სამშაბათი, ივლისი 15, 2025
23.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მოხარული ვიყავი იმის გაგებით, რომ საპარლამენტო დღის წესრიგი...

“მოხარული ვიყავი იმის გაგებით, რომ საპარლამენტო დღის წესრიგი ასევე მოიცავს საკონსტიტუციო ცვლილებებს” – კელი დეგნანი

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს შეხვდა.

მხარეებმა საქართველო-ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებულ ურთიერთობებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს.

საუბრის მთავარ თემას წარმოადგენდა რეგიონული უსაფრთხოების საკითხები. ყურადღება გამახვილდა უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე, რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე.

შეხვედრისას, მხარეებმა ისაუბრეს საპარლამენტო დღის წესრიგზე. ასევე, შიდა პოლიტიკურ პროცესებსა და სამომავლო განვითარების პერსპექტივებზე.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან შეხვედრისას, გვქონდა ძალიან მეგობრული საუბარი სხვადასხვა თემაზე. ეს იყო მათ შორის, ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, სამომავლო პერსპექტივები, ასევე შევეხეთ შიდა პოლიტიკურ პროცესებს, სამომავლო განვითარების პერსპექტივებს, პარლამენტში პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობის საკითხებს და ზოგადად, საპარლამენტო დღის წესრიგს“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი კობახიძემ.

კელი დეგნანის განცხადებით, შეხვედრისას მხარეებმა მომავალი საპარლამენტო სესიისთვის მმართველი პარტიის პრიორიტეტებზე ისაუბრეს.

მოხარული ვიყავი იმის გაგებით, რომ საპარლამენტო დღის წესრიგი, ასევე, მოიცავს საკონსტიტუციო ცვლილებებს. ეს არის შესაძლებლობა საქართველოს ყველა პოლიტიკური ლიდერისთვის, რომ ჩაერთონ ქვეყნისთვის პრიორიტეტულ საკითხებზე მუშაობაში როგორც საგარეო კუთხით, საფრთხეზე, რომელსაც რუსეთი ქმნის, ასევე ისეთ შიდა გამოწვევებზე, როგორიცაა ეკონომიკური გაჯანსაღება, კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარება და ბევრი სოციალური საკითხი“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“შავი ასოებით უნდა შევიდეს დემოკრატიული საქართველოს ისტორიაში ყველა ის პოლიტიკოსი თუ ჟურნალისტი, რომელიც “დანოსებით”...

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“დასაჭერი მტრები დაიჭირეთ და წკრუნი არ გავიგონოთ მათი” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“ქართველები რომ ბიძინას პოლიტიკურ გადატრიალებას ცხვრებივით უდრტვინველად შეგუებოდნენ, არც ევროპიდან იქნებოდა ის რეაქცია, რასაც...

განათლების ყოფილი მინისტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტოლოგი გია...

“იქამდე გაჯანჯღარებთ, სანამ არ დანებდებით. ხო ხართ პირველიდან უკანასკნელამდე შიშში” – ვახო სანაია

ჟურნალისტი ვახო სანაია მძიმე შეფასება-მინიშნებებით ხელისუფლებას მიმართავს: "იქამდე გაჯანჯღარებთ, სანამ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...

“ლევანი არის ერთ-ერთი ყველაზე სწორი და მამაცი ადამიანი ვისაც ვიცნობ და მას ვერაფერი ვერ...

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი, ვინც "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან...

“ჩემი აზრით “ლელოსთან” შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი ეხმაურება ევროპარლამენტის რეზოლუციას და თავის პოზიციას...

“ასე გვაკლდება კაცები და ვრჩებით მოგონებებთან” – ნადიმ ხმალაძე ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში ნაბრძოლი ნადიმ ხმალაძე სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს...