სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრის დირექტორი, ანალიტიკოსი, თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე ფოთის ახალი ნავსადგურის გახსნისა და ამასთან დაკავშირებით აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივნის მადლენ ოლბრაიტის პოზიტიურ გამოხმაურების თაობაზე წერს სოციალურ ქსელში:
“ფოთის ახალი ნავსადგური საქართველოსა და შეერთებული შტატების პარტნიორობისა და ორმხრივი ერთგულების დემონსტრაციაა!
,,ნაციონალური მოძრაობის” და ,,ლელოს” ლიდერებს არ წააკითხოთ მადლენ ოლბრაიტის წერილი, ეწყინებათ 🙂
უახლოეს მომავალში დამატებით 30 000 000 დოლარის ინვესტიცია ჩაიდება და ახალი ღრმაწყლოვანი (13 მეტრი) ნავსადგომი აშენდება.
ეს არის ნამდვილი საქმე და არა ლაზიკაზე და ანაკლიაზე უსასრულოდ საუბარი!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ვლადიმერ ბოჟაძე.
ინფორმაციისთვის: ფოთის ახალი ნავსადგურის გახსნასთან დაკავშირებით მისასალმებელ წერილს აქვეყნებს მადლენ ოლბრაიტი: “ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის პროექტი მეტ ეკონომიკურ შესაძლებლობას შესთავაზებს ფოთელებს, საქართველოს და შავი ზღვისა და კასპიის რეგიონის ყველა სახელმწიფოს. ნავსადგურის გავლით სამი მილიონი ტონა ტვირთის გადაზიდვით ყველა მხარე მოგებული დარჩება“.

