spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მიხეილ სააკაშვილი ციხიდან უნდა გამოვიდეს და მოხდეს მისი...

“მიხეილ სააკაშვილი ციხიდან უნდა გამოვიდეს და მოხდეს მისი გადაყვანა სხვა ქვეყანაში რეაბილიტაციის მიზნით“ – ნიკა გვარამია

,,მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ, საქართველოს მე-3 პრეზიდენტის მონახულების შემდეგ, პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა და განაცხადა, რომ აუცილებელია მიხეილ სააკაშვლის რეაბილიტაციის პროცესის გაგრძელება საზღვარგარეთ:

,,ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელია – პრობლემური. ჩანს მეხსიერებაში ჩავარდნები და ა.შ. მე არ გავაგრძელებ – ამაზე ექიმები საუბრობენ მუდმივად, რომ მას სჭირდება მკურნალობა არა საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში. იმიტომ, რომ ჯერ ერთი – ეს არის მისი წამების ადგილი და მეორე – ის საჭიროებები, რომელიც მიხეილ სააკაშვილისთვის მნიშვნელოვანია, სამედიცინო საშუალებებს ვგულისხმობ, აქ უბრალოდ არ არის.

ამიტომ ეს ადამიანი აქედან უნდა გამოვიდეს და მოხდეს მისი გადაყვანა სხვა ქვეყანაში, რეაბილიტაციის მიზნით. გუშინ ამაზე განცხადება გააკეთა უკრაინის პარლამენტის მართველი პარტიის ლიდერმა, მოგეხსენებათ და ჩვენ სრულიად ვიზიარებთ ამ დამოკიდებულებას.

მეორე, რაც შეეხება გორის ჰოსპიტალის დღევანდელ განცხადებას, ეს განცხადება არის აბსოლუტური მტკნარი სიცრუე, მეტიც სააკაშვილის განცხადებით ბატონი ღონიაშვილი თავად იყო ე.წ. საათის ინციდენტის მონაწილე და ბუნებრივია, რომ პირადი ინტერესებიდან გამომდინარე წაშალა საკუთარი დანაშაულის კვალი. ჩვენ ამ კვალს მაინც აღმოვაჩენთ და ღონიაშვილი ამაზე პასუხს აგებს.

ქალბატონი აბაშიძე, რომელმაც სრულიად კვალიფიციური და მიუკერძოებელი ნევროლოგიური დასკვნა გააკეთა მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე, რაც პრაქტიკულად იმეორებდა სახალხო დამცველის კონსილიუმის და ასევე ,,ემპათიის“ დასკვნებს, გახდა ანგარიშსწორების საგანი. მისი მეუღლე გაუშვეს ჯანდაცვის სამინისტროს დეპარტამენტის ხელმძღვანელობიდან.

კარგად ჩანს როგორი ორკესტრირებულია მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ ყველაფერი, აბსოლუტურად ყველა ქმედება, მათ შორის ექიმების კეთილსინდისიერების გამო როგორ ისჯებიან ისინი. ამას ჩვენ ვხედავთ. ეს ყველაფერი ერთ წრეში იკვრება, რასაც ჰქვია სააკაშვილის წამება და ყველა იმ ადამიანის დასჯა, სახელმწიფო მოხელეებისაც მათ შორის, ვინც ამას სწორად და მიუკერძოებლად ასახავს“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“საქმეში დევს ათობით საათი ვიდეო ჩანაწერები. არ არსებობს 1 კადრიც კი სადაც ჩვენ ამასთან...

“ოპოზიციის ალიანსის” ერთერთი ლიდერი, “გირჩი – მეტი თავისუფლების” თავმჯდომარე...

“გასაგებია რომ მესამე პრეზიდენტია და სხვა დანარჩენი უბრალო მოკვდავი, მაგრამ…” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სასამართლო სხდომებზე მიხეილ სააკაშილის სიტყვით გამოსვლებს,...

“2 კვირაა ციხეშია 72 წლის პროფესორი გიორგი ჩახუნაშვილი, უამრავი ბავშვის გადამრჩენი ცნობილი პედიატრი და...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“2 კვირაა ციხეშია 72 წლის პროფესორი გიორგი ჩახუნაშვილი, უამრავი ბავშვის გადამრჩენი ცნობილი პედიატრი და...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“დადიხარ დაბოღმილი და იმაზე ნერვიულობ, ესენი კიდევ როგორ ახერხებენ, ასეთი ლაღები იყვნენო” – ანა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი ანა კობახიძე, მძიმე შეფასებებით და...

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“არა, მე არ მისმენია ბიძინას ხუჭუჭა ლაქიისთვის აშშ-ს საელჩოს ეზოში” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში კონკრეტულ განმარტებებს აკეთებს აშშ-ს...

“ერთ-ერთი მთავარი, თუ არა მთავარი მიღწევა “ნაცმოძრაობის” არის, ბოლო წლებში უმაგრესი ახალგაზრდობის მოზიდვა” –...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "ნაციონალურ მოძრაობაში" ახალი სახეების...