spot_img
მთავარიაქტუალური თემებიმივიღე გადაწყვეტილება დავაფუძნო საზოგადოებრივი მოძრაობა - მამუკა ხაზარაძე

მივიღე გადაწყვეტილება დავაფუძნო საზოგადოებრივი მოძრაობა – მამუკა ხაზარაძე

“თიბისი ჯგუფის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე ფეისბუკის პირად გვერდზე განცხადებას ავრცელებს და საზოგადოებას ახალი პოლიტიკური გეგმების შესახებ ამცნობს:

მეგობრებო, ქვეყანაში ბოლო დროს მიმდინარე პროცესები საგანგაშო ფორმებს იღებს. სახეზეა ჩვენი საზოგადოების გახლეჩვისა და დაპირისპირების მიზანმიმართული პროცესი.

20 ივნისის ღამე იყო ის წყალგამყოფი, როდესაც ჩვენმა ღირსეულმა და თავისუფალმა ახალგაზრდობამ გულწრფელი და მტკიცე პროტესტი გამოხატა ოკუპაციისა და ძალადობის წინააღმდეგ. ეს პროტესტი არის უწყვეტი, ისტორიული პროცესისა და ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის გაგრძელება.
თუ ამ ქვეყნის მოქალაქე ხარ, თუ მისთვის გული გიძგერს, არ შეიძლება ამ ყველაფერს გვერდიდან და გულგრილად უყურო, არ შეიძლება შენი დრო, ენერგია, საქმე, ყველაზე მთავარს არ მოახმარო – სამშობლოს კეთილდღეობასა და მის თავისუფლებას. ამ ყველაზე დიდ ცნებას, რომლის გარეშეც ადამიანის არსებობას ფასი არ აქვს.

სწორედ დღეს არის საჭირო ჯანმრთელი, პროგრესული და პროდასავლური საზოგადოების კონსოლიდაცია და გაერთიანება, რადგან ცხადია, რომ არსებული ვითარების დეესკალაცია და სამოქალაქო მშვიდობის მიღწევა მხოლოდ ხელისუფლების ან პოლიტიკური პარტიების ძალისხმევით პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება. აუცილებელია მიმდინარე პროცესებში საზოგადოების აქტიური ჩართვა და ამიტომ მიზანშეწონილად მივიჩნევ ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებას, სადაც გაერთიანდებიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. ისინი, ვისაც გააერთიანებს საქართველოში თანამედროვე დასავლური ყაიდის სახელმწიფოს მშენებლობის იდეა, რომელსაც ექნება ყველაზე კონკურენტული და ძლიერი ეკონომიკა რეგიონში და სადაც იზეიმებს კანონის უზენაესობა. ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეწყდეს ერთმანეთისადმი სხვადასხვა იარლიყების უსაფუძვლოდ მიწებება და ყველანი სამოქალაქო მშვიდობის იდეის გარშემო უნდა გავერთიანდეთ.

ზემოთქმულიდან გამომდინარე მივიღე გადაწყვეტილება, ჩემს მეგობრებთან და თანამოაზრეებთან, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებთან ერთად სექტემბერში დავაფუძნო საზოგადოებრივი მოძრაობა, რომლის მთავარი მიზანი ქვეყნის გაერთიანება და მისი დამოუკიდებლობის და თავისუფლების შენარჩუნება იქნება.

გაუმარჯოს ერთიან და თავისუფალ საქართველოს!

ღმერთი იყოს ჩვენი ქვეყნის მფარველი” – აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“პოლიტიკური ბოროტება ყოველთვის რეპრესიით, ტანკით ან ციხით არ იწყება. ხშირად ის იწყება ტყუილით –...

ჯეიმს ჯეი კარაფანოს ("ჰერიტიჯის ფონდის“ პრეზიდენტის უფროსი მრჩევლი) ინტერვიუს...

“პროპაგანდისტული რეალობიდან გამომდინარე გთავაზობთ შეთანხმებას – ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტი” – ლევან ხაბეიშვილი

საპატიმროდან “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის პოლიტიკური გზავნილები...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ვახო სანაია: “ჩვენ ბევრნი და ძლიერები ვართ და დავლეწავთ ამ ბოროტებას❤️”

ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში ემოციურ პოზიცია-მოწოდებას აქვეყნებს და...

“ვხედავ რა ამ სასიკვდილო საფრთხეს, უარს ვამბობ დადგენილ სათამაშო წესებზე და ხმამაღლა მინდა ვიყვირო:...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ცალკეულ ფაქტებს იხსენებს ისტორიიდან,...

“ვისაც უფრო მეტი სიზუსტე გაინტერესებთ, თუ რა ხდება ყირიმის ხიდებთან დაკავშირები, ამ რუკას შეგიძლიათ...

ყირიმის ნახვარკუნძულთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებზე, ვიზუალური გამოსახულების თანხლებით, განმარტებებს...

“ელენე ხოშტარიას ტუსაღობა ერთდროულად არის სირცხვილიც, ამორალურიც და დანაშაულიც” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა მწვავე პოზიციას აფიქსირებს “კოალიცია ცვლილებებისთვის” და...