spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიპარტია "ქართული ოცნების" სპეციალური განცხადება "რუსთავი 2"-თან მიმართებაში

პარტია “ქართული ოცნების” სპეციალური განცხადება “რუსთავი 2”-თან მიმართებაში

პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ოფისში პარტიის სახელით სპეციალური განცხადება გაავრცელა პოლიტსაბჭოს წევრმა გიორგი ვოლსკიმ. განცხადებაში მწვავედაა გაკრიტიკებული “რუსთავი 2”-ის სარედაქციო პოლიტიკა და განსაკუთრებულად ნეგატიურ კონეტქსტშია მოხსენიებული პოლიტიკური ორგანიზაცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”:

ის, რაც გუშინ რუსთავი2-ის ეთერში ვიხილეთ, არ არის არც ჟურნალისტური და არც კერძო ტელეკომპანიის სარედაქციო ექსცესი – ეს არის მიხეილ სააკაშვილის და ნაციონალური მოძრაობის მიერ საქართველოს ეროვნული ინტერესების და ქართველი ხალხის წინააღმდეგ წარმოებული მრავალწლიანი ომის ნაწილი, საინფორმაციო ფრონტი მათ მიერვე მიტაცებულ ტელევიზია – რუსთავი 2-ზე გადის და სრულად ჯდება ზიზღის, სიცრუისა და ძალადობის პარტიული მანქანის სარედაქციო პოლიტიკაში. ამის ყველაზე თვალსაჩინო გამოხატულება, ტელეკომპანიის დირექტორის და იმავდროულად ნაციონალური მმართველობის პერიოდის პროკურორის, ნიკა გვარამიას საეთერო პრაქტიკაა.

მათ საზოგადოება უკვე შეაჩვიეს პირდაპირი ეთერიდან დედის გინებას, მათ შორის, ჩვენი პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მისამართით, მაგრამ პირდაპირ ეთერში წინაპრების საფლავების შეურაცხყოფა არის ვერბალური ვანდალიზმის აქტი და სცდება როგორც ქართულ და კავკასიურ, ასევე, ზოგად ცივილიზაციურ ჩარჩოებს.

უბინძურესი პოლიტიკური პროვოკაცია, რაც რუსთავი 2-ის ეთერში იხილა ქართულმა საზოგადოებამ, წარმოადგენს ქართველი სამართალდამცავების მიერ აღკვეთილი სახელმწიფო გადატრიალების ხელახალ მცდელობას. ნაციონალური მოძრაობა მიზნად ისახავს დესტაბილიზაციას, სახელმწიფოთა შორის კონფლიქტის ახალი ტალღის გამოწვევას, საქართველოს მოქალაქეებისთვის ეკონომიკური პრობლემების შექმნას, სანქციების პროვოცირებას. ეს განცხადება პირდაპირი და გარდაუვალი რისკის ქვეშ აყენებს რუსეთში მცხოვრებ მილიონამდე ჩვენს თანამემამულეს.

ის, რაც გუშინ რ2-ის ეთერში მოხდა, არ არის მხოლოდ ერთი მტრული და მოღალატეობრივი პოლიტიკური ძალის ლუსტრაცია, ეს არის მთელი ჩვენი საზოგადოების პრობლემა, რადგან დაშვებული იქნა, რომ ჩვენს თვალწინ ამ დესტრუქციულ ძალას და მის პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ სატელიტებს მოეხდინათ ეროვნულობის, პატრიოტიზმის მონოპოლიზაცია და საყოველთაო ისტერიის ფონზე, ამ საფარქვეშ შეერყიათ ჩვენი სახელმწიფოს საფუძვლები.

სახეზეა მცდელობა, რომ ამ პროვოკაციაზე ხელისუფლების და საზოგადოების ჯანსაღი რეაქცია სიტყვის თავისუფლებაზე შეტევად გაასაღონ. კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს, საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება სრულად არის დაცული და სწორედ ხელისუფლებაა ამ თავისუფლების გარანტი – ჩვენ ქვეყანასაც დავიცავთ, ხალხსაც და სახელმწიფოს მშვიდობიანი და დემოკრატიული განვთარების პერსპექტივასაც.

დარწმუნებულები ვართ, საზოგადოება სათანადოდ შეაფასებს მიმდინარე მოვლენებს” – ნათქვამია განცხადებაში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მაინც მოგხსნის შე საცოდავო🤡” – ნინო ჯანგირაშვილი ირაკლი კობახიძეს მიმართავს

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გაკეთებულ...

“კუდაბზეკილ ევრობიუროკრატიას საკუთარი თავი კეთილსინდისიერების ეტალონად მიაჩნია” – ზაალ ანჯაფარიძე

ევროკავშირთან ურთიერთობის მხრივ კონკრეტულ მოსაზრებებს გამოთქვამს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე: "ჩვენი...

“ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის პოლიტიკის გროსმეისტერი და მას უყვარს საკუთარი ხალხი და ქვეყანა” –...

მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, "ქართული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბატონო ბიძინა, მე თქვენს ადგილზე იმათ კი არ დავიჭერდი, ვისაც არ მოსწონხართ…” – ლელა...

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა კონკრეტულ რჩევებს აძლევს "ქართული ოცნების" საპატიო...

“წვრილფეხა ქოცებო, რა ტყულად ეტენეთ მდინარაძეს. მგონი წულუკიანს გინიშნავთ პრემიერად ბიძინათქვენი” – ნინო ჯანგირაშვილი

მმართველ გუნდში შესაძლო საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით ირონიულ მინიშნებებს აკეთებს...

“ოდნავაც არ გასვრილა ის “თეთრი ხელთათმანები”?” – ზაზა ბიბილაშვილი ირაკლი კობახიძის პოზიციას ეხმაურება

ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი მთავრობის მეთაურის, ირაკლი...

“ბატონო ივანიშვილო, თუ თქვენმა პრემიერმა ცოტა მუხრუჭებს არ მიხედა…” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას მინიშნებები "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ბიძინა...