სამშაბათი, ივნისი 17, 2025
21.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარილიტერატურა და შემოქმედებალაშა ბაქრაძე - კარგი იქნება ეს განხილვა შედგეს...

ლაშა ბაქრაძე – კარგი იქნება ეს განხილვა შედგეს ღიად და გამჭვირვალედ, საჯარო სივრცეში, იქ სადაც ქალბატონი თეასთვის კომფორტული გარემო იქნება

ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი ლაშა ბაქრაძე ლაშა ბაქრაძე კულტურის მინისტრ თეა წულუკიანს მიმართავს და წიგნთან “ელენე ბაქრაძე (დარიანი) – მოგონებები, წერილები, დღიურები, ლექსები” დაკავშირებით შექმნილი სიტუაციის განხილვას სთავაზობს საჯაროდ, ნებისმიერ სივრცეში თუ მედიაში:

როგორც ქალბატონმა თეა წულუკიანმა ბრძანა, ჩვენს მიერ გამოცემული წიგნი „ელენე ბაქრაძე (დარიანი) – მოგონებები, წერილები, დღიურები, ლექსები“ „სერიოზული განხილვის“ საგანი უნდა გახდეს.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვფიქრობ, კარგი იქნება ეს განხილვა შედგეს ღიად და გამჭვირვალედ, საჯარო სივრცეში, დაინტერესებული მედიის დასწრებით – ლიტერატურის მუზეუმში ან მაგ. მწერალთა სახლში, მაგრამ თუ ეს მიუღებელია – სატელევიზიო ლაივ გადაცემაში, იქ სადაც ქალბატონი თეასთვის კომფორტული გარემო იქნება – პირველ არხზე ან თუნდაც იმედზე.

მე კოვიდ იზოლაცია დღეს დამიმთავრდა და ხვალ ვაპირებ სამინისტროში შეხვედრაზე მისვლას აუდიტთან, 12 საათზე, სადაც ხაზგასმით ცალკე, ჩემთვის შეუტყობინებლად, არის დაპატიჟებული ჩემი მოადგილე და წიგნის რედაქტორი ქალბატონი თეა თვალავაძე.

ყოველი შემთხვევისათვის, თან ვურთავ 11 იანვრის ლაბორატორიული კვლევის შედეგს კოვიდის „მომიზეზებასთან“ დაკავშირებით“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ლაშა ბაქრაძე.

ინფორმაციისთვის: ელენე ბაქრაძის (დარიანი) წიგნში აღმოჩენილ შეცდომასთან დაკავშირებით, რამდენიმე დღის წინ, კულტურის სამინისტროს განცხადება მოჰყვა, რასაც სოციალურ ქსელში ლაშა ბაქრაძე განმარტებებით გამოეხმაურა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

პაატა მანჯგალაძე: “გიორგი ვაშაძის პროცესი, ეს არ არის სასამართლო, ეს არის ფარსი”

"სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის სასამართლო პროცესებს ეხმაურება პარტიის...

“ძალიან მალე ქართველი ხალხი ჩამოიცილებს რუსულ ხელისუფლებას და მათე თავისუფალი იქნება” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მხარდაჭერას უცხადებს საპროტესტო აქციების...

“რიყის პარკის ნგრევა კიდევ ერთხელ ნათლად გამოხატავს ხელისუფლების რუსულ სახეს” – ბეჟან ჯავახია

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ...

“მე კი ვიდექი იქ, სადაც ყველა დედა უნდა მდგარიყო – სინდისის პატიმრების დედების გვერდში!”...

საქართველოს მე-5 პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, 3 მარტს გზის გადაკეტვის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ირაკლი კობახიძემ, როგორც იქნა, სახელმწიფო საწარმოების რეფორმას დავიწყებთო” – რომან გოცირიძე

მთავრობის სხდომაზე ირაკლი კობახიძის განცხადებას, სახელმწიფო საწარმოების სრულფასოვანი რეფორმასთან...