კვირა, ივლისი 13, 2025
25.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"ანუ კანონი არ არის, არ არსებობს და ოჯახი...

“ანუ კანონი არ არის, არ არსებობს და ოჯახი უნდა დავიცვათ ჩვენ თავად?!” – თაკო ჩარკვიანი

ქვეყანაში არსებულ მძიმე კრიმონოგენულ მდგომარეობაზე საუბრობს, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ემოციურ პოსტში, პარტია “კანონი და სამართლის” თავმჯდომარე, თაკო ჩარკვიანი და სამართალდამცავ უწყებას მიმართავს:

შინაგან საქმეთა სამინისტროვ, ეს რა ხდება და რა მესმის?! გომელაურო!

უი პირდაპირ ოჯახში შემოვარდით – მოხვედით ხელისუფლებავ?! აბა როგორ ხდება?!

მკვლელთა ბანდები დაძრწიან რუსულ საიტებზე ვიდეოებს ანთავსებენ ადამიანების წამების, (ათიათასობით ნახვა აქვს ამ ტიპის ვიდეოებს) მათ აწამებენ, ვინც ამ “თქვენი ბიჭების ” წესებს არ ემორჩილება და ეს არ იცით???

ანუ ზურგს უმაგრებთ პოლიციით, მანიაკ სუს-ით ზურგგამაგრებულ “ბიჭუნებს”??? ანუ კანონი არ არის, არ არსებობს და ოჯახი უნდა დავიცვათ ჩვენ თავად?! ანუ 90-იანებია???

ჰოოოოო, ეგ ჩვენ გ ა მ ო ვ ი ა რ ე თ!!!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე თაკო ჩარკვიანი.

ინფორმაციისთვის: თაკო ჩარკვიანი საუბრობს გუშინ, ტვ “პირველის” ეთერში, გადაცემა “ნოდარ მელაძის შაბათში” გასულ რეპორტაჟზე, სადაც ნაჩვენები იყო ფიზიკური ანგარიშსწორების, კრიმინალური გარჩევების ამსახველი ვიდეომასალა, მძიმე ფაქტები, რომელიც მანამდე, რამდენიმე დღის წინ, “ტელეგრამ არხზე” გავრცელდა. როგორც გადაცემაში იყო განმარტებული, თბილისში არსებობს 22-25 წლის ახალგაზრდებისგან შემდგარი ე.წ. განგსტერების დაჯგუფება, რომლებიც  კონკრეტული მიზნებიდან გამომდინარე ფიზიკურად უსწორდებიან სხვადასხვა ადამიანს და ერთ-ერთი ინფორმაციით, ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ ცნობილი მომღერლის მამუკა ჩარკვიანის შვილს.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“გეოპოლიტიკური პროცესები ძალიან გვეხმარება, მაგრამ ჩვენც არ გვაქვს დასაკარგი დრო” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რეგიონში შექმნილი გეოპოლიტიკური რეალობის...

“ქოცობა, ნაცობის ბუნებრივი ვირუსის, ლაბორატორიაში გამოყვანილი ხელოვნური, მუტაციური ფორმაა” – გია ხუხაშვილი

ანალიტიკოს გია ხუხაშვილი მძიმე მინიშნებადი შეფასებები განსხვავებული აზრის მიუღებლობასთან...

“შავი ასოებით უნდა შევიდეს დემოკრატიული საქართველოს ისტორიაში ყველა ის პოლიტიკოსი თუ ჟურნალისტი, რომელიც “დანოსებით”...

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“სასწრაფოდ გვჭირდება გადაწყვეტილების მიღების მექანიზმი, ამის გარეშე ერთიანობა დარჩება ლოზუნგად და არა ძალად” –...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე, პოლიტიკური შეფასებებით, ევროპარლამენტის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“მაგარ შარშია “ოცნება” – იმდენი იჩალიჩეს, რომ მალე “შავი” პოლიტიკოსები შავად გაურჩევენ საქმეებს” –...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას (არა)სახუმარო პოლიტრეალობა: "მაგარ შარშია "ოცნება" - იმდენი...