სამშაბათი, აპრილი 22, 2025
17.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებითეონა აქუბარდია - რა არის რეალური საბაბი იმის,...

თეონა აქუბარდია – რა არის რეალური საბაბი იმის, რომ რუსეთის ფედერაცია ტექსტსში არ არის მოხსენიებული?!

რა არის რეალური საბაბი იმის, რომ რუსეთის ფედერაცია ტექსტში არ არის მოხსენიებული?! – ამ კითხვით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უკრაინასთან დაკავშირებით, მმართველი პარტიის მიერ შედგენილი რეზოლუციის პროექტის განხილვის მიმდინარეობისას “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა თეონა აქუბარდიამ მმართველ პარტიას მიმართა.

აქუბარდიამ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს გიორგი ხელაშვილს მიმართა და მმართველი პარტიის წარმომადგენელს განუმარტა, რომ ამ ქმედებით არა მხოლოდ მისამართი ეშლება, არამედ მცდარ პოზიციებს და შეხედულებებს უზიარებდა სხდომის მაყურებლებს.

ბატონო გიორგი, თქვენ დაიწყეთ გამოსვლა ძველი რეზოლუციებით, ასევე ისტორიით, რომელიც მე შეგახსენეთ და გთხოვეთ, რომ არ განმეორებულიყო პარლამენტში, რადგან ეს არ იყო ქვეყნის ინტერესი. ისტორია არის ის რეზოლუცია, რომელიც “ ქართული ოცნების” ინიცირებით იყო პარლამენტში მიღებული, “ნაციონალურ მოძრაობას” არ ჰქონდა მასზე ხმა მიცემული.

ჩემთვის გაუგებარია, თქვენ რატომ გვესაუბრებით კოლექტიური სახელით ოპოზიციას იმიტომ, რომ ამ პარლამენტში 9 პოლიტიკური პარტიაა და არ არის მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობა”.

გთხოვთ, იქნებ დაიმახსოვროთ, რომ ჩვენ აქ ვართ სხვა პარტიების წარმომადგენლებიც და გვაქვს მრავალი განსხვავებული პოზიცია, როდესაც მე მეუბნებით, რომ “ნაციონალური მოძრაობამ” ხმა არ მისცა ამ რეზოლუციას და ჩემი მომართვა იყო ამ კონკრეტულზე ვფიქრობ, რომ არა მხოლოდ მისამართი გეშლებათ, არამედ მცდარ პოზიციებს და შეხედულებებს უზიარებთ ჩვენს მაყურებელს, რომლებსაც თქვენ ატყუებთ და ამბობთ, რომ ყველა ერთ პოზიციაზე იმყოფება.

მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ცდილობთ ისევ და ისევ პარტიულ რიტორიკაში გადაიტანოთ ეს ყველაფერი, კიდევ ერთხელ გიფიქსირებთ, რომ მე ამას არ მივიღებ, რადგან მე არ ვარ “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი, არასოდეს არ ვყოფილვარ, არც მომავალში არ ვაპირებ და თქვენგან ამ შენიშვნას მე პირადად არ მივიღებ. ახლა, რაც შეეხება მიზეზს და არა საბაბს, რის გამოც ამ რეზოლუციაში ოპოზიციის მხრიდან მხარდაჭერა არ იქნება და არამხოლოდ “ნაციონალური მოძრაობისგან” – კიდევ ერთხელ ხაზგასმით ავღნიშნავ.

როდესაც საუბრობთ მიზეზზე და არა საბაბზე, დიახ საბაბია, როდესაც რუსეთის ფედერაციას არ წერთ იმიტომ, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” თქვა ასე და ამ შემთხვევაში დეოკუპაციის რეზოლუციას, რომელიც თქვენ ახლა ახსენეთ მხარდაჭერა აქვს მათ შორის ჩვენი პოლიტიკური ჯგუფის ისევე, როგორც “ლელოს” პოლიტიკური ფრაქციის.

ამიტომ გთხოვთ, რომ გავმიჯნოთ და მითხარით – რა არის რეალური საბაბი იმის, რომ რუსეთის ფედერაცია ტექსტში არ არის მოხსენიებული?!” – კითხულობს თეონა აქუბარდია.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“თუ ვინმე რუსების სისტემურ ოპოზიციონერობას აპირებთ, ცუდად დამთავრდება ეგ ამბავი” – ლევან სანიკიძე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ ფაქტებზე...

“ქოცი რომ წაშავდება მერე რას აპირებთ?” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი საზოგადოების კონკრეტულ ნაწილს,...

“მე და ჩემი მეგობრები გავაგრძელებთ ბრძოლას მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება” – გელა ხასაია

აქტივისტ, გელა ხასაიას 12 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა 16 აპრილს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

მიხეილ სააკაშვილი: “შემდეგ დღეებში გაფორმდება უკრაინის გამარჯვება!”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ქართულ და უკრაინულ ენებზე...

“უკვე მეორე წელია რაც აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ეს უბადრუკი ბიომასა საპროტესტო აქციებით ხვდება” –...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე მძიმე შეფასებებით ეხმაურება საპროტესტო აქციების მონაწილეების...

“ჩვენი ორგანიზაციის (ISSA) მიერ სულ ახლახან ჩატარებული გამოკითხვა აჩვენებს ერთ საინტერესო შედეგს” – იაგო...

სოციოლოგიის დოქტორი იაგო კაჭკაჭიშვილი, ჩატარებულ კვლევაში, საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით...