spot_img
მთავარიოკუპაციაზურაბ ხონელიძემ დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ ბელარუსს...

ზურაბ ხონელიძემ დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ ბელარუსს აფხაზეთი არ ეღიარებინა – პაატა დავითაია

“საქართველოს ევროპელი დემოკრატების” თავმჯდომარე განცხადებას ავრცელებს. პაატა დავითაია ქვეყანაში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

არ შემიძლია არ გამოვეხმაურო ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში, სოციალური ქსელით გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოსდა სოხუმის უნივერისტეტის რექტორი, ბ-ნი ზურაბ ხონელიძე, არის რუსეთუმე. მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ თითოეულ პიროვნებას აქვს საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება. მნიშვნელობა არ აქვს, ვეთანხმებით თუ არა მათ პოზიციებს. მაგრამ არ შემიძლია ხაზი არ გავუსვა იმას, რომ ზაალ  ხონელიძე, რომელსაც მე დიდი ხანია პირადად ვიცნობ, იყო საქართველოს ელჩი დსთ-ში და ბელარუსში. ეს ხდებოდა შევარდნაძის პერიოდში. და იმ დროის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა, დსთ-ს ფორმატში, იყო ის, რომ რუსეთი მოხსენიებულია როგორც კონფლიქტის მხარე. ეს არის ერთ-ერთი საერთაშორისო ფორმატი, სადაც რუსეთი ასეა მოხსენიებული და ამაში უდიდესი წვლილი სწორედ ზურაბ ხონელიძეს მიუძღვის.

იყო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, როდესაც 2008 წლის ავისტოს ომის შემდეგ, რუსეთი ფაქტიურად აიძულებდა ბელარუსს აფხაზეთის აღიარებას. იმ დროისთვის, ზურაბ ხონელიძე საქართველო-ბელარუსს შორის სავაჭრო პალატის თავმჯდომარე იყო. მან დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ ბელარუსს აფხაზეთი არ ეღიარებინა. მე პირადად მქონდა შეხვედრა მაშინდელ პრეზიდენტთან – ლუკაშენკოსთან, რომლის ორგანიზატორიც იყო ზურაბ ხონელიძე. საუბრის თემა სწორედ არაღიარება გახლდათ. ბატონ ზურაბს პირადად, არაერთხელ, უთხოვია ლუკაშენკოსთვის აფხაზეთის არაღიარების საკითხი.

მის წინააღმდეგ, ბოლო პერიოდში, აგორებული კამპანია, სოციალური ქსელების საშუალებით, არის სიცრუის ტირჟირება. არ შეიძლება ადამიანს მსგავსი რამ დააბრალო. აქვე აღვნიშნავ, რომ თავისუფალი მედიის დახურვა, არავინ უნდა მოითხოვოს. არავის აქვს უფლება ზეწოლა განახორციელოს მედიაზე” – განაცხადა პაატა დავითაიამ.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ქართული ოცნების” ხელში პოლიციელი გმირი კი არა, ჩვეულებრივი სადისტია” – გია ჯაფარიძე

ანალიტიკოსი, პოლიტიკის ექსპერტი გია ჯაფარიძე მწვავე, მძიმე შეფასებებს აკეთებს...

“კავკასიაში რუსეთს დარჩა ერთადერთი კოზირი – საქართველოს ხელისუფლება, რომლის გათამაშებასაც აუცილებლად შეეცდება” – გია...

სომხეთში ჩატარებულ არჩევნებს და ფაშინიანის პარტიის გამარჯვებას, გეოპოლიტიკური თვალსაზრისით,...

“ბევრი დაგროვდა უბრალოდ, თორემ ისე, არანაირი სისტემური ძალადობა, კამერებს მიღმა ანგელოზები მოძრაობენ ფორმებში” –...

სამართალდამცავ სისტემაში მომხდარ ცალკეულ ძალადობრივ ფაქტებს იხსენებს “ოპოზიციის ალიანსის”...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბატონო ბიძინა, მე თქვენს ადგილზე იმათ კი არ დავიჭერდი, ვისაც არ მოსწონხართ…” – ლელა...

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა კონკრეტულ რჩევებს აძლევს "ქართული ოცნების" საპატიო...

“წვრილფეხა ქოცებო, რა ტყულად ეტენეთ მდინარაძეს. მგონი წულუკიანს გინიშნავთ პრემიერად ბიძინათქვენი” – ნინო ჯანგირაშვილი

მმართველ გუნდში შესაძლო საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით ირონიულ მინიშნებებს აკეთებს...

“ოდნავაც არ გასვრილა ის “თეთრი ხელთათმანები”?” – ზაზა ბიბილაშვილი ირაკლი კობახიძის პოზიციას ეხმაურება

ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი მთავრობის მეთაურის, ირაკლი...

“ბატონო ივანიშვილო, თუ თქვენმა პრემიერმა ცოტა მუხრუჭებს არ მიხედა…” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას მინიშნებები "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ბიძინა...