ორშაბათი, მაისი 12, 2025
23 C
Tbilisi
spot_img
მთავარიადამიანის უფლებები"უსაფუძვლოა ბოლო დროს არაერთხელ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს შეჩერდა...

“უსაფუძვლოა ბოლო დროს არაერთხელ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს შეჩერდა გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამები” – სახელმწიფო მინისტრის აპარატი

სახელმწიფო მინისტრის აპარატის კომენტარი გავრცელებულ უსაფუძვლო ინფორმაციაზე:

უსაფუძვლოა ბოლო დროს არაერთხელ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს შეჩერდა გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამები. 2013 წლიდან დღემდე, უწყებათაშორისი სამთავრობო კომისიის არც ერთ სხდომას არასდროს უმსჯელია, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამების შეჩერებაზე და არსებული პროგრამები ხორციელდება უწყვეტად.

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის 2021 წლის 22 დეკემბერის სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება გაგრძელდეს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ოჯახებისათვის ზამთრის პერიოდში გათბობით უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისა და ადგილობრივი თვითმართველობების ინტენსიური სამუშაო პროცესის ფარგლებში მიმდინარეობდა სტანდარტული პროცედურული ნაწილი მუნიციპალიტეტების მიერ პროგრამის ბენეფიციართა სიების დაზუსტებასთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის მდგომარეობით. სამუშაო პროცესი დასრულდა და კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს მთავრობის განკარგულებით შესაბამის სახელმწიფო უწყებებს დაევალათ გადაწყვეტილების აღსრულება. მომდევნო კვირაში უკვე დაიწყება გამყოფი ხაზის სოფლებში მცხოვრები მოსახლეობისთვის ვაუჩერების გაცემის პროცესი.

კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად, იმ სოფლებში, სადაც ოჯახები დარეგისტრირებულები არიან ბუნებრივი აირის აბონენტებად, თანხა გამოიყო რეგისტრირებულ აბონენტებზე, ხოლო იმ სოფლებში, სადაც გაზიფიცირება ჯერ არ დასრულებულა – გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელში მცხოვრები ოჯახის ერთ-ერთ წევრზე,” – ნათქვამია განცხადებაში.

ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“‼️‼️‼️ იმედი მაქვს ვიღაცას მაინც ექნება ადეკვატური რეაქცია ამ აღვირახსნილებაზე!!!” – ნუკა არველაძე

ჟურნალისტი, ბლოგერი ნუკა არველაძე ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ...

“მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია! ამაში თუ ეჭვი შეგაქვს – შენ ხარ სტანდარტული ქოცი” – ლევან...

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ დამოკიდებულებას ეხმაურება,...

“უკრაინელებმა სა9მაისოდ პუტინს საჩუქარი გაუკეთეს” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...