ არა. უნებლიედ მოძალადედ იქეცით? – დაუწერეთ ცუდი ქულა საკუთარ თავს და მიირთვით ბულინგი, მშვენივრად მივირთმევ და ვინელებ, თუ ვიცი, რომ რამე შემეშალა.

ხოდა შაბათ შალომ და ბედნიერი თებერვალი ყველას“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ნათია ფანჯიკიძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მშვიდობის ნაბიჯი ეხლა მხოლოდ ერთია: პოლიტიკური პატიმრების დაუყონებლივ განთავისუფლება!” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მსოფლიოში შეცვლილ რეალობაზე საუბრობს...

“ბოლო სერიაში ესენი მაინც ყველა შემთხვევაში გარბიან. ნებისმიერი სცენარით” – ნინო ჯანგირაშვილი მმართველ გუნდზე

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის პოლიტ-სცენარი: "ბოლო სერიაში ესენი...

“გავაგრძელებთ მუშაობას სამი წევრის ფორმატში პირების გამოკითხვასთან დაკავშირებით” – თეა წულუკიანი

საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა ერთგვარი შემაჯამებელი განმარტებები გააკეთა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თუ თავისუფლება არ გაქვს – არაფერი არ გაქვს. ბაგაზე დაბმული საქონელი ხარ” – ზურაბ...

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პირველი წერილი რუსთავის N220 საკნიდან: “აქედან ტვინს...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ძალიან დიდი ბოდიში სინდისის პატიმრებთან, მაგრამ მათი გადასაწყვეტი არაა აქციაზე მიშას ბანერი იქნება თუ...

საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების წერილი გავრცელდა სოციალურ ქსელებსა და...

“ნუ ჩქარობთ, ნუ გიყვართ ადამიანის გაწირვა და ხაზის გადასმა, როცა არც კი იცნობთ მას...

"სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის მიერ გირაოს გადახდის გამო...