სამშაბათი, ივლისი 15, 2025
34.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"საქართველოს მხრიდან იდგმება ზუსტად ის ნაბიჯები, რომლებიც უნდა...

“საქართველოს მხრიდან იდგმება ზუსტად ის ნაბიჯები, რომლებიც უნდა გადაიდგას” – გიორგი ხელაშვილი

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მოსალოდნელ აგრესიას და მადრიდში დაგეგმილ NATO-ს სამიტს ეხმაურება პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმდჯომარის პირველი მოადგილე გიორგი ხელაშვილი და აცხადებს, რომ სამიტისგან აქვს დიდი მოლოდინი, ,,მით უმეტეს, რომ რუსეთმა გამოიწვია ზუსტად იმის საპირისპირო, რაც უნდოდა – უფრო შეაკავშირა დასავლეთი“:

,,ძალიან ბევრი აქ დამოკიდებულია NATO-ზე – რა გადაწყვეტილებას მიიღებს, რამდენად ერთიანი ფრონტით გამოვა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. საქართველოს მხრიდან იდგმება ზუსტად ის ნაბიჯები, რომლებიც უნდა გადაიდგას.

ვემზადებით ასევე ,,ნატო“-ს მადრიდის სამიტისათვის, თუმცა იმედი გვაქვს, რომ ეს არ იქნება ერთ-ერთი რიგითი სამიტი, არამედ აქ შეიძლება თვითონ ,,ნატო“-ს შიგნით მოხდეს რაღაცა დადებითი გარდატეხა. ამის დიდი იმედი გვაქვს, მით უმეტეს, რომ რუსეთმა გამოიწვია ზუსტად იმის საპირისპირო, რაც უნდოდა – უფრო შეაკავშირა დასავლეთი.

ჩვენ ვართ ძალიან მჭიდრო კომუნიკაციაში, რა თქმა უნდა, უკრაინის ხელისუფლებასთან, როგორც ყოველთვის, მაგრამ ახლა განსაკუთრებით. ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც გადადგმული იქნება დასავლეთიდან უკრაინის დასახმარებლად, საქართველოს მთავრობა ადეკვატურად უპასუხებს.

გერმანიის საზღვაო ფლოტის ადმირალი, რომელიც გადადგა (ყირიმის საკითხთან დაკავშირებით უკრაინის ინტერესების საწინააღმდეგო პოზიციის დაფიქსირების გამო – რედ.) ამბობს, რომ საქართველო ფაქტობრივად მზად არის NATO-ს წევრობისათვის და აკლია მხოლოდ და მხოლოდ დასავლეთიდან ერთი ნაბიჯი – თანხმობა იმისთვის, რომ NATO-ში გაწევრიანდეს.

ეს იყო ძალიან სიპტომატური გამოსვლა მიუხედავად იმისა, რომ ეს გამოსვლა, სამწუხაროდ, გაჯერებული იყო რუსეთის მიმართ დამთმობი რიტორიკით, მაგრამ საქართველოსთან მიმართებაში ამ ადმირალსაც კი არ გამოუვიდა რაიმე კრიტიკული გამონათქვამი, არამედ მან მთლიანად აღიარა, რომ საქართველო მზად არის NATO-ს წევრობისათვის“, – განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“როდესაც განაჩენი გავიგე, პირველი რაც ვიფიქრე…” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, საპატიმროდან გამოგზავნილი წერილით...

“დასაჭერი მტრები დაიჭირეთ და წკრუნი არ გავიგონოთ მათი” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“ამაყი ვარ, რომ ჩვენი განხორციელებული პროექტებით, ქალაქში შევქმენით არაერთი მიზიდულობის ცენტრი – სკვერებითა და...

თბილისის მერმა კახა კალაძემ გარემოს დაცვის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...

“ლევანი არის ერთ-ერთი ყველაზე სწორი და მამაცი ადამიანი ვისაც ვიცნობ და მას ვერაფერი ვერ...

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი, ვინც "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან...

“სამართლიანობა კი არ ადარდებდა ან ადარდებს, რევანშისტი გაიძვერებაა, მეტი არაფერი” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია ცალკეულ პიროვნებებისთვის მინიშნებებს აკეთებს...

“ჩემი აზრით “ლელოსთან” შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი ეხმაურება ევროპარლამენტის რეზოლუციას და თავის პოზიციას...