სამშაბათი, აპრილი 22, 2025
21.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებინიკოლოზ სამხარაძე: ნატო-ს წევრი ქვეყნებისგან ჩვენ მივიღეთ შექება...

ნიკოლოზ სამხარაძე: ნატო-ს წევრი ქვეყნებისგან ჩვენ მივიღეთ შექება ძალიან მნიშვნელოვანი როლისთვის, სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ხელმღვანელობით, ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში, ნატო-საქართველოს კომისიის (NGC) შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. პარლამენტის თავმჯდომარე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა.

კომისიის სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე, არსებულ საფრთხეებზე და საპარლამენტო დღის წესრიგზე.

ამასთან დაკავშირებით შეფასება და განმარტებები გააკეთა საქართველოს პარლამენტის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ. მისი თქმით, ნატო-ს წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლების მხრიდან კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველოს განსაკუთრებული როლი, როგორც შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების, ასევე სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველყოფაში.

ჩვენ წარვდექით საკმაოდ მოცულობითი ანგარიშით, თუ რა ხდება საქართველოში, რა ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, იქ არსებული ვითარება, საფრთხეები რომელიც ჩვენ გაგვაჩნია. ასევე ვისაუბრეთ საპარლამენტო დღის წესრიგზე, რა რეფორმების გატარებას აპირებს პარლამენტი, მომავალი სამი წლის განმავლობაში და რა პროგრესი გვაქვს აქამდე.

ნატო-ს წევრი ქვეყნებისგან მივიღეთ საკმაოდ დიდი შექება ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი როლისათვის, სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. ეს იყო ხაზგასმით გამოკვეთილი და ასევე მივიღეთ შექება იმ რეფორმებისთვის, რომელიც აქამდე საქართველომ გაატარა“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ამათი დიაგნოზი ცნობილია, მაგრამ ვინც ამ ბოდვას კიდევ უსმენს და იჯერებს, ისინიც ჩვენი საშველი...

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი გეოპოლიტიკურ შეუსაბამობაზე საუბრობს, მმართველი პარტიის პოზიციასთან...

“იმედია, ქოცს მანამდე გადავაგდებთ, ვიდრე უვიზოს მოხსნა გადაწყდება!” – ნიკა გვარამია

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი ნიკა გვარამია ვარაუდს გამოთქვამს შესაძლო მძიმე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

მიხეილ სააკაშვილი: “შემდეგ დღეებში გაფორმდება უკრაინის გამარჯვება!”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ქართულ და უკრაინულ ენებზე...

“უკვე მეორე წელია რაც აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ეს უბადრუკი ბიომასა საპროტესტო აქციებით ხვდება” –...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე მძიმე შეფასებებით ეხმაურება საპროტესტო აქციების მონაწილეების...

“ჩვენი ორგანიზაციის (ISSA) მიერ სულ ახლახან ჩატარებული გამოკითხვა აჩვენებს ერთ საინტერესო შედეგს” – იაგო...

სოციოლოგიის დოქტორი იაგო კაჭკაჭიშვილი, ჩატარებულ კვლევაში, საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით...