პარასკევი, აპრილი 26, 2024

N5 დაწესებულებაში მსჯავრდებულების მონაწილეობით სპექტაკლი ჩატარდა

N5 (ქალთა) პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულების, მათ შორის, უცხოელი პატიმრების მონაწილეობით სპექტაკლი სახელწოდებით ,,თეატრი აქაც არის” ჩატარდა.

დაწესებულებაში სპექტაკლი რეჟისორმა ნელი ბადალაშვილმა დადგა, რომელიც იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურის გამარჯვებულია. სპექტაკლში მონაწილე 23 მსჯავრდებულს რეპეტიციების პროცესში შესაძლებლობა ჰქონდათ შეესწავლათ სასცენო ხელოვნება და მეტყველება.

რეჟისორმა მსჯავრდებულებთან რამდენიმე კვირა იმუშავა, და პირველი თეატრალური წარმოდგენა სტუმრებს შესთავაზა. მნიშვნელოვანია, რომ სასცენო დეკორაციები და რეკვიზიტებიც თავად მსჯავრდებულებმა დაწესებულებაში შექმნეს.

ღონისძიებას იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ტყეშელაშვილი, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელობა, მსახიობები და სასულიერო პირები დაესწრნენ.

იუსტიციის სამინისტროს გრანტის ფარგლებში, გამარჯვებული რეჟისორი მომავალი 6 თვის განმავლობაში მსჯავრდებულების მონაწილეობით რამდენიმე სპექტაკლის დადგმას გეგმავს.

ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული