ოთხშაბათი, ივლისი 9, 2025
22.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბებიკახა კალაძე: არ მივცემ საშუალებას კონკრეტულ ტელევიზიებს ფეიქნიუსების...

კახა კალაძე: არ მივცემ საშუალებას კონკრეტულ ტელევიზიებს ფეიქნიუსების საშუალებით საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს

კონკრეტულ ტელევიზიებს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა სურთ, რაც არ გამოუვათ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

ის ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გაჟღერებულ იმ ინფორმაციას გამოეხმაურა, სადაც საუბარი იყო, რომ კახა კალაძემ 3 მილიონის ქონება 69-ათასიან მიწაში გაცვალა და განაცხადა, რომ “არ მივცემ საშუალებას კონკრეტულ ტელევიზიებს ფეიქნიუსების საშუალებით საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს”:

რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთ ტელეკომპანიაში საზოგადოება შეცდომაში შეიყვანეს. ამჯერად, მთელი გადაცემა მიუძღვნეს, რომ თითქოს 700 კვ. მ მიწის ნაკვეთის ადგილმონაცვლეობა მოხდა. ჩემი განმარტება სრულყოფილად არ გასულა ეთერში.

საქმე კი მარტივადაა: ავლაბარში გაიცა სამშენებლო ნებართვა სასტუმროს მშენებლობაზე, რაც წარმოადგენს სკვერის ტერიტორიას. ეს არასწორია. რეალურად, აღნიშნული მიწის ნაკვეთი შეფასდა სამხარაულის ბიუროს მიერ. ასევე, ის კონკრეტული მიწის ნაკვეთიც შეფასდა, რაც მუნიციპალიტეტის საკუთრება იყო. ერთნაირი თანხების შესაბამისად მოხდა ადგილმონაცვლეობა,” – აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის განცხადებით, რეკრეაციული სივრცეების ხარჯზე მშენებლობების ნებართვის გაცემა დაუშვებელია:

ზოგადად რეკრეაციულ სივრცეებთან დაკავშირებით იცით ჩემი დამოკიდებულება. ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ რეკრეაციული სივრცეები გავანადგუროთ. ეს წლების წინ ხდებოდა – ანგრევდნენ სპორტულ მოედნებს, მწვანე სივრცეებს. დღეს მე და ჩემი გუნდი ასეთ ადგილებს ვუბრუნებთ ქალაქს და ეს მილიონები ჯდება. ამ შემთხვევაში, გაკეთდა ადგილმონაცვლეობა. 2012 წლიდან პოლიტიკაში ვარ. ვერ მოიყვანთ ვერც ერთ ფაქტს, რომ კახა კალაძემ ვინმე დაჩაგრა, ბიზნესი წაართვა, ბიუჯეტიდან ფული მოიპარა და ა.შ.“, – განაცხადა კალა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჩვენ ვირჩევთ ბრძოლას კიდევ ერთ დამატებით ველზე” – “ლელო – ძლიერი საქართველო”

"ლელო - ძლიერი საქართველო" საგანგებო ბრიფინგზე საზოგადოებას აცნობებს პოლიტიკური...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“ასე გაცვალეს სამშობლო ძალაუფლებაზე და კიდევ ერთხელ უღალატეს საქართველოს” – პაატა მანჯგალაძე

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე მიღებულ რეზოლუციასთან მიმართებაში "ქართული ოცნების" დელეგაციის...

“მკაფიო ზღვარი გავავლოთ – რა არის არჩევნები და რა არის სპეცოპერაცია” – გია ბარამიძე

“ნაციონალურმა მოძრაობამ” და საქართველოში მოქმედმა პროდასავლურმა პარტიებმა ერთობლივად განაცხადეს,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“მარიამ ლაშხს რა აძინებს მშვიდად, რაც მას წყევლა და გინება მიუვიდა!” – ელისო კილაძე

დეპუტატ მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე სასამართლომ 12-12 დღიანი პატიმრობა...