ხუთშაბათი, ივნისი 19, 2025
22.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"თქვენს იქით კიდევ ვართ საქართველო, რომელსაც უჭირს, შია...

“თქვენს იქით კიდევ ვართ საქართველო, რომელსაც უჭირს, შია და წყურია” – ლადო გამსახურდია მთავრობას და საზოგადოებას მიმართავს

არასამთავრობოების გაერთიანება ,,მესამე სექტორმა“ სახელმწიფო კანცელარიის წინ სოციალური პრობლემები, გაძვირებული ფასები გააპროტესტეს, პრემიერ-მისნისტრის სახელზე მთავრობის ადმინისტრაციაში წერილი შეიტანეს და მთავრობას ერთ თვიანი ვადა მისცეს, რის შემდეგაც აქტიური საპროტესტო მოძრაობის დაწყებას აანონსებენ:

,,ჩვენ გვინდა, რომ ხალხის ხმა მივაწვდინოთ მთავრობას. ფასებმა იმატა ყველაფერზე, უკვე მე-3 წრეზე არიან ხელისუფლებაში – დანაპირები კი არ შეასრულეს. სად არის მაღალი პენსიები, ანაზღაურებები, იაფი პროდუქტი?! – არ არის, არ ჩანს არსად! – პირიქით გვიძვირებენ პროდუქტს, გადასახადებს, კომუნალურებს – გაზი, შუქი, წყალი და აბსოლუტურად ყველაფერს. საერთოდ არ შეესაბამება ადამიანის ხელფასი და გადასახადები ერთმანეთს. როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა?!

ჩვენ გამოვედით არა პარტიული ნიშნით, არამედ როგორც ხალხის ხმა, რომ ხალხის არსებობა ყველას გავაგებინოთ, ამ პარტიულ და პოლიტიკურ ჭიდილებში. ჩვენი, ხალხის ხმა არსად ისმის. ყველაფერი წერილობითი სახით გავამზადეთ და მთავრობას მივეცით ერთთვიანი ვადა. თუ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა, შემდეგ ხალხი დავიწყებთ გაერთიანებას, კაცელარიის წინ ვიცხოვრებთ – კარვებსაც დავდგამთ და მთელი თბილისის პიკეტირებასას მოვახდენთ.

თუ ვინმე შეწუხდება, კეთილი ინებონ და შეეგუონ – მდიდრები იქნებიან, დეპუტატები თუ აქ მაცხოვრებლები გაითვალისწინეთ, რომ თქვენს იქით კიდევ ვართ საქართველო. მთელი საქართველო, რომელსაც უჭირს, შია და წყურია. დავიწყებთ კანცელარიასთან ცხოვრებას ერთ თვეში, თუ არ გადმოდგამენ ნაბიჯებს ხალხის მხარეს!“, – განაცხადა ლადო გამსახურდიამ.

აქციაზე მოწოდებებიც გაისმა ხალხის მისამართით, რომ ყველას ვალდებულებაა ხმა ამოიღოს:

,,ჩვენ ვართ არასამთავრობო ორგანიზაცია ,,კოალიცია – მესამე სექტორი“. გავერთიანდით სოციალური პრობლემების მიმართულებით. რეალობა არის ის, რომ ხალხში თუ არ გავედით და არ მივეცით ხვალინდელი დღის იმედი, უკვე გაყინულები არიან – ჩაბნელდა ქვეყანა. ჯერ იყო 90-იანები ბნელი წლების შემდეგ 21 საუკუნეში ამ ხელისუფლებამ სულ დააბნელა და გადარია ხალხი. ქვეყანა ყარს სიძლვილის ენით!

ეს ჩვენი ქვეყანაა, ჩვენ ამ ქვეყნის სრულუფლებიანი წევრები ვართ. ასე, რომ ყველას პირდაპირი ვალდებულებაა ხმა ამოიღოს და მოითხოვოს, რაც ეკუთვნის. გვაქვს პოტენციალით სავსე ქვეყანა, მაგრამ არ ჰყავს პატრონი – ამათმა სულ რუსეთისკენ გააქანეს და დაამონეს.

პროტესტით, აქციებით და პერფორმანსებით თუ არ შევქმენით ერთიანობაში ძალა, ხალხამდე არ მივიტანეთ და ხალხის წუხილი არ გამოვიტანეთ – სხვანაირად არ გამოვა. საკუთარი უფლებების დასაცავად ხალხი უნდა გამოვიყვანოთ!“, – განაცხადა ნანა სურმანიძემ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ნიკა გვარამიას გაუმარჯოს – კაცს, რომელიც საკუთარი ფეხით მივიდა ციხეში” – ნანუკა ჟორჟოლიანი

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...

“მე კი ვიდექი იქ, სადაც ყველა დედა უნდა მდგარიყო – სინდისის პატიმრების დედების გვერდში!”...

საქართველოს მე-5 პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, 3 მარტს გზის გადაკეტვის...

“ჩემი სრული მხარდაჭერა ნიკა გვარამიას! მერამდენედ უნდა დაიჭირონ ასე უსამართლოდ?” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერის, ნიკა...

“მორჩით სულელებზე გათვლილ რუსულ პროპაგანდას, “რუსი და მშვიდობა” იგივეა, რაც ვეგანი მგელი” – პაატა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე ეხმაურება ცალკეულ გავრცელებულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“განსაკუთრებით ვამაყობ ჩემი ნიკუშათი, გარდა იმისა, რომ ბევრ რამეში გაჭრილი ვაშლივით მგავს, კიდევ უფრო...

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თინა ბოკუჩავას, პეტრე ცისკარიშვილის...

“იგივე ხელისუფლება არ გიჭერთ და პოლიტიკურად არ გდევნით, რომელმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი დაატყვევა?!” –...

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის ყოფილი...

“ქოცებო, რუსები რომ ვერ “დალაგდნენ” ტრამპის ადმინისტრაციასთან და თქვენ როგორ “დაგილაგებენ”?!” – ზურაბ ბატიაშვილი

უკრაინელების მიერ ქერჩის ხიდზე მიტანილ შეტევასთან დაკავშირებით შეფასებებს აკეთებს...