კვირა, ივნისი 29, 2025
18.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მწვანე პასპორტი", იმ ფორმით, რა ფორმითაც არსებობდა, ჯობდა...

“მწვანე პასპორტი”, იმ ფორმით, რა ფორმითაც არსებობდა, ჯობდა გაუქმებულიყო – არჩილ გამზარდია

სოციალურ ქსელში, “მწვავე პასპორტებთან” დაკავშირებით, თავის პოზიციას აფიქსირებს ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია:

“მწვანე პასპორტი”, იმ ფორმით, რა ფორმითაც არსებობდა, ჯობდა გაუქმებულიყო.

ხელისუფლებამ სრულიად არასწორად წარმართა პროცესი და “მწვანე პასპორტის” იდეაც შელახა მალევე.

აკრძალვებზე მეტად, ხელისუფლებას უნდა აემოქმედებიან კსპ-ს მექანიზმი (კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა). ბიზნეს კომპანიებს “მწვანე პასპორტის” ამოქმედების შემთხვევაში უნდა მიეღოთ სპეციალური ბენეფიტები სახელმწიფოსგან, კარგი წინადადების შემთხვევაში, ბიზნესი თავს უსამართლოდ კი არა, მოტივირებულად ჩათვლიდა “მწვანე პასპორტის” პრინციპით ემუშავა.

ხელისუფლებას “მწვანე პასპორტის” მიღების სტანდარტი უნდა დაეცვა და პრემიერისთვის არ უნდა მიეცათ უფლება არაკომპეტენტური, გაუგებარი, პოლიტიკური პიარის ნაწილი ჯანდაცვის წილში არ შეეტანა ზედმეტი დოზით მაინც.

“მწვანე პასპორტი” არსებითად იყო სიმბოლო და საზოგადოებრივი სიფხიზლის ზოლი, ეს იყო სულ.

ვინც “მწვანე პასპორტისთვის” აიცრა მხოლოდ, ჩათვალოს რომ ყველაზე მეტი ანტივაქსერი თავადაა და ჯობია, გაჩუმდეს.

ვიცრებით და უნდა ავიცრათ საკუთარი ჯანმრთლობისთვის – ესაა ცნობიერი მიდგომა.

სახელმწიფო მიმართავს მექანიზმებს, რითიც უნდა ქმნიდეს სტიმულებს ამ პროცესისთვის.

პ.ს. ამ ეტაპზე სულაც ჯობია, დასრულდეს სტატისტიკის გამოქვეყნების პროცესი. თუ მიშვებაა, მივუშვათ. სხვა გზა აღარ ჩანს“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე არჩილ გამზარდია.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ქოცებმა 2012 წლის კონტრრევოლუციის სიმბოლოდ აირჩიეს ცოცხი და ტ*აკი” – ზაზა ბიბილაშვილი

ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს...

“შევქმნათ ერთიანი ფრონტი, რომლის შექმნის პირობებშიც ძალიან მყისიერად შეიცვლება რეჟიმი” – თინა ბოკუჩავა

“ეს ყველაფერი უნდა იყოს ბიძგი დემოკრატიული სპექტრისთვის, რომ ვკონსოლიდირდეთ,...

“დიქტატურებში, სადაც მოსამართლეებს დიქტატორი ავალებს და კანონის უზენაესობა არ არსებობს, ადამიანებს არ აპატიმრებენ, მათ...

დიქტატურებში არსებულ რეალობაზე საუბრობს საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე, ბიზნესმენი...

“მივიღეთ გადაწყვეტილება, სრულად ავკრძალოთ ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამების განხორციელება კერძო სუბიექტების მიერ” – ირაკლი კობახიძე

მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე, ნარკოტიკულ და ფსიქოტროპიულ საშუალებებთან დაკავშირებით,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ძალიან დიდი ბოდიში სინდისის პატიმრებთან, მაგრამ მათი გადასაწყვეტი არაა აქციაზე მიშას ბანერი იქნება თუ...

საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების წერილი გავრცელდა სოციალურ ქსელებსა და...

“ნუ ჩქარობთ, ნუ გიყვართ ადამიანის გაწირვა და ხაზის გადასმა, როცა არც კი იცნობთ მას...

"სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის მიერ გირაოს გადახდის გამო...

“თუ თავისუფლება არ გაქვს – არაფერი არ გაქვს. ბაგაზე დაბმული საქონელი ხარ” – ზურაბ...

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პირველი წერილი რუსთავის N220 საკნიდან: “აქედან ტვინს...